დოდოს რქა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 53:
| ქვეყანა={{GEO}}
}}
'''დოდოს რქა''', ''დოდორქა'' — მონასტერი ძველ საქართველოში; ქართული ხუროთმოძრვრებისხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი [[დავითგარეჯა|დავითგარეჯის]] სამონასტრო კომპლექსში. VI საუკუნის I ნახევარში დააარსა [[დავით გარეჯელი]]ს ერთ-ერთმა მოწაფემ [[დოდო]]მ.
 
შედგება სხვადასხვა დროის (VI - XVIII სს. ჩათვლით) გამოქვაბული კომპლექსებისაგან. მთავარი დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო გარეჯის საერთო აღმავლობის პერიოდს - XI-XIII საუკენეებსსაუკუნეებს განეკუთვნება. განსაკუთრებით საყურადღებოა კლდეში გამოკვეთილი წმ. დოდოს მცირე ეკლესია, რომლისაგანც შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდის კონქი, კლდეში გამოკვეთილი უყელო გუმბათი, ჩრდილოეთი კედელი და დასავლეთი ნართექსის კედლის ნაწილი. კონქში შემონახულია მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი (VIII-IX სს.) და მნიშვნელოვანი ნიმუში საქართველოში. მოხატულობის მთავარი ფიგურაა ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებელი მარჯვენით. მარცხენა ხელში უჭირავს გადაშლილი წიგნი, რომელზედაც ქართული წარწერის კვალია შერჩენილი. მაცხოვრის ორსავე მხარეს თითო მედალიონია მოთავსებული. ერთში გამოსახულია ქალის ფიგურა მკერდამდე, მთვარის ქიმით თავს ზემოთ, მეორეში (ასევე მკერდამდე) - ფრიგიულ თავსაბურავიანი ჭაბუკი აგიზგიზებული ჩირაღდნით მარჯვენა ხელში. როგორც ჩანს, პირველი ფიგურა მთვარეს განასახიერებდა, მეორე - მზეს. ამგვარი გამოსახულებანი ადრინდელი ქრისტიანულ სარკოფაგებში გვხვდება. ქრისტეს ქვემოთ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი, აგრეთვე ტეტრამორფი (ოთხი მახარებლის სიმბოლური გამოსახულება) და ქერუბინი (ექვსფრთიანი ანგელოზი). დოდოს რქის მონასტრის პოლიტიკური-ეკონომიკური ისტორია დაკავშირებულია დავითგარეჯის მონასტრის ისტორიასთან. XII-XV საუკუნეებში დოდოს რქა სამეფო მონასტერი იყო. [[1424]] წელს [[ალექსანდრე I, დიდი|ალექსანდრე I-მა]] დავითგარეჯთან ერთად შესწირა მცხეთის საკათალიკოსო სვეტიცხოვლის ეკლესიას. XIII-[[XVIII საუკუნე]]ებში გარეშე მტრების (მონღოლების, თემურლენგის, თურქების, ირანელებისა და ლეკების) შემოსევისა და ბატონობის შედეგად დაქვეითდა, ბევრჯერ დაცარიელდა. დოდოს რქის მონასტერი ეპარქიალურად [[რუსთავის საეპისკოპოსო |რუსთავის საეპისკოპოსო]]ში შედიოდა. XV-[[XVII საუკუნე]]ებში კათოლიკოს-პარტიარქსპატრიარქს ემორჩილებოდა, შემდეგ [[1760]] წლამდე — ნინოწმინდელ ეპიკოპოსსეპისკოპოსს. 1760 წელს დავითგარეჯს შეუერთდეს. გასული საუკუნის მიწურილსმიწურულს გაუკაცრიელდა.
 
==წინამძღვრები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დოდოს_რქა“-დან