ნიკიტა თალაკვაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
 
==ცხოვრება და მოღვაწეობა==
დაიბადა მედავითნის ოჯახში. [[1889]]-[[1895]] წლებში [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში, ხოლო [[1895]]-[[1899]] წლებში [[კიევის სასულიერო აკადემია]]ში სწავლობდა. [[1899]]-[[1902]] წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა. [[1902]] წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და 8 დეკემბერს [[ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარსტაძარი|ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის]] წინამძღვრად დაინიშნა. აქ მსახურების დროს მამა ნიკიტას უთანხმოება ჰქონდა გურია-სამეგრელოს მაშინდელ ეპისკოპოს [[ეპისკოპოს დიმიტრისთანანტონი (აბაშიძე)|ანტონთან]], რომელმაც ეგზარქოს [[ეგზარქოს ალექსისალექსი (ოპოცკი)|ეგზარქოს ალექსის]] მოძღვრის სხვა ეპარქიაში გადაყვანა სთხოვა. [[1903]] წლის 19 ნოემბერს მღვდელი ნიკიტა [[დიდუბის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობისეკლესია|დიდუბის ეკლესიის]] წინამძღვრად გადაიყვანეს. ამ დროს საქართველოში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და რუსი ეგზარქოსები ცდილობდნენ, ქართველი მრევლის მეხსიერებიდან ამოეშალათ ქართველ წმინდანთა მოხსენიების დღეები. მამა ნიკიტამ მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით აღადგინა წმინდა [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული. 1906 წლიდან იყო სემინარიის საბჭოს წევრი. იგი, როგორც ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე, აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალურ მოძრაობაში. [[1912]] წლის 20 მაისს იგი [[ანჩისხატი]]ს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. [[1913]] წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო [[1915]] წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. [[1917]] წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
 
დეკანოზი ნიკიტა განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. [[1917]] წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ [[ნოე ჟორდანია]], [[ალექსანდრე ლომთათიძე]], [[სოსიკო მერკვილაძე]] და [[ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე)]]. კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს [[სვეტიცხოველში]] გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.