1905 წლის რევოლუცია აფხაზეთში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
გუდაუთაში რევოლუციურ მოძრაობას სოციალ-დემოკრატი, შემდგომში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, ეროვნებით აფხაზი [[ვასილ გურჯუა]] ხელმძღვანელობდა.
 
[[სოხუმისოხუმის ოკრუგი|სოხუმის ოკრუგში]] რევოლუციურ მოძრაობაში ძირითადად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა მონაწილეობდა, პროცესში მხოლოდ არზაყან ემხვარი, ვასილ გურჯუა და კიდევ რამდენიმე აფხაზი პოლიტიკოსი იყო ჩართული. ოლქის ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის ერთი ნაწილი ერთგვარ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა საიმპერიო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. აფხაზთა დიდი ნაწილი ერთგულებას უცხადებდა იმპერატორ ნიკოლოზ II-ს. ამ ტენდენციის მიზეზად აფხაზ მოსახლეობაში არისტოკრატიის დიდი გავლენა სახელდებოდა, რომელიც საიმპერიო რეჟიმისადმი ლოიალურად იყო განწყობილი. ამასთან ხელისუფლება [[XIX საუკუნე]]ში აფხაზეთში განხორციელებული მოსახლეობის იძულებითი გადასახლების, [[მუჰაჯირობა|მუჰაჯირობის]] შემდეგ ეთნიკურად აფხაზ მოქალაქეებს განსაკუთრებული საპოლიციო დაკვირვების ქვეშ ტოვებდა და თავისუფლად მოქმედების სივრცეს უზღუდავდა.
 
=== რევოლუციური მოძრაობის მოქმედებები სოხუმის ოლქში ===