აფხაზეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
'''აფხაზეთი''' ({{lang-ab|Аԥсны}}, აფსნი) — [[საქართველო]]ს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით]], უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს [[ენგური|ენგურსა]] და [[ფსოუ]]ს შორის. [[ოკუპირებული ტერიტორიები|ოკუპირებულია]] [[რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები]]ს მიერ [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის]] შემდგომ (იხ. [[საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ]]), იმართება მარიონეტული [[დე ფაქტო]] ხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა აღიარა [[რუსეთი|რუსეთმა]] და სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ [[ნიკარაგუა]]მ, [[ვენესუელა]]მ და [[ნაურუ]]მ. ჩრდილოეთით ესაზღვრება [[რუსეთის ფედერაცია]]ს, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის [[სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე|სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის]] ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
 
აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: [[ჯიქეთი|საძენი]] (ანუ [[ჯიქეთი]]), [[ბზიფი]], [[გუმა (სოხუმის მუნიციპალიტეტი)|გუმა]], [[შუა სოფელი]], [[სამურზაყანო]] და [[წებელდა (მხარე)|წებელდა]]-[[დალი (მხარე)|დალი]]. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე. ი. [[აფხაზები|აფხაზური]] ტომებით დასახლებულ მიწებს. ადმინისტრაციული ცენტრი – [[სოხუმი]].
 
== ბუნება ==
===რელიეფი===
[[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიურად]] აფხაზეთი ძირითადად მთაგორიანი რეგიონია. დაახლოებით 74% მთებსა და მთისწინეთს უჭირავს, დანარჩენი — ვაკე-დაბლობებს. მთიან ნაწილში სტრუქტურულ-დენუდაციური ქედები და მათ შორის მოქცეული ტექტონიკურ-ეროზიული ხეობები ჭარბობს. ქედებიდან უდიდესია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაჭიმული [[კავკასიონი]]ს მთავარი წყალგამყოფი ქედი. ქედის მთავარი მწვერვალებია: აგეფსთა (3257 მ), ფსიში (3970 მ), ერწახვი (3910 მ), დომბაიულგენი (4046 მ), გვანდრა (3985 მ). ასევე კლუხორისა (2781 მ) და მარუხის (2746 მ) უღელტეხილები. ქედის ამგებელ კამბრიულისწინა კრისტალურ და პალეოზოურ მეტამორფულ ქანებზე ძველი და თანამედროვე მყინვარული ფორმებით მდიდარი ალპური რელიეფი სჭარბობს. მთავარი ქედი ციცაბოდ ეშვება მდინარეების საკენის, ჩხალთისა და ბზიფის ტექტონურ-ეროზიული ხეობებისაკენ. აფხაზეთის მთიანი შუა ნაწილი უჭირავს კავკასიონის გვერდით ქედებს: გაგრის, ბზიფის, კოდორისა და სვანეთ-აფხაზეთის ქედებს, რომლებსაც თავის მხრივ, მრავალი განშტოება აქვთ. გაგრის მერიდიანულ ქედზე, რომელიც მდინარეების გაგრიფშისა და ჟოეკვარის ხეობებს ბზიფის ხეობისაგან გამოყოფს, უხვადაა განვითარებული რელიეფის კარსტული ფორმები. აფხაზეთის თითქმის ცენტრალური ნაწილი ბზიფის სუბგანედურ ქედს (მწვ. კაპიშისტრა 3156 მ) მდინარეების კოდორის, ხიფსთის, ააფსთის, გუმისთის, კელასურისა და ბზიფის აუზების წყალგამყოფს უჭირავს. ქედის დასავლეთ ნაწილი კირქვებითაა აგებული და რელიეფის კარსტული ფორმებით ხასიათდება, აღმოსავლეთი ნაწილი პორფირიტულია, ჭარბობს მთა-ხეობათა ეროზიული და გლაციალური ფორმები. აფხაზეთის შუა, მთიანი ზოლის აღმოსავლეთი ნაწილი მდინარეების კოდორისა და ენგურის ღრმა ხეობებს შორის აღმართულ კოდორისა და სვანეთ—აფხაზეთის ქედებს უჭირავს. მწვერვალი ხოჯალის (3309 მ) დასავლეთით მდებარე კოდორის ქედი შედარებით დაბალია და თანამედროვე მყინვარებს მოკლებული. მწვერვალ ხოჯალის ჩრდილო-აღმოსავლეთით აზიდული სვანეთ-აფხაზეთის ქედი კი გაცილებით მაღალია (მწვერვალები მოგუაშირხა - 3847 მ, ხარიხრა - 3710 მ) და მარადი თოვლითა და მყინვარებით არის დაფარული. ამ ქედის ყველაზე მოხერხებული უღელტეხილია ხიდა (2633 მ), რომელიც აფხაზეთს ზემო სვანეთთან აკავშირებს. სვანეთ-აფხაზეთის ქედი ტიპური ალპური რელიეფით ხასიათდება, კოდორის ქედს კი უმეტესად ნაზი რელიეფი აქვს. აქ უკიდურეს დასავლეთ კირქვულ ნაწილში კარსტული რელიეფია განვითარებული.
 
მთიანი აფხაზეთი გამოირჩევა ზედაპირის ეროზიული დანაწევრების დიდი სიღრმით. გასწვრივი ტექტონურ-ეროზიული ხეობები შედარებით განიერი და დამრეცია, განივი კი ვიწრო და დახრილი. ბევრგანაა კანიონი და კლდეკარი. აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე გადაჭიმულია რთული აგებულების მთისწინეთის ზოლი, რომელიც მკვეთრად დანაწევრებული გორაკ-ბორცვიანი, სერებიანი და ტაფობებიანი რელიეფით გამოირჩევა. გავრცელებულია რელიეფის ტექტონურ-ეროზიული, კარსტული და მეწყრული ფორმები, აგრეთვე ზღვიური და მდინარული ტერასები. მთისწინეთში გამოიყოფა კირქვებით აგებული კარსტული (გაგრის, ახალი ათონის, სოხუმის, წებელდის) და არაკარსტული, ზოგან დამეწყრილი (განთიადის, მიუსერის, ეშერის და სხვა) უბნები. მთისწინეთს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ აკრავს ალუვიური ვაკე-დაბლობები, რომლებიც ზღვისაგან დიუნებით არის გამოყოფილი. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით ვაკე-დაბლობს მცირე ტერიტორია უჭირავს, სამხრეთ აღმოსავლეთით კი თანდათანობით განვითარდება (სამურზაყანოს დაბლობი). აფხაზეთის სანაპირო ზოლი სწორხაზოვანია. აღსანიშნავია სოხუმისა და გაგრის უბეები, ბიჭვინთისა და სოხუმის კონცხები.
 
===გეოლოგიური აგებულება და სასარგებლო წიაღისეული===
აფხაზეთი მოიცავს კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ნაოჭა სისტემისა და საქართველოს ბელტის დასავლეთ ნაწილების სტრუქტურებს. აქ წარმოდგენილია კამბიულისწინა, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ასაკის ქანები. კამბიულისწინ მეტამორფოზული ქანები ტერიტორიულად ჩრდილოეთ ნაწილშია გაშიშვლებული. პალეოზოური ასაკის ქანები - მეტამორფული ფიქლები , გრანიტოიდები, იშვიათად მარმარილო - გაშიშლებულია აგრეთვე ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონზე. ეს ქანები ინტენსიურად დეფორმირებული და დაწყვეტილია. მდინარეების ბზიფისა და კოდორის სათავეები ძირითადად ძლიერ დანაოჭებული ქვედაიურული შავი თიხაფიქლებითა და შუაიურული ვულკანური ქანებითაა აგებული. შუაიურული ასაკისაა აგრეთვე ქალაქ ტყვარჩელის მიდამოები, მდინარეების ფსოუსა და ბზიფის აუზების ქვანახშირის შემცვლელი თიხები და ქვიშაქვები. ზედაიურული ასაკის ქანები უმთავრესად რიფული კირქვებით არის წარმოდგენილი და აფხაზეთის ცენტრალურ ნაწილშია გავრცელებული. აღმოსავლეთით კირქვებს ცვლის თაბაშირიანი ფერადი თიხები და ქვიშაქვები, ხოლო ჩრდილოეთით თიხები, ქვიშაქვები დათხელშრეებრივი კირქვები. აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული ცარცული და პალეოცენურ-ეოცენური ქანები ძირითადად კირქვებით და მერგელებით არის წარმოდგენილი, ხოლო ოლიგოცენური და ნეოგენური ასაკის ნალექები - ქვიშაქვებით, თიხებით და კონგლომერატებით. ეს უკანასკნელი შედგება კავკასიონის ამგებელი ქანების გადანარეცხი მასალებისაგან. აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში ზედაიურული, ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური ასაკის ქანები სუსტად არის დანაოჭებული. აფხაზეთი გეოლოგიურ აგებულებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მეზოზოური ასაკის მაგმურ ქანებს (კარდივაჩის, სანჩარის, ლაბის, კელასურისა და გორაფის გრანიტოიდები და დიორიტები; ზედაიურული ასაკის დიაბაზის შრეძარღვები).
 
აფხაზეთის წიაღისეულიდან აღსანიშნავია ტყვარჩელისა და ბზიფის ქვანახშირის საბადოები, მდინარე ბზიფის სათავეში ვერცხლისწყლის საბადო. ბევრგანაა ტყვიის, თუთიის, სპილენძისა და სხვა ლითონების მადანგამოვლინებები. არალითონური წიაღისეულიდან გვხვდება ძირითადად ბარიტი (ბზიფის, კოდორის, მოქვისა და ააფსთის ხეობებში) და თაბაშირი, ხოლო საშენი და შესამოსი მასალიდან კირქვა, სააგურე თიხა, სერპენტინიტი, დიაბაზი და დიორიტი. განსაკუთრებით უხვად არის სამკურნალო მინერალური წყლები-ნახშირორჟანგიანი მინერალური წყაროები მდინარეების კოდორის, საკენის, გვანდრის, ჩხალთის ბზიფის, ავადჰარისა და სხვა ხეობებში, ხოლო თერმული სამკურნალო წყლები ტყვარჩელის, სოხუმის, ახალი ათონისა და გაგრის მიდამოებში.
 
===ჰავა===
აფხაზეთში ჰავის ტიპები სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული: ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით (ზ. დ. 300-400 მ-მდე); ნოტიო ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით (300-400 მ--დან 1000-1100 მ-მდე); ნოტიო ჰავა ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით (1000-1100 მ-იდან 2000-2100 მ-მდე); მაღალმთის ნოტიო და გრილი ჰავა (2000-2100 მ-იდან 2800-2900 მ-მდე) და მაღალმთის ნივალური ჰავა (2800-2900 მ ზევით). ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ვაკედაბლობზე 13.9-იდან 15 °C-მდე მერყეობს, გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში არის 13-14 °C, ხოლო მთებში, 2600 მ სიმაღლეზე, 0 °C; აფხაზეთის კავკასიონის უფრო მაღალ მთებში -9, -10 °C-მდე ეცემა. ყველაზე თბილი თვის (ივლისი-აგვისტო) საშუალო ტემპერატურა უმაღლეს მტებზე 0 °C-ზე დაბალია, სოხუმში კი 24.5 °C აღწევს. ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა სანაპიროზე 6 °C არემატება. 500-600 მ-მდე იანვრის საშუალო ტემპერატურა ყველგან 0 მაღალია, ამიტომ იგი სუბტროპიკულ სარტყელს მიეკუთვნება. ზემოთ ტემპერატურა კლებულობს და აფხაზეთის კავკასიონის თხემზე -18, -19 °C-მდე ეცემა. ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურაა 40-იდან 10-15 °C-მდე, აბსოლუტური მინიმალური შესაბამისად -13-დან -35 °C-მდე. მკვეთრია ტემპერატურის რყევა მთათაშუა ქვაბულებში, სადაც აღნიშნება ტემპერატურული ინვერსიები. 500-600 მ სიმაღლეზე აქტიური სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 200 დღემდე გრძელდება, ხოლო 10 °C-ზე მაღალი ტემპერეტურათა ჯამი 3000-3500° აღწევს, რაც სავსებით საკმარისია ბუნებრივი და კულტურული სუბტროპიკული მცენარეებისათვის. აფხაზეთი მდიდარია ატმოსფერული ნალექებით, მაგრამ იგი არათანაბრადაა განაწილებული როგორც ცალკეულ რაიონებს შორის, ისე წლის სეზონების მიხედვით. სანაპირო ზოლში საშუალოდ წლიურად 1310 მმ-იდან 1500-1550 მმ-მდე ნალექი მოდის. მთისწინეთსა და მთებში ნალექების რაოდენობა მატულობს: დურიფში (250 მ) - 1980 მმ, გაგრის ქედზე (1644 მ) - 2280 მმ, ავადჰარარაში (1600 მ) - 2480 მმ; ბზიფისა და კოდორის ქედების სამხრეთ კალთებზე 3000 მმ აღემატება. შედარებით ნაკლები ნალექი მოდის მთათაშორის ქვაბულებში (1500-1800 მმ). ნალექების მაქსიმუმი ზამთარშია მინიმუმი ზაფხულში. ამ მხრივ იგი ხმელთაშუა ზღვის ჰავის ტიპს ემსგავსება, ზამთარში ნალექების მნიშვნელოვანი ნაწილი თოვლის სახით მოდის. თოვლის საფარის სისქე ზღვისპირა ზოლში 10 სმ, მთებში კი 2-4 მ-ზე მეტია.
 
===შიგა წყლები===
ხაზი 43:
 
===ნიადაგები===
აფხაზეთის ზღვისპირა ვაკედაბლობებზე ალუვიური და ჭაობიანი ნიადაგები ჭარბობს. ჭარბტენიან ვაკე-დაბლობებზე ჭაობიანი და ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგებია, რომლებიც ტიპიურად გამოხატულიაგალის რაიონის ზღვისპირაზოლში. უკეთ დრენირებულ დამრეც ვაკე-დაბლობებზე ეწერი და ალუვიური კარბონატული ნიადაგებია გაბატონებული. გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში ვულკანოგენური ქანების გამოფიტვის პროდუქტებზე, ყვითელმიწები და წითელმიწებია, კირქვებისა და მერგელების გამოფიტვის პროდუქტებზე - ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. ეს ნიადაგები ხელსაყრელია ჩაის, ციტრუსების, ვაზისა და სხვა კულტურებისათვის. აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყეების ნიადაგებს უკავიათ. ისინი ქვედა, კირქვებით აგებულ, ზონაში წარმოდგენილია ნეშომპალა-კარბონატული, ხოლო არაკირქვულ ზონაში - საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგებით. ზედა ზონაში ტყის ზედა სარტყელის კორბონატული ან ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებია. სუბალბურ ზონაში კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია, ხოლო ალპური მდელოების ზონაში - პრიმიტიული, მცირე სისქის კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები. მცირე უბნების სახით თითქმის ყველა ზონაში გვხვდება ძლიერ ჩამორეცხილი და სუსტად განვითარებული ნიადაგები.
 
===მცენარეული საფარი===
აფხაზეთში 2000-ზე მეტი სახეობის მცენარეა, მათ შორის 150 სახეობის ხე და ბუჩქოვანი მცენარე. მცენარეულობა მდიდარია ენდემებით და რელიქტებით გავრცელების მხრივ ქმნიან მკაფიოდ გამოხატულ სიმაღლებრივ ზონებს. ზღვისპირა დიუნურ ზოლში იზრდება ფსამოფილური მცენარეულობა: რძიანა, ლურჯი ნარი, ზღვის სალათა, ზღვის შროშანა, ისლი და სხვა. ურო ღრმად მათ ქსერომიფოტული ბუჩქნარები (ძეძვი, კუნელი, ზღმარტლი, მაყვალი) ენაცვლება. ბიჭვინთის კონცხი შემოსილია ქსერომორფული ბუჩქნარებიანი რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვისკორომებით, რომლებიც ნაკლებადაა გამოცხადებული. ტენიან ვაკე-დაბლობებზე და მდინარისპირა ჭალებში ჭარბობს მურყნარი, რომელშიც შერეულია თუთა, იფანი, რელიქტური ლაფანი და სხვა. ჭარბტენიან უბნებში იზრდება ლელი, ჭილი, ისლი, წყლის ბაია, ჭარბობს ზამბახი; აქა იქ გვხვდება ტორფიანი ჭაობებიც. გორაკ-ბორცვიანიმთისწინეთი და მთების ქვედა კალთები (600-700 მ-მდე) მეზოფილურ კოლხურ ტყეებს უჭირავს. მთავარი ჯიშებია მუხა, რცხილა, წავლი, წიფელი, იფანი, ცაცხვი, მურყანი. მდიდარია გარეული ხეხილით (ლეღვი, პანტა, მაჟალო, ხურმა, ზღმარტლი, ტყემალი). ქვეტყეში იზრდება მარადმწვანე (შქერი, წვავი, ბაძგი, ბზა) და ფოთოლმცვივანი (თხილი, იელი, მოცვი) ბუჩქოვანები. ნოტიო ხეობებში გვხვდება რელიქტური უთხოვარი, ხშირია ლეშამბო: ეკალღიჭი, სურო, ღვეტკეცი, უსურვაზი, ზღვისპირა ვაკე-დაბლობებისა და გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთების ბუნებრივი მცენარეულობა მკვეთრად სახეშეცვლილია, უმეტესად გაჩეხილია. ამჟამად ჭარბობს მეორეული დაჯგუფებები და კულტურული ნაკვეთები: ბაღები, ბოსტნები, ჩაისა და ციტრუსოვანთა პლანტაციები. აფხაზეთის ტერიტორიის დაახლოებით 55% ტყით არის შემოსილი. დაბალმთიან ზონაში გავრცელებულია წიფლნარი, მასთან ერთად იზრდება რცხილა, წაბლი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, სოჭი და სხვა. ქვე-ტყეში ხშირია ბზა, თაგვისარა, შქერი, წყავი და მოცვი. საშუალმთიან ზონაში შერეული ტყეებია გაბატონებული. აქ ტიპურია წიფლნარ-სოჭნარი და წიფლნარ-ნაძვნარი, გვხვდება ნაძვნარ-სოჭნარიც. წიფლნარი ზოგან ტყის ზედა საზღვრამე ადის. მთის ტყეებს ზემოთ სუბალპური ტანბრეცილა ტყეების, ბუჩქნარებისა და მაღალბალახეულობის ზოლი აკრავს. სუბალპური ტყეები ძირითადად შედგება მთის ნეკერჩხლისა და არყის ტანბრეცილა ხეებისაგან. ბუჩქოვანებიდან იზრდება ღვია, მოცვი, დეკა, ასკილი, მაღალბალახეულში ნაირბალახი ჭარბობს. სუბალპური მაღალბალახეულობა ზემოთ თანდათანობით გადადის სუბალპურ მდელოებში, სადაც ფართოდაა გავრცელებული ანგელოზა, დეზურა, ტილჭირი, კატაბალახა, კენკეშა, თივაქასრა და სხვა. მაღალი ქედების თხემები (2200-2800) უჭირავს ალპურ მდელოებს, რომლებიც ქვედა ნაწილში ქმნიან მთლიან საფარს, ზემოთ კი - ცალკეულ „ხალიჩებს“. ძარბობს კობრეზია, ნაღველა, ქვატეხია, წივანა, ბაია, ბუჩქისძირა, აფხაზეთის კირქვიანი ქედების სუბალპური და ალპური მდელოები მდიდარია მცენარეტა ენდემური სახეობებით. მაღალმთის მდელოები წარმოადგენს საზაფხულო საძოვრებს. აფხაზეთი მდიდარია ძვირფასმერქნიანი, სამკურნალო ნაყოფის მომცემი, საკვებად ვარგისი, თაფლოვანი და მთრიმლავი მცენარეებით.
 
===ცხოველთა სამყარო===
აფხაზეთის ტერიტორიაზე გვხვდება როგორც ბარისა და მთის ტყის, ისე მაღლმთის ცხოველთა სახეობები. სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ბინადრობს ჯიხვი და არჩვი, რიწის ტყეებში ცხოვრობს კავკასიური ირემი. მრავალგანაა შველი, გარეული ღორი. XX საუკუნის დასაწყისში მოისპო კავკასიური დომბა. ფართოდაა გავრცელებული მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა (თეთრყელა და ყვითელყელა), დედოფალა; ზოგან გვხვდება წვავი, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - ევროპული წაულა. ტყეებში ბინადრობს მურა დათვი, ფოცხვერი და ტყის კატა. ახლო წარსულში იყო ამიერკავკასიური ჯიქიც. ბევრია კურდღელი, კავკასიური ციყვი, ალთაური ციყვი (აკლიმატიზებულია), ძილგუდა ტყის დათვი, ყვითელყელა თაგვი, ჩია თაგვი, ბუჩქნარისა და ჩვეულებრივი მემინდვრია, აკლიმატიზებულია ნუტრია. მრავალგანაა ცხვირნალა, მღამიობი, პონტური ზღარბი, თეთრმუცელა კბილთეთრა, დიდი კბილთეთრა და სხვა.
 
ფრინველებიდან მაღალ მთებში ბინადრობს კავკასიური შურთხი, კავასიური როჭო, მაღრანი, ალპური ჭკა, ბევრია მწყერი, ტყის ქათამი, ყურყუმელა, იხვი, თოლია, ყანჩა ოფოფი, ნამგალა, ძერა, ქორი, მიმინო, არწივი, ორბი, ბატკანძერი, ბუ, ზარნაშო, ყვავი, ყორანი, მოლაღური, სკვინჩა და სხვა.
ხაზი 78:
 
=== საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ===
[[1918]] წლის [[13 სექტემბერი|13 სექტემბრს]] მიღებული "საქართველოს ეროვნულ საბჭოში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობის შესახებ" კანონის თანახმად, აფხაზებს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის გათვალისწინებული 26 ადგილიდან ჰქონდათ 3 ადგილი<ref name="მოკლე ისტორია">[http://www.parliament.ge/files/617_8236_221191_617_8236_609650_apxazeti.pdf აფხაზეთი – მოკლე ისტორია - Parliament.ge]</ref>.
წარმომადგენლობის შესახებ" კანონის თანახმად, აფხაზებს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის გათვალისწინებული 26 ადგილიდან ჰქონდათ 3 ადგილი<ref name="მოკლე ისტორია">[http://www.parliament.ge/files/617_8236_221191_617_8236_609650_apxazeti.pdf აფხაზეთი – მოკლე ისტორია - Parliament.ge]</ref>.
 
[[1918]]-[[1921|21]] წლებში აფხაზეთი [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] შემადგენლობაში შევიდა ავტონომიის სტატუსით. ეს აისახა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] მიერ [[1921]] წლის თებერვალს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც ეხება ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოწყობას. კერძოდ, კონსტიტუციის მეთერთმეტე თავის 107–ე მუხლში ნათქვამია:{{ციტატა|თავი 11. ავტონომიური მმართველობა
Line 92 ⟶ 91:
[[1921]] წლის [[25 თებერვალი|25 თებერვალს]] საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის გამო ავტონომიურ მხარეების შესახებ დებულებების შემუშავება ცალკე კანონის სახით შეუძლებელი გახდა.
 
აფხაზეთი საქართველოსთან ერთად გახდა საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი.<ref>[http://sisauri.tripod.com/politic/ Автандил Ментешашвили, Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии // Грузино-Абхазские отношения, Тбилиси, 1998 (ტექსტი)]</ref><ref>[http://sisauri.tripod.com/politic/doc1.html Автандил Ментешашвили, Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии // Грузино-Абхазские отношения, Тбилиси, 1998 (დოკუმენტები)]</ref>
<ref>[http://sisauri.tripod.com/politic/doc1.html Автандил Ментешашвили, Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии // Грузино-Абхазские отношения, Тбилиси, 1998 (დოკუმენტები)]</ref>
 
=== აფხაზეთის სსრ 1921-31 წწ.===
Line 99 ⟶ 97:
[[ფაილი:Flag of SSR Abkhazia.svg|thumb|140px|აფხაზეთის სსრ-ს დროშა ([[1921]]).]]
[[ფაილი:Flag of Abkhaz ASSR (1978).svg|thumb|140px|აფხაზეთის ასსრ-სდროშა ([[1978]]).]]
[[1921]] წლის [[4 მარტი|4 მარტს]] დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება აფხაზეთში და 6 მარტს შეიქმნა აფხაზეთის რევკომი. 1921 წლის 26 მარტს აფხაზეთის რევკომმა მიმართა ლენინსა და სტალინს და მოითხოვა აფხაზეთის სსრ-ს შექმნა და მისი შეერთება რუსეთის ფედერაციისთვის. 1921 წლის 31 მარტს გამოცხადდა აფხაზეთის სსრ-ს შექმნა. იმავე წლის 16დეკემბერს საქართვეოსა და აფხაზეთის სსრ-ებს შორის გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი, ფაქტობრივად, შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთის სსრ-ს მიეცა საქართველოს სსრ-ს წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატთა 1/3-ის არჩევის უფლება, აფხაზეთის სსრ-მ შეინარჩუნა საკუთარი კომისარიატები, გარდა საგარეო საქმეთა კომისარიატისა. 1922 წლის თებერვალში აფხაზეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ დაამტკიცა საქართველოს სსრ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება.<ref>საქართველოს კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978) გვ. 73 — თბილისი, 1983</ref> 1922 წლის მარტში შექმნილ [[ამიერკავკასიის სფსრ]]-ში აფხაზეთი შევიდა, როგორც საქართველოს სსრ-ს ნაწილი. [[საბჭოთა კავშირი]]ს 1924 წლის კონსტიტუციაში აფხაზეთი მოხსენიებულ იქნა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა. 1925 წელს მიღებულ იქნა აფხაზეთის სსრ კონსტიტუცია, რომელშიც აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა აღიარებული. ეს კონსტიტუცია ძალაში არ შესულა. აფხაზეთის საბჭოების მესამე ყრილობამ გადაწყვიტა, დაესრულებინა წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტი და შესაბამისობაში მოეყვანა საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციებთან. კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც განხილულ იქნა აფხაზეთის საბჭოების მესამე ყრილობის მიერ, არ გამოქვეყნებულა. 1925 წლის კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთის სსრ მოსახლე ყველა ეროვნებისათვის უზრუნველყოფილი იყო მშობლიური ენის თავისუფალი განვითარებისა და გამოყენების უფლება როგორც თავის ეროვნულ-კულტურულ, ისე საერთო-სახელმწიფო დაწესებულებებში, აფხაზეთის სსრ სახელმწიფო დაწესებულებათა ენად კი აღიარებული იყო რუსული ენა<ref name="მოკლე ისტორია"/>. 1926 წლის 5 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს სსრ-ს კონსტიტუცია, რომელშიც დაფიქსირებულ იქნა, რომ აფხაზეთის სსრ სამოკავშირეო ხელშეკრულების ძალით შედის საქართველოს სსრ-ში და შესაბამისად ამიერკავკასიის სფსრ-ში. კონსტიტუცია დამტკიცდა 1927 წლის 23 აპრილს.
 
1931 წლის 11 თებერვალს საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობის გადაწყვეტილებით აფხაზეთის სსრ-მ მიიღო ავტონომიის სტატუსი და დარჩა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში, როგორც [[აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა]]<ref name="მოკლე ისტორია"/>.
Line 105 ⟶ 103:
===საქართველოს სსრ===
აფხაზეთის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი მდგომარეობა ფიქსირებული იქნა სსრ კავშირის 1936
წლის, საქართველოს სსრ 1937 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1937 წლის კონსტიტუციებში, შემდეგ კი სსრ კავშირის 1977 წლის, საქართველოს სსრ 1978 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციებში<ref name="მოკლე ისტორია"/>.
წლის, საქართველოს სსრ 1978 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციებში<ref name="მოკლე ისტორია"/>.
 
აფხაზური სეპარატიზმი საბჭოთა წლებში იძენს ორგანიზებულ ხასიათს. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ერთ-ერთი
Line 115 ⟶ 112:
[[1991]] წლის [[31 მარტი]]ს რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა
თავისუფალი არჩევნები. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ [[1918]] წლის [[26 მაისი]]ს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე მიიღო დეკლარაცია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საქართველო იყო პირველი რესპუბლიკა, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
 
ამან კიდევ უფრო გააძლიერა რუსული აგრესია. ამ აგრესიის მეტ-ნაკლებად შეკავებისა და გამოსავალის პოვნის მიზნით,
ქართული მხარე მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა: 1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა აფხაზეთის ახალი საარჩევნო
კანონი. ამ კანონის მიხედვით აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაეთმო უმცირესობას:
 
* მოსახლეობის 47 % (ქართველები) პარლამენტში წარმოდგენილ იქნა 26 დეპუტატით;
* 17 % (აფხაზები) – 28 დეპუტატით;
* დანარჩენი (სხვადასხვა ეთნიკური მოსახლეობა) – 11 დეპუტატით;
 
ამავე კანონით განისაზღვრა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო აფხაზი, რომელსაც
ეყოლებოდა ორი მოადგილე – ერთი ქართველი და ერთი სხვა ეროვნების; მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ კი
დაინიშნებოდა ქართველი.
 
ამ დათმობების მიუხედავად, აფხაზეთის ასსრ ხელმძღვანელობა უამრავ არაკანონიერ ქმედებას ახორციელებდა, იღებდა
ამ დათმობების მიუხედავად, აფხაზეთის ასსრ ხელმძღვანელობა უამრავ არაკანონიერ ქმედებას ახორციელებდა, იღებდა ანტიკონსტიტუციურ სამართლებრივ აქტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის დადგენილება, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე იურიდიული ძალის არმქონედ და გაუქმებულად გამოცხადდა საქართველოს კანონები. სეპარატისტული "კანონშემოქმედებითი" საქმიანობის უკანასკნელი გამოვლინება იყო 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეწყდა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედება და აღდგენილ იქნა აფხაზეთის სსრ 1925 წლის
გაუქმებულად გამოცხადდა საქართველოს კანონები. სეპარატისტული "კანონშემოქმედებითი" საქმიანობის უკანასკნელი
გამოვლინება იყო 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც
შეწყდა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედება და აღდგენილ იქნა აფხაზეთის სსრ 1925 წლის
კონსტიტუცია.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფხაზეთი“-დან