ქობულეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 58:
XVII საუკუნეში ქობულეთი და მისი შემოგარენი [[გურიელები|გურიელებმა]] უბოძეს [[თავდგირიძეები|თავდირიძეებს]]. XVIII საუკუნის 70-იან წლებში, [[ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება|ქუჩუქ-კაინარჯის ზავის]] შემდეგ ქვემო გურია და ქობულეთი [[ოსმალეთის იმპერია]]მ დაიკავა. ოსმალეთის ბატონობის დროს ქალაქს ეწოდა თურქული სახელი Çürüksu.
 
1877-1878 წლებში [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის]] ომის შემდეგ, ქობულეთი, ისევე როგორც მთელი [[აჭარა]] [[რუსეთის იმპერია]]მ დაისაკუთრა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქობულეთი იქცა ელიტურ [[კურორტი|კურორტად]]. ზღვისპირა ზოლი რუსეთის იმპერატორ [[ალექსანდრე II (რუსეთი)|ალექსანდრე II]]-ს განკარგულებით გადაეცა საუკეთესო მთავარსარდლებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს რუსულ-თურქული კამპანიის დროს. მაღალჩინოსნებმა დაიწყეს ქობულეთის ზღვისპირა ზოლის გაშენება მდიდრული აგარაკებით. ქობულეთის გამაჯანსაღებელმა კლიმატმა სულ რამდენიმე წელიწადში გაითქვა სახელი. მრავალრიცხოვანი პუბლიკაციები იბეჭდებოდა გაზეთ „კავკაზის“ ფურცლებზე, სადაც ექიმები პანტიუხოვი და პერედელსკი წერდნენ ქობულეთის გამაჯანსაღებელი ჰავის შესახებ. ისინი იხსენიებენ ქობულეთს როგორც „სმეკალოვკას“ (ასე ერქვა რუსული დიდგვაროვნების დასახლებას). ისინი იშველიებენ ექიმ პრეობრაჟენსკის და პროფესორ შერბაკოვის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც ქობულეთის ჰავა საუკეთესოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემასა და სასუნთქ ორგანოებზე. 1890-იან წლებში ქობულეთს იყენებდა ბათუმის ოლქისა და ოზურგეთის მაზრის მოსახლეობა სარეკრეაციო და სამკურნალო დანიშნულებით ზღვაზე საბანაოდ.<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/53224/1/Iveria_1894_N219.pdf გაზეთი „ივერია“ N219 1894 წ.]</ref>
 
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არისტოკრატების აგარაკები წითელი კომისრების მფლობელობაში გადავიდა. 1923 წელს ქობულეთმა მიიღო კურორტის სტატუსი. 1944 წელს კი ქობულეთმა ქალაქის სტატუსი მიიღო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქობულეთი“-დან