ლიკოპოდიუმები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 15:
| ncbi =
}}
'''ლიკოპოდიუმები''', ''ლიკოპოდიუმისმაგვარნი'' ({{lang-la|Lycopodiophyta}}) — უმაღლესი სპოროვან მცენარეთა ტიპი (განყოფილება). აქვთ კარგად განვითარებული ღერო და მასზე მჭიდროდ განლაგებული ფოთლები (ფილოიდები). გამტარი კონები ლაკუნებს (ფოთლის კვლებს) არ წარმოქმნიან. სპორანგიუმები თითო-თითოდ სხედან ფოთლის უბეში ან, იშვიათად, — ფოთლის ზედა მხარეს.
[[გამეტოფიტი]] ორსქესიანი ან ცალსქესიანია, მიწისქვეშა ან მიწისზედა. ლიკოპოდიუმებს ახასიათებს [[თაობათა მორიგეობა]]. დომინანტური თაობა სპოროფიტია (უსქესო თაობა). ლიკოპოდიუმები უძველესი ჯგუფია. წარმოიშვა სილურულ პერიოდში, მძლავრად განვითარდა [[კარბონული პერიოდი|კარბონულ პერიოდში]] (ლიკოპოდიუმები მაშინ ლეპიდოდენდრონებითა და სიგილარიებით იყო წარმოდგენილი) და ტრიასულიდან დაიწყო გადაშენება. ლიკოპოდიუმების თანამედროვე წარმომადგენლები გაერთიანებული არიან [[ლიკოპოდიუმისნაირნი|ლიკოპოდიუმისნაირთა]] (Lycopodiales), [[სელაგინელასნაირნი|სელაგინელასნაირთა]] (Selaginelales) და [[მახათასნაირნი|მახათასნაირთა]] (Isoetales) რიგებში. [[საქართველო]]ში გვხვდება ლიკოპოდიუმების 2 რიგი: ლიპოდიუმისნაირნი (2 ოჯახის 4 გვარი და 6 სახეობა) და სელაგინელასნაირნი (1 გვარის 2 სახეობა). ==ლიტერატურა==
|