ჩუკულის მთავარანგელოზთა ეკლესია

ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია, ეკლესია მუჩპა, მუჩბა-ლანშაში — არქიტექტურული ძეგლი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუკულში. თარიღდება IX-X საუკუნეებით[1].

ეკლესია დარბაზულია, დგას დახრილ რელიეფზე აგებულ ცოკოლზე. ნაგებია ფლეთილი ქვით და შემოსილია შირიმის ქვის პერანგით. დუღაბად გამოყენებულია კირისა და ქვიშის ნარევი. ცოკოლი ნაგებია ფიქალისა და ფლეთილი ქვის მასიური ლოდებით. ტაძარში შესასვლელი კარი სამხრეთითაა. სამხრეთისვე კედელზე დატანებულია ერთი სარკმელი. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედელზეც თითო სარკმელია. ტაძარი სავარაუდოდ გადახურული იყო ლორფინით, თუმცა მისი ფრაგმენტები ვერ ფიქსირდება. ინტერიერში კედლის მხატვრობის კვალი ჩანს. ტაძარი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაიხურა თუნუქით. ინტერიერში გაკეთდა ხის ჭერი და დაიგო ხის იატაკი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12020
  1. ქვემო სვანეთის ეკლესიები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-04. ციტირების თარიღი: 2020-06-04.