კვიპაროზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
| ncbi =
}}
'''კვიპაროზი''' (Cupressus) — მარადმწვანე ხეების, იშვიათად — ბუჩქების, გვარი [[კვიპაროზისებრნი|კვიპაროზისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახიდან]]. პირამიდული ან გაშლილვარჯიანი ხეა. აქვს ყავისფერი ქერქი და ჯვარედინ-საპირისპიროდ განლაგებული ქერქლისებრი წიწვები.

მეტნაკლებად მსხვილი, ბურთის ფორმის [[გირჩა|გირჩები]] დარგვიდან მეორე წელს მწიფდება. გვარში 15-20 სახეობაა. გავრცელებულია [[ევროპა|ევროპის]], [[აზია|აზიის]], [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკისა]] და [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] ზომიერად თბილ სარტყელში. [[ყირიმის ნახევარკუნძული|ყირიმში]], [[კავკასია|კავკასიასა]] და [[შუა აზია|შუა აზიის]] ზოგ რაიონში კულტივირებულია კვიპაროზის 11 სახეობა.
 
[[საქართველო]]ში 9 სახეობაა შემოტანილი. მათგან უფრო ფართოდაა გავრცელებული [[მარადმწვანე კვიპაროზი|მარადმწვანე კვიპაროზი]] (Cupressus sempervirens). ამ ხის სიმაღლე 30-60 მ აღწევს. ცნობილია მისი ორი ფორმა: პირამიდული და ჰორიზონტული. კვიპაროზი [[მეზოფიტები|მეზოფიტია]], იტანს 20°C-მდე ყინვას, ნიადაგის მიმართ საკმაოდ უპრეტენზიოა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კვიპაროზი“-დან