ნოე ხომერიკი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ დაემატა კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები გაჯეტ HotCat-ით |
No edit summary |
||
ხაზი 14:
| დედა =
| მეუღლე =ანეტა ნიკოლაიშვილი
| შვილები= ვიქტორ ხომერიკი
| განათლება =
| პროფესია =
ხაზი 32:
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის ორკლასიან სკოლაში. სწავლა განაგრძო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, სადაც ჩაება [[სოციალ-დემოკრატია|სოციალ-დემოკრატიული]] წრეების მუშაობაში. 1900 წლიდან იყო [[რსდმპ]] წევრი. 1901 წელს დაბრუნდა გურიაში და დაიწყო თავად მიხეილ ნაკაშიძის მეურნეობაში მუშაობა, აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი გლეხების მოძრაობაში, რისთვისაც დააპატიმრეს და 1902 წელს ჩასვეს ქუთაისის ციხეში რამდენიმე თვით. ამ დროს გაიცნო [[ნოე ჟორდანია]]. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, იმავე წლის ნოემბრიდან, დასახლდა [[ბათუმი|ბათუმში]], სადაც მუშაობდა მანთაშევის მეორე ქარხანაში დღიურ მუშად. შეისწავლა ასოთამწყობობა და
გადასახლებიდან დაბრუნდა 1911 წელს. დასახლდა ქუთაისში, სადაც ხელმძღვანელობდა დასუსტებული პარტიული ორგანიზაციების აღდგენას, რედაქტორობდა ლეგალურ პარტიულ ორგანო „მნათობს“. 1912 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ „ცხოვრებას“. მუდმივად მოგზაურობდა პარტიული ორგანიზაციების დასახმარებლად თბილისს, ბათუმს, ბაქოს, ქუთაისსა და ჭიათურას შორის. იყო რუსეთის იმპერიის მეოთხე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და თბილისის გუბერნიაში სოციალ-დემოკრატების კანდიდატმა, [[კარლო ჩხეიძე]]მ, მოახერხა გამარჯვება. 1913 წლის 6-7 ოქტომბერს მონაწილეობდა ქუთაისში არალეგალურად გამართულ რსდმპ კავკასიის საოლქო კონფერენციაში. 1913 წელს ხელმძღვანელობდა გაზეთ „მერცხალის“ გამოცემას. 1913 წლის 10 დეკემბერს გაზეთის რედაქციის ჩხრეკისას მიიმალა და იძებნებოდა. 1914 წლის აგვისტოში მონაწილეობდა ბორჯომში გამართულ სოციალ-დემოკრატების არალეგალურ კონფერენციაში. 1914 წლიდან არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, იყო ლეგალური ორგანოს „თანამედროვე აზრის“ ფაქტობრივი რედაქტორი. 1915 წლიდან იყო რსდმპ კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. იმავე წლის აპრილში მონაწილეობდა ახალსენაკში გამართულ მუშათა ორგანიზაციების არალეგალურ თათბირში. 1915 წლის 15 ივლისს დააპატიმრეს თბილისში, როგორც რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. 1915 წლის 26 ივლისს კიდევ ერთხელ დააპატიმრესთბილისში, მატინოვის ქუჩა N25-ში ერმილე სიმონის ძე ცინცაძის პასპორტით, რათა ხელი შეეშალათ რსდმპ კავკასიის საოლქო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი კონფერენციისთვის. ხომერიკმა მოასწრო დოკუმენტების ტუალეტში ჩარეცხვა, მაგრამ ჟანდერმერიის როტმისტრის – როზენბერგის – ბრძანებით კანალიზაცია გახსნეს და დოკუმენტები ამოიღეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ალექსანდრე იოაკიმეს ძე წერეთლის პასპორტი და ქართულ ენაზე დაწერილი სტატია „სიძვირესთან ბრძოლა და ამ ბრძოლის საშუალებები“. 1916 წლის 26 აგვისტოს ხომერიკი გადაასახლეს დასავლეთ ციმბირში.
1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაბინავდა ქუთაისში, სადაც გადატანილი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ორგანო. რედაქტორობდა პარტიის ლეგალურ გამოცემას, ხელმძღვანელობდა პარტიის საარჩევნო კამპანიას მეოთხე მოწვევის [[რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმა|დუმის]] არჩევნებში, რაც პარტიის წარმატებით დასრულდა. 1914 წლის აგვისტოში ესწრებოდა პარტიის კონფერენციას. 1916 წლიდან 1917 წლის თებერვლამდე გადასახლებული იყო აღმოსავლეთ ციმბირში. 1917 წელს რსდმპ მენშევიკების სიით კენჭს იყრიდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. 1917 წლის ნოემბრიდან იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს წევრი. 1918 წლის თებერვლიდან იყო [[ამიერკავკასიის სეიმი]]ს წევრი., ხოლო აპრილიდან [[ამიერკავკასიის დმემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის რესპუბლიკის]] მიწათმოქმედების მინისტრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|დამოუკიდებლობის აქტს]], ამავე წლის 11 ივნისს ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც აფხაზეთი შევიდა საქართველოში ავტონომიის უფლებით. [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|პირველ რესპუბლიკაში]] იკავებდა მიწათმოქმედების მინისტრის თანამდებობას
1921 წელს [[საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ქრონოლოგია|საბჭოთა ოკუპაციის]] შემდეგ წავიდა ემიგრაციაში [[სტამბოლი|სტამბოლში]]. 1922 წელს გახდა „სტამბოლის პოლიტიკური კომისიის“ თავმჯდომარე, კოორდინაციას უწევდა საქართველოში იატაკქვეშა მუშაობას. 1922 წლის ოქტომბერში არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში და ემიგრაციაში დატოვა შვილი, ვიქტორ ხომერიკი. დააპატიმრეს 1923 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, გვანცელაძის ქუჩაზე. დაკავებისას ბინიდან ამოიღეს დიდი რაოდენობით მიმოწერა, დაშიფრული დოკუმენტები და პროკლამაციები, ჩამოართვეს ფული, 150 თურქული ლირა და 15 ოქროს რუბლი. პატიმრობის განმავლობაში ძიებამ ვერ მოახერხა მისგან ჩვენების მიღება. 1924 წლის 3 თებერვალს პატიმრობაში მყოფმა [[ასფსრ]] [[ჩეკა]]ს თავმჯდომარე სოლომონ მოგილევსკის შესთავაზა [[საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია|სსდპ]] პირობები და მოთხოვნები საქართველოს კომუნისტურ პარტიასთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ მისი შეთავაზება უპასუხოდ დარჩა. 1924 წლის 30 ივლისს [[გოგიტა ფაღავა]]სთან, [[ბენიამინ ჩხიკვიშვილი|ბენია ჩხიკვიშვილთან]] და [[ვასილ ნოდია]]სთან ერთად გადააგზავნეს სუზდალის პოლიტიკურ იზოლატორში. 1924 წლის 30 აგვისტოს [[ფელიქს ძერჟინსკი]]მ გასცა ჩხიკვიშვილის, ფაღავას, ხომერიკის, ნოდიას და [[გიორგი წინამძღვრიშვილი]]ს დახვრეტის სანქცია. დახვრიტეს გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია.
== ლიტერატურა ==
*''N. Khomeriki'', La Réforme agraire et l’économie rurale en Géorgie: Rapport au Congrès du Parti Social-Democrate de Géorgie, en juillet 1920 (Paris, 1921). {{fr icon}}▼
*''David Marshall Lang'', „A Modern History of Georgia“ — London: Weidenfeld and Nicolson, 1962▼
*{{cite book| | first=ირაკლი| last= ''ხვადაგიანი''| series=| title=„საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“| publisher=„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ |location=თბილისი |year=2016| origyear=| isbn=ISBN 978-9941-0-9318-0| edition=}}
*{{cite book| | first=| last= [[გურამ შარაძე|შარაძე, გ.]] | series=II| title=უცხოეთის ცის ქვეშ| publisher=„მერანი“ |location=თბილისი |year=1993| origyear=| isbn=| edition=|page=98-111|url=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/303885}}
*„ბრძოლა“ N3 გვ. 12-15 — სექტემბერი, 1925 წ., პარიზი
▲*''N. Khomeriki'', La Réforme agraire et l’économie rurale en Géorgie: Rapport au Congrès du Parti Social-Democrate de Géorgie, en juillet 1920 (Paris, 1921). {{fr icon}}
▲*''David Marshall Lang'', „A Modern History of Georgia“ — London: Weidenfeld and Nicolson, 1962 {{en icon}}
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat|Noe Khomeriki}}
*{{Nplg ილია|00005880}}
*{{Nplg ემიგრანტი|00000396}}
*[http://colisee.org/old/public/article/fiche/2948 Noé Homériki (1883-1924), révolutionnaire et ministre de l'Agriculture] ▼
*{{Nplg ბიოგრაფია|00009694}}
*[https://civil.ge/ka/archives/tag/%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%94-%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98 ნოე ხომერიკი] civil-ge
▲*[http://colisee.org/old/public/article/fiche/2948 Noé Homériki (1883-1924), révolutionnaire et ministre de l'Agriculture] {{fr icon}}
{{ავტორიტეტული წყაროები}}
Line 56 ⟶ 61:
{{DEFAULTSORT:ხომერიკი, ნოე}}
[[კატეგორია:საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრები]]
[[კატეგორია:დაბადებული
[[კატეგორია:დაბადებული 1883]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1924]]
|