ცაგერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14:
|ეროვნება = [[ქართველები]] 99,8 %<br />[[რუსები]] 0,1 %<ref>[http://pop-stat.mashke.org/georgia-ethnic-loc2014.htm Ethnic composition of Georgia 2014]</ref>
}}
'''ცაგერის მუნიციპალიტეტი''' — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, [[მუნიციპალიტეტისაქართველო]]ში, [[რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე]]ში. შეიქმნა 1930 წელს [[ლეჩხუმის მაზრა|ლეჩხუმის მაზრის]] დაშლის შედეგად. ადმიინსტრაციული ცენტრია ქალაქი [[ცაგერი]].
 
== გეოგრაფია ==
== ბუნება ==
დასავლეთით ესაზღვრება მარტვილის, ჩრდილოეთით ლენტეხის, აღმოსავლეთით ამბროლაურის, სამხრეთით წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტები. ფართობი 755,4 კმ².
[[ხვამლი|ხვამლის მთა]] — [[ცაგერი]]დან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 2002 მ. უპირატესად აგებულია პორფირიტების, ფიქალისაგან და კირქვის ქანებისაგან. ქედის კალთები მნიშვნელოვნად არის დანაწევრებული, ზემო ნაწილში ალპური რელიეფია. დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთ კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი — დამრეცი. მწვერვალიდან სრულყოფილად ჩანს მდინარეების: [[რიონი]]ს, [[ცხენისწყალი|ცხენისწყლის]] და [[ლაჯანურა]]ს ხეობები. ხვამლის მთაზე გავრცელებულია მთა-ტყის და მთა-მდელოს ლანდშაფტები, წიფლის ტყეები, ალპური და სუბალპური მდელოები. მთაზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი და აგრეთვე შემორჩენილია XII საუკუნის ისტორიული ციხე-სიმაგრის ნანგრევები. აქ იყო იმდროინდელი საქართველოს განძსაცავი, "თუ საქართველო დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს".
 
===რელიეფი===
მუნიციპალიტეტის ტერიტორია უჭირვს ცაგერის ქვაბულს, რომელსაც გარს აკრავს სხვადასხვა სიმაღლის მთები, [[ეგრისის ქედი]]ს აღმოსავლეთ ნაწილი — ცეკურის, საზამთროსა და საქერიას ამსივები. მასივებს ახასიათებს ძველი მყინვარული ფორმებიანი ღრმად დანაწევრებული კლდოვანი რელიეფი. დასავლეთ მხარეზე აღმარღულია [[ასხის მასივი]]ს აღმოსავლეთ განშტოებები. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში, [[რიონი]]ს და ცხენისწყლის ხეობებს შორის, [[ნაქერალას ქედი]]ს სამხრეთ გაგრძლებაზე მდებარეობს [[ხვამლის მასივი]]. მისი სამხრეთ კალთა მაღალია და ქარაფოვანი. მდინარე რიონის გასწვრივ ვრცედება ერთმანეთისგან ღრმა ხეობებით გამოყოფილი დაბალი და საშუალო სიმაღლის მთები.
 
ვრცელი ცაგერის ქვაბული, რომელიც გადაკვეთილია მდინარე ცხენისწყლით, იწყება მურის კლდეკარიდან და გრძელდება სამხრეთით სარეწკელის კლდეკარამდე. ორივე კლდეკარი ჩაჭრილია მკვრივცარცულ კირქვებში. ქვაბულის განიერი (1,5-2 კმ.) მძლავრი ალუვიონით დაფარული ფსკერიდან მაღლდება გორაკ-ბორცვების და დაბალი მთების საშუალოდ დახრილი ტერასებიანი კალთები. სარეწკელას კლდეკარიდან სამხრეთით ცხენისწყლის ხეობაისევ განიერდება პორფირიტულ და ფერად წყებათა ქანებში და ქმნის ზუბის ქვაბულს. ცაგერის ქვაბული აღმოსავლეთით გამოყოფილია ორბელის ქვაბულისაგან შუა ლეჩხუმის სერით. მის აღმოსავლეთით ცარცულ კირქვებში მდინრე რიონი ქმნის ტვიშის კლდეკარს. კირქვული მასივებისთვის დამახასიათებელია მკვეთრი ეროზიული და კარსტული ფორმები, ქვაბულებისათვის მეწყრული მოვლენები. ცაგერის ქვაბული რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის დასავლეთი ნაწილია. აგებულია პალეოგენური და ნეოგენური მეერგელებით, ქვიშაქვებით, თიხებით და კონგლომერატებით. მათ თითქმის ყოველი მხრიდან აკრავს ცარცული ასაკის კირქვები და მერგელები. ტვიშის სამხრეთით გაშიშვლებულია შუაიურული, ჩრდილო-აღმოსავლეთში ბაიოსური და ქვედაიურული ნალექები. ცარცული კირქვები თითქმის ყველა მიმართულებით იცვლება უმთავრესად ბაიოსური პორფირიტული წყებთ. სასარგებლო წიაღისეულია ფოსფორიტები და [[მინერალური წყლები]] მდინარე [[ლაჯანური]]ს ხეობაში.
 
ცაგერის ქვაბულის ფსკერზე ალუვიური ნიადაგეია. მთის კალთებზე ჭარბობს ტყის ყომრალი და კორდიან-კარბონატული ნიადაგები. მაღალ მთებში მთის ტყის ზედა სარტყლის ღია და გაეწერბული ტყის ყომრალი, გარეთვე კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები. ციცაბო, კლდოვანი ადგილები სრულად მოკლებულია ნიადაგსაფარს.
 
===ჰავა===
მუნიციპალიტეტი ეკუთვნის ზღვის სუბტროპიკული ტენიანი ჰავის ოლქს, სადაც სიმაღლის მიხედვით ჰაერის ტემპერატურა და ატმოსფერული ნალექები მკვეთრად იცვლება. დაბალ ნაწილში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,4°C (იანვრის 0°C, აგვისტოს 22°C). ნალექები 1235 მმ წელიწადში. მაქსიმალური ოდენობა ნალექებისა მოდის შემოდგომაზე, მინიმუალური ზაფხულში. მთიან ნაწილში ჰაერის ტემპერატურა ეცემა, ნალექების რაოდენობა კი იზრდება და ყველაზე მაღალ ადგილებში 2000 მმ აღწევს.
 
===შიგა წყლები===
მთავარი მდინარეებია [[რიონი]] და [[ცხენისწყალი]]. რიონის უდიდესი შენაკადია [[ჯანოულა]], ცხენისწყლისა — [[ლაჯანური]]. მდინრეები საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. ცხენისწყალი და რიონი ზემო დინებაში საზრდოობენმყინვარების ნადნობი წყლითაც. მცირე მდინარეთა ნაწილს აქვს კარსტული რეჟიმი, ნაწილს სელური ხასიათი. მდინარეთა წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმოვარდნა —ზაფხულ-სემოდგომაზე.
 
===ფლორა და ფაუნა===
მცენარეულობა ძირითადად სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული. დაბალ ნაწილში არის კოლხური ტყე, რომლის ქვეტყეში ვხვდებით როგორც ფოთოლმცვივან, ისე მარადმწვანე ბუჩქებს. სამხრეთ ნაწილში არის [[წაბლნარი]]ს ნარჩენები. მთისწინეთში გაბატონებულია წიფლნარ-რცხლინარები, რომლლებიც ხშირი დასახლების და მიწის ათვისების გამო ძლიერ შემცირებულია. მთის კალთებზე შერეული და წიწვოვანი ტყეებია. ფოთლოვნებიდან ჭარბობს მუხნარ-რცხილნარი, წიფლნარი, ჯაგარცხილნარი; წიწვოვნებიდან — [[ნაძვი]], [[სოჭი]], [[ფიჭვი]]. ქვეტყეში ხშირია [[შქერი]], [[წყავი]], [[ბზა]]. წიფლნარებში შერეულია წაბლი, [[რცხილა]], [[ცაცხვი]], [[ნეკერჩხალი]], [[იფანი]] და სხვა. ქვეტყეში არის [[იელი]], [[მოცვი]], [[ჭანჭყატა]], [[თხილი]], იმერული ხეჭრელი და სხვა. კირქვიან ადგილებზე წიფლნარ-მუხნარი, აგრეთვე მუხნარია. ეგრისისა და ლეჩხუმის ქედების კალთებზე წიწვოვან ტყეებს ზემოთ მოსდევს სუბალპური ტყეები და მდელოები. მცირე ფართობი უკავია ალპურ მდელოებს. საქერიას, ცეკურის და საზამთროს მასივები აღწევენ სუბნივალურ სარტყელამდე.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადროსბ მთის ტყის ცხოველები: [[დათვი]], [[მგელი]], [[ტურა]], [[მელა]], [[შველი]], [[კურდღელი]], [[ზღარბი]], [[თხუნელა]]. ფრინველებიდან [[ყვავუ]], [[ყორანი]], [[ძერა]], [[ტყის ქათამი]], [[შაშვი]], [[ტოროლა]] და სხვა. ქვეწარმავლებიდან ხვლიკები, გველები და სხვა. მდინარეებში ბევრია თევზი.
 
== მოსახლეობა ==
მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი და 58 სოფელი. მუნიციპალიტეტში [[ურბანიზაცია|ურბანიზაციის]] დონე დაბალია. 1987 წლის მონაცემებით სოფლის მოსახლეობა შეადგენდა რაიონის მთელი მოსქხლეობის 90%-ს. 2014 წლის აღწერით სოფლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეოიბის 87,3% ცხოვრობს. განსახლების ძირითადი ზონაა ცაგერის ქვაბული და მიმდებარე მთების კალთები ზღვის დონიდან 500-600 მ-ის ფარგლებში.
===აღწერის მონაცემები===
 
{| class="wikitable"
|-
Line 33 ⟶ 52:
 
== ეკონომიკა ==
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის [[ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგური]]. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ქუტაისი-ცაგერი-ლენტეხის და ონი-ცაგერის საავტომობილო გზები. ადგილობრივი გზების სიგრძეა 186 კმ.
ცაგერში არის ღვინისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოები.
 
== კულტურა ==
კულტურის დაწესებულებები: სკოლები, სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სურათების გალერეა, კულტურის სახლი, კინოთეატრი და სხვა. შემორჩენილია შუა საუკუნეების საკათედრო ტაძარი. ცაგერში არის ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
 
==ღირსშესანიშნაობანი==
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დგასშემორჩენილი ისტორიული ძეგლებია [[ცხეთის ეკლესია]], თაბორის, ლაბეჭინის წმინდა გიორგის ეკლესიები, ზუბის, გვესოს, ზოგიშის ციხეები. ცაგერში შემორჩენილია შუა საუკუნეების საკათედრო ტაძარი.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდნიმე მუზეუმია: ცაგერში მოქმედებს მხარეთმცოდნეობის, [[ბარდნალა]]ში ლადო ასათიანის, [[სპათაგორი|სპათაგორაში]] მარშალ ა. გელოვანის სახლ-მუზეუმები.
 
==ლიტერატურა==
==სქოლიო==
{{ქსე|11|183-184|დევდარიანი, გ. უკლება, მ.}}
{{სქოლიო}}
 
{{რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი}}