კოლხეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 81:
სახელწოდება კოლხეთი პირველად მოხსენიებულია [[ესქილე]]სა და [[პინდარე]]ს მიერ. უფრო ადრეული მწერლები მას სახელით „[[აია (მითოლოგია)|აია]]“ მოიხსენიებენ, ადგილი სადაც მითური მეფე [[აიეტი (მითოლოგია)|აიეტი]] ცხოვრობდა. მთავარი მდინარე იყო [[ფაზისი (მდინარე)|ფაზისი]] (ამჟ. [[რიონი]]), რომელიც ქვეყანას შუად ჰყოფდა. მთავარი ქალაქები იყო [[დიოსკურია]] (რომ.: სებასტოპოლისი, ამჟ.: [[სოხუმი]]), სარაპანა (ამჟ. [[შორაპანი]]), ფაზისი (ამჟ.: [[ფოთი]]), პიტიუსი (ამჟ. [[ბიჭვინთა]]), აპსაროსი (ამჟ. [[გონიო]]), სურიუმი (ამჟ. [[ვანი]])<ref>ნოდარ ასათიანი, მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ოთარ ლორთქიფანიძე, გივი ჯამბურია, გიორგი ოთხმეზური, ოთარ ჯაფარიძე. ''საქართველოს ისტორია (X კლასის სახელმძღვანელო)'' - თბილისი, “ცისარტყელა”, 2001. გვ. 33</ref>, არქეოპოლისი (ამჟ. [[ნოქალაქევი]]), საქალაქო დასახლება უნდა არსებულიყო დღევანდელი ქუთაისის მიდამოებშიც. სკილაქსი ასევე აღნიშნავს მალას ან მალეს, რომელიც, მისი აზრით, მედეას დაბადების ადგილი უნდა ყოფილიყო.
 
<br />[[ფაილი:Colchian pendants.jpg|მინი|270x270პქ|კოლხი დიდებულის ცხენის ოქროს შესამკობელი]]
==ისტორია==
===ადრეული პერიოდი===
{{საქართველოს სახელმწიფოებრიობა}}
[[ფაილი:Colchian pendants.jpg|მინი|270x270პქ|კოლხი დიდებულის ცხენის ოქროს შესამკობელი]]
[[ფაილი:Georgia - Colchis Gold (15018258752).jpg|მარცხნივ|მინი|კოლხური ოქრო]]
რეგიონის არქეოლოგიური გათხრებით მიღებული ცნობების თანახმად აქ კარგად განვითარებული ბრინჯაოს კულტურა უნდა ყოფილიყო, ცნობილი როგორც [[კოლხური კულტურა]]. ის ენათესავება მეზობელ ყუბანის კულტურას, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანაში განვითარდა. ურბანიზაციის პროცესი სწრაფად ვითარდება და ჩამოყალიბებულ სახეს იძენს ძვ. წ.-ის მეორე ათასწლეულის ბოლოსკენ, ბერძნების დასახლებამდე მრავალი საუკუნით ადრე. გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XVI - VIII საუკუნეები) კოლხებმა ისწავლეს ლითონის დნობისა და ჭედვის ხელობა, ევროპამდე დიდი ხნით ადრე. პარალელურად ვითარდება აგროკულტურა, იმ პერიოდისთვის პროგრესული ირიგაციის სისტემებით, რასაც ხელს უწყობდა ადგილობრივი ნიადაგის ნაყოფიერება და ზომიერი ჰავა. ამ პერიოდის სამაროვნები საკმაოდ მდიდარია ბრინჯაოს იარაღით. შეინიშნება ნომადური გავლენაც (სკვითური, კიმერიული). გვიანდელ ეტაპზე სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის პროცესების პირობებში ინტენტიურად იქნა ათვისებული დღევანდელი რიონისა და ენგურის ხეობები და მღისწინეთი. მეტალურგიის განვითარებამ, მეურნეობისთვის საწარმოო მიწების მომრავლებამ მოსახლეობის მატება გამოიწვია. ამ პროცესებს მოყვა მატერიალური კეთილდღეობის ზრდაც. მთა და ბარი ერთმანეთს დაუახლოვსა და დაჩქარდა კონსოლიდაციის პროცესები. მომზადდა ნაიდაგი მომავალი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისთვის.