ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 88:
 
===მოგზაურობა კახეთსა და დაღესტანში===
[[1880]] წლიდან იწყება მისი მეტად ნაყოფიერი მოგზაურობა ფოტო-აპარატით ხელში. თბილისიდან წასული როინაშვილი, თელავში სახლდება. იწყებს კახეთის ისტორიული ძეგლების გადაღებას. გაზეთ დროების კორესპოდენტიკორესპონდენტი წერს:
{{ციტატა|გუშინწინ 24 ღვინოობისთვეს (1880 წელი), თელავში ჩამოვიდა დაუღალავი მუშაკი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი, დიდი პატივისცემა და მადლობა მართებს ჩვენგან ამ უჩინარ კაცსა, რომელიც მიუდგომელად, წინამდგომი ათასგვარი დაბრკოლებისა და სიძნელისა, დაუღალავად და ერთხელ მტკიცედ გარკვეულის გზით ასრულებს თავის განზრახვას. ჩვენის მძლავრი და ჩინებულის წინაპრების ნაღვაწ ნაშთების ცოცხლად გადახატვით, ხელმეორედ განგვიცოცხლოს წარსულის დიდებული დრო. ჩვენ თვითონ ჩვენის თვალით ვნახეთ ამისგან გადაღებული შემდეგი სურათები. 1. ძველი შუამთის მონასტერი, 2. ახალი შუამთის მონასტერი, 3. შუამთის ღვთისმშობლის ხატი თავისი ძვირფასი ქვებით, 4. ამავე მონასტრის წმინდა ნაწილები სხვადასხვა წარწერებით, 5. ძველი შუამთის ანტიკური კანკელის ხელით გადმოღებული სურათი, რომელსაც იგი შემდეგში კარგად აპირებს დახატვას, 6. ალავერდის ტაძარი, 7. წმინდა ნინოს ეკლესია თავისი ახალი გუმბათით, 8. ხირსის მონასტერი და მრავალი სხვა სურათები ნაშთებისა ზაქათალის ოლქში, ნუხის, შუშის და სხვა მაზრებში. უნდა გავტყდეთ, რომ ჩინებულად არიან გადაღებულნი და ღირსიც არიან უპირველესი ადგილი დაიჭირონ ჩვენი ოთახების გამამშვენებელ სურათებს შორის; ეჭვი არ არის ეს ასეც იქნება, როდესაც უფალი როინაშვილი გამოსცემს თავის სურათებს საქვეყნოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები მოისურვებენ მათ შეძენას. ძალიან, ძალიან მადლობის ღირსია ბ-ნი ა. როინაშვილი ამ ჩინებული ღვაწლისათვის.}}