ოზურგეთის მაზრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 65:
1923 წლის 10 თებერვალს საშა ობოლაძეს ცრუ ცნობა მიაწოდეს, რომ გოგია ღლონტი [[ლიხაური]]ს თემში, სოფელ [[ქაქუთი|ქაქუთში]] ლომჯარიებისა და ხავთასების ოჯახში ქეიფობდა. ობოლაძე ასი ცხენოსნით დაესხა თავს სოფელს და რამდენიმე სახლი გადაწვა. 12 თებერვალს, უკან, ოზურგეთისკენ დაბრუნებულ ობოლაძის ეტლს და ცხენოსნებს გოგია ღლონტი თავისი რაზმით თედორე ლომჯარიასთან ერთად დახვდა [[კვაჭალათი|კვაჭალათში]]. ჩასაფრებულებმა ყუმბარები დაუშინეს ჯარს, ჯუმბარა მოხვდა ობოლაძის ეტლს, სადაც მასთან ერთად ისხდნენ ოფიცრები პლატონ ჩუბინაშვილი და პოლიკარპე სანიკიძე. ობოლაძე მისი ორივე მხლებლით ადგილზე გარდაიცვალა, გოგია ღლონტი მხარში დაიჭრა.
 
ობოლაძის მკვლელობამ გააძლიერა ტერორი მაზრაში. „ჩონის“ ხელმძღვანელად ვალიკო ტალახაძე დაინიშნა. საგანგებო კომისიამ 30 კაცი დახვრიტა, უმთავრესად სოფლის მასწავლებლები, რომლებსაც არც ობოლაძის და არც ღლონტის შესახებ არ გაეგონათ.<ref>''{{cite book| | first=| last= [[გერონტი ქიქოძე|ქიქოძე გ.]],''| ჟურნალიseries=| „მნათობი“title=„თანამედროვის N1ჩანაწერები“| გვ.publisher=„არეტე“ 28|location=თბილისი |year=2003| 1989origyear=1954| წ.isbn=99940-745-6-3| edition=|page=62}}</ref>>60-მდე ადამიანი დახვრიტეს [[ზვანი|ზვანში]], შემდგომში ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე.<ref>„ლენინის დროშა“ 31 ოქტომბერი 1989 გვ. 3</ref>
 
ოზურგეთის მაზრამ არსებობა შეწყვიტა 1929-30 წლებში, როცა ის [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი|ოზურგეთის]], [[ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი|ლანჩხუთისა]] და [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი|ჩოხატაურის]] რაიონებად დაიშალა.