ბაღდადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დედაქალაქის სახელი
ხაზი 47:
}}
 
'''ბაღდადი (არაბ. ‎بغداد‎)''' — [[ერაყი]]ს დედაქალაქი ([[1921]]-იდან) 5.672.516 მცხოვრებით (2005 წლის 1 იანვრის მონაცემებით). გაშენებულია მდინარე [[ტიგროსი]]ს ნაპირებზე, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ცენტრალური და სამხრეთი აზიის ქვეყნების დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე. არის ბაღდადის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.
 
ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. ერაყის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ბაღდადში მდებარეობს ქვეყნის ხელისუფლება, ყველა რელიგიური და ცენტრალური სახელმწიფო დაწესებულება, დიპლომატიური წარმომადგენლობები. მნისვნელოვანი სატრანსპორტო-საკვანძო ქალაქია. აქვე მდებარეობს უმაღლესი სასწავლებლები, თეატრები, მუზეუმები, არქიტექტურული ძეგლები.
 
ბაღდადი დააარსა ხალიფა [[ალ-მანსური|ალ-მანსურმა]] [[762]] წელს და აქცია [[აბასიანთა სახალიფო]]ს დედაქალაქად. ეწოდებოდა „მადინათ ას-სალამი“ (მშვიდობის ქალაქი). სახელწოდება „ბაღდადი“ ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, წარმოდგება ორი ძველი სპარსული სიტყვისაგან „ბაგა“ — ღმერთი და „დად“ — ნაბოძები, ე. ი. „ღვთის ნაბოძები“. ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ ძვ. წ. XIX—XVIII საუკუნეებში არსებობდა ბაღდადის დასახლება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაღდადი“-დან