წავკისისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
| ქალაქები =[[თბილისი]]
}}
'''წავკისისწყალი''', '''ლეღვთახევი''', '''დაბახანისხევი''' — [[მდინარე]] აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ [[თბილისი|თბილისში]]. სათავე აქვს [[მთაწმინდის ქედი]]ს [[უძო|უძოს მთის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1200 მ-ზე. სიგრძე 9 კმ, აუზის ფართობი 21,3 კმ². წავკისისწყალი თბილისის ბოტანიკურ ბაღს ორ ნაწილად ყოფს, შემოუვლის ნარიყალას კლდოვან ქედს, კვეთს აბანოთუბანს და კოლექტორის მეშვეობით მტკვარს უერთდება. [[მტკვარი|მტკვარს]] ერთვის მარჯვნიდან სოლოლაკის სერის აღმოსავლეთ დაბოლოებასთან. საზრდოობს [[წვიმა|წვიმის]], [[თოვლი]]ს და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლით]]. ახასიათებს [[გაზაფხული]]ს წყალდიდობა და ძლიერი [[წყალმოვარდნა]]; განსაკუთრებით ძლიერი იყო [[1955]] წლის წყალდიდობა. საშუალო წლიური ხარჯი 2,5 მ³/წმ.
[[მტკვარი|მტკვარს]] ერთვის მარჯვნიდან სოლოლაკის სერის აღმოსავლეთ დაბოლოებასთან. საზრდოობს [[წვიმა|წვიმის]], [[თოვლი]]ს და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლით]]. ახასიათებს [[გაზაფხული]]ს წყალდიდობა და ძლიერი [[წყალმოვარდნა]]; განსაკუთრებით ძლიერი იყო [[1955]] წლის წყალდიდობა. საშუალო წლიური ხარჯი 2,5 მ³/წმ.
 
წავკისისწყალი ღრმად არის ჩაჭრილი ტუფოგენურ წყებებში და ციცაბოკალთებიანი ხეობით გამოირჩევა. აქვს მეტწილად დაბალი ნაპირები. ხეობის გაფართოებულ მონაკვეთში გაშენებულია [[თბილისის ბოტანიკური ბაღი]], სადაც ქმნის მაღალსა და მიმზიდველ ჩანჩქერს. აქ მდინარის ფსკერი და მიდამოები დაბალია და მოფენილია ნალექი ქანებით. ბოტანიკური ბაღის მიდამოებში მდინარეს გამომუშავებული აქვს საკმაოდ ღრმა და ვიწრო [[ხეობა]] (სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრი), რომლის გვერდები სხვადასხვა ტიპის მცენარეულობითაა შემოსილი. ხეობის გვერდებზე მიკრული მცენარეული დაჯგუფებები ხშირია.
 
==ხიდები წავკისისწყალზე==
 
1735 წელს ვახუშტი ბატონიშვილის თბილისის რუკაზე სოლოლაკის ქედის მიდამოებში ნაჩვენებია ოქოვაანთ ხიდი ბოტანიკური ბაღის ზემოთ. ამ კამაროვან ხიდს ადგილობრივი მოსახლეობა „მამა-შვილის ხიდსაც“ ეძახდა. მისი მალის სიგრძე 6 მეტრს შეადგენდა, სიგანე - 5,3-ს, ხოლო სიმაღლე - 5,8 მეტრს. სავარაუდოდ, წარსულში ეს ხიდი თბილისიდან [[კოჯორი|კოჯრისა]] და [[ქვემო ქართლი]]სკენ მიმავალ მთავარ გზასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული და მას მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ფუნქცია ჰქონოდა. კოჯრის ახალი გზის გაყვანის შემდეგ კი ეს ფუნქცია დაეკარგა.
 
მდ. წავკისისწყალზე განჯის გზის დასაწყისში კიდევ ერთი - აბანოს ხიდი მდებარეობდა. [[აღა-მაჰმად-ხანი]]ს შემოსევის დროს დანგრეული ხიდი 1795 წელსვე აღუდგენიათ. ამ დროს აშენდა ხის კამაროვანი ხიდი, რომელიცარაერთხელ გადაკეთდა. 1819 წელს ხიდი შეცვალეს აბანოების მეპატრონეებმა, სუმბათაშვილებმა - ააშენეს ხის თაღოვანი ხიდი ქვის საყრდენებზე. 1850 წელს, წყალდიდობის დროს, ეს ხიდიც დაინგრა. 1851 წელს კომერსანტმა თამამშევმა ააშენა ქვის ხიდი, რომელიც უბნის უფრო გვიანდელი რეკონსტრუქციის შემდეგ ნაწილობრივ მიწის ქვეშ მოექცა. დღეს ამ ხიდის ხის ნაშთები ნაწილობრივ აღდგენილია.
 
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, წავკისისწყალზე გადებულია სამი პატარა ხიდი. მათგან ბაღის ღირსშესანიშნაობაა ჩანჩქერის თავზე აგებული რკინაბეტონის თაღოვანი ხიდი. [[რუსეთის იმპერია]]ში ეს ამ ტიპის ერთერთი პირველი კონსტრუქცია იყო. იგი XX საუკუნის დასაწყისში, 1913-1914 წლებში აიგო ინჟინერ ნ. როტინოვის პროექტით.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
Line 21 ⟶ 28:
== ლიტერატურა ==
{{ქსე|10|285|}}
*''სარალიძე, ა.,'' „თბილისის ხიდები“, გვ. 11-12, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012
 
[[კატეგორია:თბილისის მდინარეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წავკისისწყალი“-დან