გიორგი V გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 36:
1776 წელს ტახტიდან გაფააყენა მამია IV გურიელი და თავად დაიკავა მთავრის ტახტი. 1777 წელს [[მაქსიმე II]]-ს დახმარებით აღადგინა [[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედის საეპისკოპოსო კათედრა]].
 
1784 წელს, ახლი წლის გამთენიისას, თურქების დავალებით სოფელ [[აკეთი|აკეთში]] შეიჭრა აჭარის ბეგი აბდულა ხიმშიაშვილი. [[მამუკა თავდგირიძე|მამუკა თავდგირიძის]] სარდლობით გურულებმა სასტიკად დაამარცხეს მომხდურნი. თვით აბდულა ბეგი ბრძოლის ველზე დაიღუპა. ამ შემოსევის საპასუხოდ და ქვემო გურიის გასათავისუფლებლად მეფე სოლომონმა იმერეთ-გურიის ჯარით ბათუმისკენ ილაშქრა [[1784]] წლის მარტში. გიორგი V გურიელი თან ახლდა სოლომონს [[ჩაქვი|ჩაქვზე]] ლაშქრობაში. დადიანმა ფოთის ოსმალო ფაშას წინასწარ აცნობა იმერეთის მეფის ამ ლაშქრობის შესახებ. ფაშამ იმერეთ-გურიის ჯარის ზურგში, ციხისძირთან ჯარი გადასხა და ნაჭიშკრევის ვიწრო გასასვლელებში დახვდა. ბრძოლა მოხდა 1784 წლის 9 მარტს. ამ ლაშქრობის მარცხის შედეგად გურიის სამთავრომ საბოლოოდ დაკარგა [[ქობულეთი]]სქობულეთის მხარე.
 
ამის შემდეგ გიორგი V გურიელი შეეცადა რუსეთთან დაკავშირებას, მაგრამ ეს ცდა უშედეგოდ დამთავრდა. სოლომონის გარდაცვალების შემდეგ გიორგი გურიელმა მხარი არ დაუჭირა [[ქაიხოსრო აბაშიძე (იმერეთი)|ქაიხოსრო აბაშიძეს]], რომელიც იმერეთში გამეფებას ცდილობდა. 1784 წლის 30 ოქტომბერს ქაიხოსრო აბაშიძე 6 000-იანი ჯარით გურიაში შეიჭრა. მან [[ოზურგეთი|ოზურგეთამდე]] მიაღწია, თუმცა მოსახლეობა გახიზნული დახვდა და ტყვეები ვერ ჩაიგდო ხელში. [[დავით II (იმერეთის მეფე)|დავით II]] 4 000-იანი ჯარით სასწრაფო დაიძრა გურიელის დასახმარებლად და [[საჯავახო (მხარე)|საჯავახოში]] დადგა, აქედან მან დახმარება სთხოვა კავკასიის ხაზის სარდალს პოტიომკინს, მაგრამ უარი მიიღო. მეფემ ყალბი ხმები გაავრცელა, რომ მის დასახმარებლად რუსეთის ჯარის ნაწილები მოდიოდა. თურქები დაფრთხნენ და მთელი საბრძოლო აღჭურვილობა გურიაში დატოვეს. ქაიხოსრო აბაშიძე სტამბოლში გაიქცა