კარტოფილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.121.210-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
[[ფაილი:Patates.jpg|thumb|300px|კარტოფილი]]
[[ფაილი:Solanum tuberosum (Aardappelplant) Nicola.jpg|მინი|300პქ]]
'''კარტოფილი''' ({{lang-la|Solánum tuberósum}}) — [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] გორგლიანი [[სახეობა|სახეობები]] {{lang-la|Solanum}}-ის [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]]ს ({{lang-la|Tuberarium}}-ის სექციის) [[ძაღლყურძენასებრნი|ძაღლყურძენასებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა.
 
200-მდე ველური და კულტურული სახეობაა. კულტურაში დანერგილია უმთავრესად 2 მონათესავე სახეობა: [[ანდიური კარტოფილი]] ({{lang-la|Solanum andigenum}}) და [[ჩილური კარტოფილი]] ({{lang-la|Solanumtuberosum}}). ფართოდაა გავრცელებული ზომიერჰავიან ქვეყნებში. კარტოფილის ბუჩქის სიმაღლე 50-80 სმ აღწევს, შედგება 3-6 ღეროსაგან, გორგლი ღეროს მიწისქვეშა სახეცვლილებაა. მის ზედაპირზე ჩაღრმავებებში 3-4 კვირტიანი თვლები ზის.
 
გორგლის ფორმა შეიძლება იყოს მომრგვალო, წაგრძელებული, ოვალური და სხვა. გარეგანი შეფერილობა და რილობის ფერი — თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და ლურჯი. კარტოფილის ფესვი ფუნჯაა, სუსტად განვითარებული, ფოთოლი კენტფრთისებრგანკვეთილია, აქვს ნაკვთები და ნაკვთულები, ფერად მომწვანო-მოყვითალო ან მუქი მწვანეა. ყვავილი ხუთწვერიანია, თეთრი, მოწითალო-ისსფერი ან მოლურჯო-იისფერი. ნაყოფი სფეროსებრი ან ოვალური კენკრაა, აქვს ძალიან წვრილი თესლები (1000 ცალი 0,5-0,6 გ იწონის).
 
კარტოფილი მრავლდება ვეგეტატიურად — გორგლით (სელექციის მიზნით — თესლით), რომელიც საშუალოდ შეიცავს 76,3 % წყალს და 23,7 % მშრალ ნივთიერებას, მ. შ. 17,5 % სახამებელს, 0,5 % შაქარს, 1-2 % ცილას, 1 %-მდე მინერალურ მარილებს, აგრეთვე C, B<sub>1</sub>, B<sub>2</sub>, B<sub>6</sub>, PP და სხვა ვიტამინებს.
 
კარტოფილი კულტურაში შემოიტანეს სამხრეთ ამერიკელმა ინდიელებმა ჯერ კიდევ 14 ათასი წლის წინათ. ევროპაში (ესპანეთში) გადმოიტანეს დაახლოებით 1565 წელს, შემდეგ გავრცელდა მრავალ ქვეყანაში, რუსეთში კარტოფილის გავრცელებას უკავშირებენ [[პეტრე I დიდი|პეტრე I-ს]], რომელსაც [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] ბოლოს კარტოფილით სავსე ტომარა ჰოლანდიიდან სამშობლოში გამოუგზავნია. 1970 წელს მსოფლიოში კარტოფილი დათესილი იყო დაახლოებით 22,3 მლნ. ჰა-ზე.
 
[[საქართველო]]ში კარტოფილის ნათესები აღნიშნული აქვს [[სოლომონ II]] იმერთა მეფეს 1787 წლის წერილში, 1820-იან წლებში გაჩნდა [[თბილისი]]ს ახლომახლო, 1913 წელს კარტოფილის ნათესებმა უკვე 6800 ჰა-ს მიაღწია. 1975 წელს კარტოფილის სათესი ფართობი 28 ათას ჰა-ს აღემატებოდა. საქართველოში კარტოფილს თესავენ უმთავრესად [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის]], [[ახალციხის მუნიციპალიტეტი|ახალციხის]], [[წალკის მუნიციპალიტეტი|წალკის]], [[დმანისის მუნიციპალიტეტი|დმანისის]], [[თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი|თეთრი წყაროს]], [[ხულოს მუნიციპალიტეტი|ხულოს]], [[შუახევის მუნიციპალიტეტი|შუახევის]] მუნიციპალიტეტებში. მოჰყავთ მთაშიც ([[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი]], [[სვანეთი]], [[რაჭა]] და სხვა), სადაც ნათესები [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2200-2300 მ-მდე აღწევს. 70-იან წლებში ფართოდ გავრცელდა საადრეო კარტოფილის მოყვანა უმთავრესად [[ბოლნისის რაიონი|ბოლნისის რაიონში]]. რესპუბლიკაში კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა 120 ც/ჰა შეადგენს. ახალქალაქის, ახალციხისა და წალკის მუნიციპალიტეტებში კარტოფილის მოსავალი უფრო მეტია - 174-178 ც/ჰა. საქართველოს ბარის ზონაში კარტოფილს თესავენ [[ზაფხული|ზაფხულშიც]], თავთავიანი პურეულის აღების შემდეგ და მეორე მოსავალს იღებენ. ამ ზონაში (ზღვის დონიდან 500 მ-მდე) საადრეო მოსავლის მისაღებად კარტოფილი შეიძლება დაითესოს შემოდგომაზეც - ნოემბერში. საქართველოში კარტოფილის ფართოდ გავრცელებული ჯიშებია: [[მაჟესტიკი]], [[თრიალეთური სახალხო]], [[ლორხი]], [[ეპიკური]] და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
* ''ბადრიშვილი გ.,'' კარტოფილის კულტურა საქართველოში, თბ., 1963;
* ''მისივე,'' მემცენარეობა, თბ., 1974;
* ''ჯაფარიძე ა.,'' მემცენარეობა, თბ., 1975;
* ''Букасов С. М., Камераз А. Я.,'' Основы селекции картофеля, М.-Л., 1959;
* Картофель, под ред. Н. С. Бацанова, М., 1970
{{ქსე|5|420-421|ბადრიშვილი გ.}}
 
[[კატეგორია:ბოსტნეული]]
[[კატეგორია:ძაღლყურძენასებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოფილი“-დან