გიორგი კვინიტაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კვინიტაძის ნამდვილი გვარი ყველა წყაროში მითითებულია კვინიტაძე.
ხაზი 1:
[[ფაილი:General Giorgi Kvinitadze.jpg|მინი|200პქ|გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე]]
[[ფაილი:Cholokashvili and Kvinitadze.jpg|მინი|200პქ|გიორგი კვინიტაძე და [[ქაქუცა ჩოლოყაშვილი]]]]
'''გიორგი კვინიტაძე''' (ნამდვ. გვარი – '''ჩიქოვანი''') (დ. [[21 აგვისტო]], [[1874]] ― გ. [[7 აგვისტო]], [[1970]]) — [[ქართველები|ქართველი]] სამხედრო მოღვაწე, გენერალი, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დრ-ის]] შეიარაღებული ძალების პირველი და ბოლო მთავარსარდალი.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[1874]] წელს [[დაღესტანი|დაღესტანში]]<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/radio-liberty-anniversary-giorgi-kvinitadze/24921390.html საუბარი გიორგი კვინიტაძესთან (1)]. „[[რადიო თავისუფლება|რადიო თავისუფლების]]“ არქივიდან.</ref>, პოლკოვნიკ [[ივანე კვინიტაძე|ივანე კვინიტაძის]] (ნამდვ. გვარი – ჩიქოვანი) ოჯახში. დაამთავრა [[თბილისის კადეტთა კორპუსი]] და [[პეტერბურგი|პეტერბურგის]] ქვეითთა სასწავლებელი. [[1894]] წელს უკვე ოფიცერი იყო. სამხედრო სამსახური დაიწყო [[ვლადიკავკაზი|ვლადიკავკაზის]] 153-ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა [[პოლონეთი|პოლონეთში]]. [[1904]] წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო [[რუსეთ-იაპონიის ომი|რუსეთ-იაპონიის ომში]]. [[1910]] წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს, 1915 წლის დეკემბერში კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის [[რუსეთის რევოლუცია|1917 წლის რევოლუციას]] კვინიტაძე გენერალ-მაიორის წოდებით შეხვდა. 1917 წლის მაისიდან იყო კავკასიის მე-15 ქვეითი პოლკის მეთაური.
 
[[1918]] წელს, როდესაც [[საქართველო|საქართველომ]] დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, რათა ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918 წლის დასაწყისიდან იყო ქართული საარმიო კორპუსის I დივიზიის მეთაური. 1918 წლიდან [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის რესპუბლიკის]] შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის თანაშემწე. [[1918]]-[[1921]] წლებში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამ თანამდებობაზე ის პირველად იმყოფებოდა 1918 წლის მაის-სექტემბერში, ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გენერალი კვინიტაძე ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი.