კლარჯეთის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13:
ერისთავმა არტავაზმა, მეფის ბრძანებით განაახლა [[ახიზის ციხე|ახიზის]] და ააშენა [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის ციხეები]]. მანვე ააშენა [[ოპიზა|ოპიზის]] მონასტერი, მერეს, შინდობისა და ახიზის ეკლესიები.<ref>ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 178</ref>
 
კლარჯეთის საერისთავომ არსებობა [[იბერიის სამეფო|იბერიის სამეფოს]] გაუქმების შემდეგ, [[ქართლის საერისმთავრო|ქართლის საერისმთავროს]] არსებობის პერიოდშიც განაგრძო. [[სტეფანოზ I]]-დან [[აშოტ I დიდი|აშოტამდე]] მას უშუალოდ [[ბაგრატიონები]] განაგებდნენ.<ref name=":0">მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, მ. ბახტაძე, საქართველოს ისტორია – X კლასი, თბილისი, „არტანუჯი“, 2005. <nowiki>ISBN 99940-11-30-8</nowiki></ref> აშოტის გარდაცვალების და ბაგრატიონთა ტაოსა და კლარჯეთის შტოებად გაყოფის შემდეგ, კლარჯეთის ერისთავობა ამ უკანასკნელთ ერგოთ, თუმცა ისინი [[ქართველთა სამეფო|ქართველთა სამეფოს]] მეფეებს, ანუ ტაოს შტოს ბაგრატიონებს დაემორჩილნენ. დაახლოებით [[1011]] წელს [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ მესამემ]] დააპატიმრა და განდევნა „კლარჯ ხელმწიფეთა“ შტო.<ref>ჯაბა სამუშია — ბაგრატ III, 2012, გვ. 117</ref>
 
[[1191]] წელს, [[ზაქარია ასპანისძე|ზაქარია ასპანისძის]] [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] მიერ, [[შავშეთი|შავშეთის]], [[კლარჯეთი|კლარჯეთისა]] (არტანუჯის) და [[ტაო|ტაოს]] ერისთავად დამტკიცების შემდგომ, კლარჯეთი დანარჩენ ორთან ერთად, გაერთიანდა ერთ, [[ფანასკეთის საერისთავო|ფანასკეთის]] (ანუ ტაოს) მონაპირე საერისთავოში, რომლის ცენტრიც ციხესიმაგრე [[ფანასკეთი|ფანასკეთში]] იყო.<ref>ნ. შოშიაშვილი, სტ. „ზაქარია ფანასკერტელი“, ქსე, ტ. 10, გვ. 217</ref>
 
== კლარჯეთის საერისთავო ==