ბოტულიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
92.54.218.179-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
[[ფაილი:Botulism1and2.JPG|250პქ|მინი|ბოტულიზმით დაავადებული ადამიანი]]
'''ბოტულიზმი''' ({{lang-la|botulus — ძეხვი}}) — მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება, რომლის გამომწვევია სპორებიანი ბაცილა (ანაერობული მიკროორგანიზმი — Clostridium botulinum) და მისი ტოქსინი, რომელიც აზიანებს უმთავრესად [[ცენტრალური ნერვული სისტემა|ცენტრალურ ნერვულ სისტემას]]. კლოსტრიდია ბინადრობს [[ცხოველები]]სა და [[თევზები]]ს ნაწლავებში, გარემოში ([[ნიადაგი|ნიადაგში]]) წარმოქმნის სპორებს (გამძლე ფორმებს) და, ჩვეულებრივ, ნიადაგის მიკროფლორის წარმომადგენელია.
 
დაავადების განვითარებისათვის საჭიროა, რომ ნიადაგთან ერთად საკვებზე მოხვედრილი სპორა გარდაიქმნას ვეგეტაციურ (ცხოველმყოფელ) ფორმად და პროდუქტში გამრავლებასთან ერთად წარმოქმნას ტოქსინი ([[შხამი]]), რომელიც დაგროვდება საკვებში. ამისათვის საჭიროა სათანადო [[ტემპერატურა]], სიმჟავის გარკვეული დონე და რაც მთავარია ანაერობული (უჟანგბადო) პირობები. ასეთი პირობები შეიძლება შეიქმნას ჰერმეტულად დახურულ კონსერვებში, ძეხვში, შებოლილ თევზში, ლორში და სხვა. რადგანაც [[ტოქსინი]]ს დაგროვება დროს საჭიროებს, ახლად დამზადებული პროდუქტები ნაკლებად სახიფათოა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოტულიზმი“-დან