ფენეკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წაიშალა კატეგორია:მელები; დაემატა კატეგორია:მელა გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 24:
| iucn =41588
}}
'''ფენეკი''' ({{lang-la|Fennecus zerda, ასევე Vulpes zerda}}) — [[მტაცებლები|მტაცებელი]] [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] [[ძაღლისებრნი|ძაღლისებრთა]] ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ, მასა 1,5 კგ აღწევს. აქვს გრძელი (15 სმ-მდე) და ფართო ყურები, მოკლე, მახვილი დინგი, ქვიშისფერ-ყვითელი ან ჩალისფერი ზურგი, თეთრი მუცელი, რბილი და გრძელი ბეწვი. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, სინისა და არაბეთის კუნძულებზენახევარკუნძულებზე. ბინადრობს სოროებში. აქტიურია ღამით. საშიშროების შემთხვევაში შეუძლია სწრაფად ჩაეფლოს მიწაში. კარგად აქვს განვითარებული სმენა. იკვებება წვრილი [[ხერხემლიანები]]თ, [[მწერები]]თ, ლეშით, აგრეთვე მცენარეებით.<ref>{{ქსე|10|249||არა}}</ref>
 
ფენეკი მსოფლიოში ყველაზე პატარა მელაა, ღამურას მსგავსი უზარმაზარი ყურების მეშვეობით არეგულირებს ორგანიზმის ტემპერატურას და სიგრილეს ინარჩუნებს. გრძელი სქელი ბეწვი ღამით სიცივისგან და დღისით მხურვალე მზისგან იცავს. მისი თათებიც კი ბეწვითაა დაფარული, რაც თხილამურის პრინციპით მოქმედებს და უკიდურესად ცხელი ქვიშისგან იცავს. ფეხებით საკმაოდ კარგად თხრის, ცხოვრობს მიწისქვეშა ბუნაგებში.<ref>http://animals.nationalgeographic.com/animals/mammals/fennec-fox/</ref> უდაბნოს მრავალი მობინადრის მსგავსად, ამ მელასაც შეუძლია წყლის გარეშე დიდხანს გაძლება.<ref>http://www.desertanimals.net/desertanimals/fennecfox.html</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფენეკი“-დან