ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია“ გადაიტანა გვერდზე „ჩუკულის მთავარანგელოზთა ეკლესია“
იარლიყი: ახალი გადამისამართება
 
წაშლილი გადამისამართება ჩუკულის მთავარანგელოზთა ეკლესია
იარლიყი: გადამისამართების წაშლა
ხაზი 1:
'''ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი [[ლენტეხის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ჩუკული|ჩუკულში]]. თარიღდება [[X საუკუნე|X]]-[[XI საუკუნე]]ებით. ეკლესიას [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
#გადამისამართება [[ჩუკულის მთავარანგელოზთა ეკლესია]]
 
ეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით მრავალწახნაგა საკურთხევლის აფსიდი აქვს. ნაგებია შირიმის ქვით, დუღაბად გამოყენებულია კირისა და ქვიშის ნარევი. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. დასავლეთის კარის თავზე ტიმპანი ნახევარწრიული წარბით სრულდება. ეკლესია დასრულებულია მარტივი ლავგარდნით. დასავლეთიდან მიდმული აქვს გვიანი პერიოდის სწორკუთხა კარიბჭე, რომლის მეორე სართულში მოწყობილი იყო სამრეკლო. აფსიდა ნახევარწრიულია სამი თაღოვანი სარკმლით, რომელთა კიდეებში ორ-ორი თაღოვანი ნიშაა. ამ ნიშების ქვემოთ, იატაკის დონეზე ორი თაღოვანი ნიშაა. კედელზე მიდგმულია ქვის ტრაპეზი. აფსიდის წინ ქვის კანკელია. გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლიდანაც ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი გადადის. დარბაზში დგას ქვის კვარცხლბეკი, რომელზეც ხის ჯვარია აღმართული და მის ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებზე ორი ნუსხური წარწერაა.
 
== მხატვრობა ==
ტაძარში შემონახულია გვიანი შუა საუკუნეების მხატვრობის კვალი. საკურთხევლის კედლებზე - [[წმინდა ბასილი]] და [[წმინდა ნიკოლოზი]]; კამარაზე - მზე და მთვარე ვარსკვლავებით, [[შობა]], იერუსალიმში შესვლა; ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ თაღში - ქვედა რეგისტში წმინდა დედები, ზედა რეგისტრში - ჯოჯოხეთით წარტყვევნა; დასავლეთის თაღში - ქვედა რეგისტრში [[წმინდა გიორგი]]ს სასწაული, ზედა რეგისტრში [[ამაღლება]]; სამხრეთის კედლის აღმოსავლეთის თაღში - ქვედა რეგისტში [[ევსტათი პლაკიდა]]ს ირემზე ნადირობა, ზედა რეგისტრში - [[ხარება]]; დასავლეთის თაღში - ქვედა რეგისტში ფარშევანგი, ზედა რეგისტრში [[ჯვარცმა]]; დასავლეთის კედელზე - სარკმლის მარჯვნივ და მარცხნივ [[მირქმა]], ქვედა რეგისტრში ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი ჩვილი იესოთი და ჯოჯოხეთის სცენა; კანკელზე - ანგელოზები, იოანეს თავისკვეთა და გამოცხადება.
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა|12018}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]