ძიმითი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
==ისტორია==
ძიმითი არის სოფლების, [[ზედა ძიმითი]]სა და [[ქვედა ძიმითი]]ს ძველი სახელწოდება. ძიმითი წარმოადგენდა საბერიძეოს, და იდგა [[ბერიძეები]]ს ციხე. „ბახვის წყლის შესართავს ზეით არს ციხე ბერიძისა, სამხრითკენ მას ზეით ხეობა სურები, ვენახ-ხილიანი, მოსავლიანი“ ([[ვახუშტი ბატონიშვილი]]). 1660-1662 წლებში [[ვამეყ III დადიანი|ვამეყ დადიანმა]] ძიმითი აფხაზეთის საკათალიკოსოს შესწირა.<ref>„ქართული სამართლის ძეგლები“ ტ. VI გვ. 671 — თბილისი, 1977</ref> ძიმითში იდგა წმინდა კვირიკეს სახელობის ხის, გუმბათიანი ეკლესია. ეკლესიას გარშემო ჰქონდა ქვის გალავანი. ეკლესია გუგუნავების სათავადოში მდებარეობდა და მათი მზრუნველობით სარგებლობდა. გიორგი და სიმონ გუგუნავებმა ძიმითს შესწირეს ზარი, ვახუშტი გუგუნავამ შესწირა წმინდა გიორგის ხატის ბუდე. ტაძარში ინახებოდა წმინდა კვირიკეს და წმინდა გიორგის ოქროთი დაფარული ვერცხლის ხატები. წარწერებში იხსენიება [[გიორგი III გურიელი]] გიორგი დადიან-გურიელის სახით. იქვე ინახებოდა [[თეთროსანი|თეთროსანიდან]] და [[ჯიხანჯური]]დან წამოღებული ღვთისმშობლის ხატი.<ref>{{cite book| | first=| last= [[ექვთიმე თაყაიშვილი|თაყაიშვილი, ე.]]| series=| title=არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი| publisher=„წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“ |location=ტფილისი|year=1907| origyear=| isbn=| edition=|page=28-30|url=http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/65051/1/ArqeologiuriMogzaurobaniDaShenishvnani.pdf}}</ref>
 
XIX საუკუნეში ძიმითის სასოფლო საზოგადოებას ეკავა [[ნიგოითის სერი]]ს კალთები და მთაგორიანი ტერიტორიები, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით ეჭირა მდინარე [[სუფსა|სუფსის]] უხვმოსავლიანი სასიმინდე მერეები, შუაში ჩამოდიოდა მდინარე მამათისღელე. ძირითადად მოდიოდა [[სიმინდი]] და [[ღომი]]. გავრცელებული იყო [[მეაბრეშუმეობა]] და [[მეფუტკრეობა]].<ref>„გურიის{{cite წარსულიდან:book| | first=| last= [[გიგო შარაშიძე“შარაშიძე|შარაშიძე, გვ.]]| 37-39series=| title=გურიის თბილისი,წარსულიდან| publisher=„წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“ |location=თბილისი|year=2006| origyear=1928| isbn=ISBN 99940-62-66-2| edition=|page=37-39|url=}}</ref> ძიმითის სასოფლო საზოგადოებაში, გარდა ძმისა, შედიდა სოფლები [[მამათი]] და [[ნაგომარი]]. 1901 წლის 15 იანვარს ძიმითის ეკლესიას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. ხანძარმა იმსხვერპლა თავადი გუგუნავების კუთვნილი საგვარეულო ნივთები. 1914 წელს მოსახლეობის ზრდის გამო გაიყო ზედა და ქვედა ძიმითად.
 
[[სსრკ|საბჭოთა პერიოდში]] წარმოადგენდა ერთიან [[კოლმეურნეობა]]ს. მისი ეკონომიკის მთავარი დარგი იყო [[მეჩაიეობა]]. სოფელში აგრეთვე მოყჰავდათ [[ციტრუსი]], [[თუთა]], [[ხეხილი]] და [[ვაზი]]. 1951 წელს აშენდა ძიმითჰესი, რომელიც ემსახურებოდა ძიმითისა და [[ნაგომარი|ნაგომრის]] კოლმეურნეობებს. 1950-იან წლებში სოფლის ცენტრში აიგო კოლმეურნეობის ადმინისტრაციული ორსართულიანი შენობა 18 ოთახით, აშენდა საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელისთვის, თირისა და კოხას უბანში გაიხსნა სამკითხველო, აიგო სასპორტო დარბაზი.<ref>ლენინის დროშა“ N31, გვ. 3, — 1958 წ.</ref>1959 წელს გაიხსნა 150 მეტრიანი ხიდი მდინარე [[სუფსა]]ზე, რომელმაც ძიმითი [[ოზურგეთი|ოზურგეთსა]] და [[ჩოხატაური|ჩოხატაურს]] უმოკლესი გზით დაუკავშირა, ასევე აშენდა 25 საწოლიანი [[საავადმყოფო]]. 1977 წელს ძიმითის კოლმეურნეობა ფლობდა 281 ჰა ჩაისა და 43,5 ჰა ციტრუსის პლანტაციებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძიმითი“-დან