შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44:
სოფელში იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ქვის ეკლესია. სწორედ ამის გამო დაერქვა სოფელსაც და სასოფლო საზოგადოებასაც მიქელგაბრიელი. ტაძრის აგება, ხალხური გადმოცემის მიხედვით, ბერ იესე ბოლქვაძეს უკავშირდება. მას აურჩევია მცირედ დასახლებული ადგილი და მდინარე სეფისწყლიდან ამოტანილი ქვებით აუშენებია სამლოცველო, შემდეგ კი ტაძრი. მრევლის მომრავლების კვალდაკვალ კი ხის მოზრდილი ტაძარი აუშენებიათ. მიქელგაბრიელის ეკლესიას დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე, მაღლობ ადგილებზე უნდა მდგარიყო კიდევ ერთი, სავარაუდოდ მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ამ მაღლობს „მაცხუარის ღელე“ ჩამოუდის, ხოლო ადგილს შემორჩა სახელწოდება „ნასაყდრალი“.
 
1863 წელს სოფელში თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ დააარსა სკოლა, რომელიც 8-9 წლის შემდეგ დაიხურა. 1883 წელს ნაკაშიძის შვილმა, მიხეილ ნაკაშიძემ კვლავ გახსნა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1892 წელს ორკლასიანად გადაკეთდა.<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/55414/1/Iveria_1892_N216.pdf გაზეთი „ივერია“ N216 გვ. 3 — 1892 წ.]</ref> სკოლის პირველი მასწავლებელი იყო თეოფილე კალანდარიშვილი. 1902 წლისთვისწელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა.<ref>[http://society.iliauni.edu.ge/visualisation?fbclid=IwAR2lkZsKzx42UTaOmlGx_1rrvNfuxtE5eFftxjiY60rArJnYibJYCSpIFtA ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა]</ref> ამ დროისთვის მიქელგაბრიელის საზოგადოება მოიცავდა 5 სოფელს. საზოგადოებაში ცხოვრობდა 3391 ადამიანი.<ref>[http://dlib.rsl.ru/viewer/01003824999#?page=395 «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901]</ref>1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.<ref>[https://dlib.rsl.ru/viewer/01003824986#?page=448 Кавказский календарь на 1914 год]</ref> 1917 წელს სოფლის სკოლა გადაკეთდა ოთხკლასიან სკოლას, ხოლო 1923 წელს — შვიდწლიანად. 1939 წელს გაიხსნა საშუალო სკოლა.<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/63773/1/Alioni_2014_N45.pdf გაზეთი „ალიონი“ N45 გვ. 2 — 2014 წ.]</ref>
 
საბჭოთა პერიოდში შრომაში მოჰყავდათ [[ჩაი]]. 1927-ში ჩაის ფართობი 100 ჰექტარამდე იყო, 1935-ში კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა.<ref>''ნ. ხიდისთავი,''„ფაბრიკა შრომაში“ //„ლენინის დროშა“ N34 გვ 1. — 1935 წ.</ref> 1950-იანებში აშენდა 800 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. შრომის [[სერგო ორჯონიკიძე|ორჯონიკიძის]] სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყველაზე მდიდარი იყო [[ნატანები (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ნატანების]] შემდეგ.<ref>რაიონის სოფლის მეურნეობა აღმასვლობის გზაზე, გაზეთი „ლენინის დროშა“ N14 გვ. 3 — 1955 წ</ref>1956 წელს აშენდა ადმინისტრაციული შენობა.<ref>[http://memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/17875 კულტურული მემკვიდრეობის პორტალი]</ref> 1978 წლის 17 ნოემბერს სოფლის ცენტრში გაიხსნა საბრძოლო დიდებისა და მეგობრობის მემორიალი ტანკის სახით. ტანკი შრომელებმა [[დიდი სამამულო ომი]]ს წლებში შეიძინეს ფრონტისთვის.