გიორგი ჩანგაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გიორგი ჩანგაშვილი''' (დ. 1 იანვარი, 1919 — გ. ოქტომბერი, 2005) — ქ...
 
No edit summary
ხაზი 2:
 
== ბიოგრაფია ==
გიორგი ჩანგაშვილმა დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისუნივერსიტეტი]]ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1948 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მდივნის თანამდებობაზე; 1951–54 წლებში სწავლობდა [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ასპირანტურაში აკადემიკოს ალ.[[ალექსანდრე ჯავახიშვილისჯავახიშვილი]]ს ხელმძღვანელობით; 1956 წლიდან მუშაობდა [[ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი|ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში]], 1977-1980 წლებში იყო თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესების ჯგუფის ხელმძღვანელი; 1980-1990 წლებში თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესების ლაბორატორიის გამგე, შემდეგ იყო წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, კახეთის სტიქიური გეომორფოლოგიური პროცესების ექსპერიმენტული სტაციონარის ხელმძღვანელი. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია უხვი ფაქტობრივი მასალა, რომელიც ველზე კვლევის შედეგად შეაგროვა. მთავარი ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე გეომორფოლოგიურ პროცესებზე, განსაკუთრებულ სტიქიურ მოვლენებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე. შესრულებული აქვს 102 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთგან 70 გამოქვეყნებულია და 40 სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი (ჟურნალ-გაზეთებში). მისი ბევრი წინადადება და რეკომენდაცია დაინერგა სახალხო მეურნეობასა და საპროექტო დაწესებულებებში, მათ შორის, გვერდითი ეროზიით წაღებული მიწების აღდგენის შესახებ (წინანდლის დენდროლოგიური პარკი). მუშაობდა სტიქიურ გეომორფოლოგიურ პროცესებსა და გეოეკოლოგიაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: სსრკ გეოგრაფიის ინსტიტუტის საპატიო სიგელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1962), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984). ომისა და შრომის ვეტერანი, ხოდაშნის ს/კ სტაციონარის ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისეტაციის თემა - "მდ. ალაზნის აუზის მარჯვენა მხარის გეომორფოლოგია (სოფ. ბაკურციხის ზემოთ)", დაიცვა 1955 წელს.