მესამე დასი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
კრებამ უარყო ნოე ჟორდანიას მიერ შედგენილი ეროვნულ-დემოკრატიული ხასიათის პროგრამის პროექტი და მიიღო ამ დროს [[ვარშავა]]ში მყოფი [[ფილიპე მახარაძე|ფილიპე მახარაძის]] წერილობითი წიდადადება სოციალ-დემოკრატიული პროგრამის შემუშავების შესახებ. საბოლოოდ ნოე ჟორდანიამ მოამზადა მესამე დასის პროგრამა, რომელიც პირველად საჯაროდ წაიკითხა სილიბისტრო ჯიბლაძემ 1894 წლის მაისში, ეგნატე ნინოშვილის დაკძრალვაზე, სოფელ [[ჩანჩეთი|ჩანჩეთში]].<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/15399/1/Kvali_1894_N22_pdf.pdf გაზეთი „კვალი“ N22 გვ 14-16 — 1894 წ.]</ref>
 
დასში არსებობდა კონსენსუსი სოციალური საკითხების მიმართ. შიდა დისკუსიების და დაპირისპირების საგანი იყო [[ნაციონალიზმი|ეროვნული საკითხი]]. ამ საკითხზე მესამე დასში ოთხი პოლიტიკური მიმართულება არსებობდა. ერთი ინტერნაციონალისტური მიმართულება სრულიად უარყოფდა ეროვნულ საკითხს და ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ყოველგვარ დანაწილებას და [[ავტონომია|ავტონომიებს]]. ამ მიმართულების ლიდერი იყო [[ირაკლი წერეთელი]]. მეორე, უფრო ზომიერი პოზიცია ეჭირა ნოე ჟორდანიას, რომელიც აღიარებდა ეროვნული საკითხის მნიშვნელობას. მესამე მიმართულების ლიდერი იყო [[აკაკი ჩხენკელი]], რომელიც უფრო აქტიურად აყენებდა ეროვნულ საკითხს. მისი მიდგომა ემყარებოდა ევროპული, განსაკუთრებით, [[ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია|ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიების]] პლატფორმებს. ავტონომისტური მიმართულება ეჭირა [[ვლადიმერ დარჩიაშვილი|ვლადიმერ დარჩიაშვილს]], რომლის ხედვები მოიცავდა პოლიტიკურიდაპოლიტიკურ ეკონომიკურიდა ეკონომიკურ ავტონომიას. მისი ხედვები დასის ძირითადი ხაზის იდეებისგან ძალზე დაშორებული აღმოჩნდა, რის გამოც დარჩიაშვილი ფაქტობრივად პარტიის სხვა ლიდერებისგან გარიყული აღმოჩნდა. მესამე დასში აგრეთვე გაერთიანებული იყვნენ რადიკალი [[მარქსიზმი|მარქსისტებიც]]. ამ მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო [[ალექსანდრე წულუკიძე]]. 1903 წლის შემდეგ ამ მიმართულების მიმდევრები [[ლენინიზმი]]ს მხარდამჭერებს შეუერთდნენ.
 
==იხილეთ აგრეთე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მესამე_დასი“-დან