ქვემო ნატანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 43:
}}
 
'''ქვემო ნატანები''' (ძვ. ''ჯიშკლოვანი'') — სოფელი [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი|ოზურგეთის მუნიციპალიტეტში]]. [[ნატანები (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ნატანების]] თემის ცენტრი (სოფლები: ქვემო ნატანები, [[ზემო ნატანები]], [[შეკვეთილი]]). მდებარეობს [[შავი ზღვა|შავი ზღვისპირა]] დაბლობზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 10 მ.-ზე, [[ოზურგეთი]]დან 18 კმ.
 
სოფელში არის რკინიგზის სადგური [[სამტრედია]]-[[მახინჯაური]]ს ხაზისა და ნატანები-[[ოზურგეთი]]ს ხაზების გადაკვეთაზე<ref>[http://wikimapia.org/13092035/ka/%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%92%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 ნატანების რკინიგზის სადგურის ადგილმდებარეობა]</ref>. გადის საავტომობილო გზა [[ურეკი]]-[[ოზურგეთი]]. სოფელში მისდევენ [[მეციტრუსეობა]]ს, [[მეთხილეობა]]ს. სოფელში არის საფეხბურთო სტადიონი, სპორტის სასახლე, ჭიდაობის კლუბი, საჯარო [[სკოლა]]<ref>[http://catalog.edu.ge/index.php?module=school_info&page=detals&school_code=3828 საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი]</ref>, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი, [[საზოგადოებრივი ცენტრი]]. ქვემო ნატანების უბნებია: შავა, ლეკურა, საკუპრე, ახალშენი, ნაფოცხვარა.
 
==ისტორია==
სოფლის ძველი სახელწოდებაა „ჯიშკლოვანი“, რომელიც მომდინარეობს ველური ფხალის ჯიშკალას სახელიდან.
დღევანდელი ქვემო ნატანების ტერიტორიაზე დასახლების გაჩენა უკავშირდება XIX საუკუნეში თბილისი-ბათუმის რკინიგზის ხაზზე სადგურის გაჩენას. სადგურს ეწოდა ნატანები მდინარე [[ნატანები]]ს გამო. ტერიტორია შედიოდა [[შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|მიქელგაბრიელის]] სასოფლო საზოგადოებაში. 1951 წელს უბან შავაში მოეწყო ნატანების სასოფლო საბჭოს ცენტრი. 1953 წელს აშენდა ნატანების კოლმეურნეობის კანტორის შენობა, რასაც მოჰყვა კულტურის სახლი. სოფელში მოქმედებდა საავადმყოფო, ციტრუსების შემფუთავი ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ტუნგის საშრობი ფარდული, დაწყებითი, რვაწლიანი და საშუალო სკოლები, სამუსიკო სკოლა, ბიბლიოთეკა. 1983 წელს სოფელში გაიხსნა სპორტის სასახლე. 1999-2002 წლებში სოფლის ცენტრში აშენდა წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია.
 
დღევანდელი ქვემო ნატანების ტერიტორიაზე დასახლების გაჩენა უკავშირდება XIX საუკუნეში თბილისი-ბათუმის რკინიგზის ხაზზე სადგურის გაჩენას. ტოპონიმ ჯიშკლოვანთან ერთად გარკვეული პერიოდი მკვიდრობდა ნატანები, რომელმაც შემდგომ დაიმკვიდრა ადგილი დღევანდლამდე. სადგურს ეწოდა ნატანები მდინარე [[ნატანები]]ს გამო. ტერიტორია შედიოდა [[შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|სამიქელგაბრიელოს]] თეში.
 
1898 წელს „ცნობის ფურცელი“ მცირე ცნობას გვაწვდისსადგურ ნატანების შესახებ: „ვის არ ახსოვს, რომ იქ, სადგური ნატანებია ვეებერთელა გაუვალი ტყე იყო, თავდაპირველად აქ ჭირდა ოზურგეთში წამსვლელთა გასათევი, ამ ზამთარს რკინიგზის სადგური ჩაინგრა, რის გამოც დიდი გაჭირვებით გვარდებოდა ბილეთის აღება, კასა აქ არ არის მოთავსებული ვაგონში, გვერდით კი ტელეგრაფია“.
 
სადგურ ნატანებთან დაკავშირებით თედო სახოკია აღნიშნავს: „ოზურგეთში მიმავალი მგზავრი რკინიგზის სადგურ ნატანებში უნდა ჩამოხტეს. აქ მოგზაურთ ელოდება ორი დილიჟანი: ერთი მოლოკკნებისა, რომელიც იჯარით აქვს აღებულიოზურგეთსა და ანატანებს შუა ფოსტის ტარება და მეორე „გურულ მეეტლეთა ამხანაგობის“ ანუ, როგორც ამას სიმოკლისათვის იძახიან: „კამპანიისა“ ამ დილიჟანს გარდა აქვე მუშტარს უცდის სამი-ოთხი ეტლი, ზოგი ზემოდხსენებული „კამპანიისა“ და ზოგიც კერძო მესაკუთრეთა. ხანდახან იმდენი მგზავრი მოიყრის თავს სადგურ ნატანებში, რომ ვერც დილიჟანებსა და ვერც ეტლებში ჩასაჯდომ ადგილს ვერა შოულობენ. ამიტომ გაჩერებასაც არა აცლიან მატარებელს, ყველა ფაცა-ფუცით გამალებული მირბის სადგურის აღმოსავლეთის მხარისაკენ, სადაც მეეტლეები მგზავრთ უცდიან წასაყვანად“.
 
ნატანების შესახებ მცირე, მაგრამ საყურადღებო ცნობას იძლევა გურული რევოლუციონერი თედორე შავიშვილი, სადაც იგი აღნიშნავს: „1902 წლის შემოდგომა იყო, როდესაც პირველად წამიყვანა მამაჩემმა თბილისში, ნატანებში, რომელსაც მაშინ ჯიშკლოვანს უწოდებდნენ, ოზურგეთიდან ეტლით ჩავედით. საღამოხანს ჩამოდგა მატარებელი. ჩავსხედით. ეს იყო ჩემი პირველი მგზავრობა“.
 
1924 წლამდე, რკინიგზის დასრულებამდე ოზურგეთიდან ნატანებამდე ეტლით მგზავრობდნენ.
 
დღევანდელი ქვემო ნატანების ტერიტორიაზე დასახლების გაჩენა უკავშირდება XIX საუკუნეში თბილისი-ბათუმის რკინიგზის ხაზზე სადგურის გაჩენას. სადგურს ეწოდა ნატანები მდინარე [[ნატანები]]ს გამო. ტერიტორია შედიოდა [[შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|მიქელგაბრიელის]] სასოფლო საზოგადოებაში. 1951 წელს უბან შავაში მოეწყო ნატანების სასოფლო საბჭოს ცენტრი. 1953 წელს აშენდა ნატანების კოლმეურნეობის კანტორის შენობა, რასაც მოჰყვა კულტურის სახლი. სოფელში მოქმედებდა საავადმყოფო, ციტრუსების შემფუთავი ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ტუნგის საშრობი ფარდული, დაწყებითი, რვაწლიანი და საშუალო სკოლები, სამუსიკო სკოლა, ბიბლიოთეკა. 1983 წელს სოფელში გაიხსნა სპორტის სასახლე. 1999-2002 წლებში სოფლის ცენტრში აშენდა წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია.
 
==მოსახლეობა==
Line 60 ⟶ 72:
| [[საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014|2014]] || {{კლება}} 3 099 ||1500 || 1599
|}
 
==ძეგლები==
სოფლის ტერიტორიაზე რამოდენიმე ისტორიული ძეგლია:
*წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და ციხესიმაგრე შეკვეთილში;
*ქვემო ნატანების ნაეკლესიარი;
*წმინდა გიორგის ეკლესია.
 
==გალერეა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქვემო_ნატანები“-დან