სპეთის ზედამაცხოვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 55:
 
'''სპეთის ზედამაცხოვარი''' — X-XI საუკუნების ეკლესია [[საჩხერის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[სპეთი]]ს ტერიტორიაზე, მდ. [[ყვირილა]]ს ხეობაში, მოსახლეობისაგან მოშორებით.
 
სპეთის ზედამაცხოვარის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა [[2006]] წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
==არქიტექტურა==
 
სახელწოდება „ზედა მაცხოვარი“ მკვიდრდება XVIII საუკუნიდან, მას შემდეგ რაც სპეთში აიგო მაცხოვრის სახელობის მეორე ეკლესია, რომელიც უშუალოდ სოფელში მდებარეობდა და ძველი ეკლესის ქვემოთ იდგა. ამჟამად სპეთში ორი ტაძარია „ზედა მაცხოვარი“ და „ქვედა მაცხოვარი.“ მეორე ეკლესია 1991 წლის მიწისძვრამ დაანგრია და სოფლის მოსახლეობამ, ფაქტობრივად, თავიდან ააშენა. რაც შეეხება „ზედა მაცხოვარს“ მისი ქტიტორის ვინაობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობილია, რომ ტაძარი აშენებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე და წარმოადგენს ერთნავიან დარბაზული ტიპის ნაგებობას. მისი არქიტექტურული იერი საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. მისთვის არ მიუშენებიათ გარშემოსავლელი და ვერც 1991 წლის მიწისძვრამ დაატყო თავისი კვალი. მიეხედავად ამისა ძეგლს პრობლემები ნამდვილად არ აკლია. ეკლესიის აღმოსავლეთის კედელზე განთავსებულია ორი ასომთავრული წარწერა, რომლებიც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი და შესაძლოა უახლოეს მომავალში საერთოდ განადგურდეს. მძიმე მდგომარეობაშია ფასადი, ქვის გადახურვა, ნესტისაგან დაწყებულია ქვის დაშლის პროცესი და საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას. ჩვენი დროის წარწერა, რომელიც გვამცნობს, რომ: „ძეგლი დაცულია სახელმწიფოს მიერ“ ჩამოხსნილია და ეკლესიაშია შენახული. ეს ალბათ სამართლიანიცაა, რადგან ძეგლს სახელმწიფოს ზრუნვისა არაფერი ეტყობა. სპეთის „ზედა მაცხოვრის“ ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობას მისი კანკელი წარმოადგენს, რომელიც თაბაშირისაა და XI საუკუნეშია დამზადებული. სავანის კანკელისაგან განსხვავებით ის რუსების მავნებლობის მსხვერპლი არ გამხდარა, რაც შესაძლოა მისმა ადგილმდებარეობამ განაპირობა. სპეთის კანკელის შესახებ ცნობებს ვახუშტი ბატონიშვილიც გვაწვდის.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|IX|509}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
*''სტატია დაწერილია [http://ge.lemill.net:8080/Lemill/community/ulumbela მანანა ლაბაძის მიერ] LeMill-ზე განთავსებული Creative Commons Attribution-ShareAlike 2.5 License-ით ლიცენზირებული [http://lemill.net/content/webpages/spetis-garemo/view ნამუშევარი].''
 
==სქოლიო==
==ლიტერატურა==
{{სქოლიო}}
{{ქსე|IX|509}}
 
[[კატეგორია:იმერეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]