ოზურგეთის მაზრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 158:
| 1926 || {{ზრდა}} 113 400 || ||
|}
ოზურგეთის მაზრის მოსახლეობა ეთნიკურად ერთგვაროვანი იყო. 1870-იან წლებში მაზრის მოსახლეობა იყო 103 476 ადამიანი (მათ შორის 49142 ქალი და 54334 კაცი). ცხოვრობდა მხოლოდ 7 სომეხი, 14 კათოლიკე სომეხი და 81 მუსლიმი. აღრიცხული იყო თავადის 40 და აზნაურის 229 ოჯახი. სულ 594 სოფელი. 1886 წელს მაზრის მოსახლეობა 76 055 ადამიანი იყო. 1897 წელს გურიის მოსახლეობა იყო 90 326, აქედან 4710 ქალაქ ოზურგეთის. ამ დროს გურიის ტერიტორია იყო 2 259 კმ². მოსახლეობის 95,3% იყო ქართველი, 3,3% - ბერძენი. 50 კომლი რუსი ცხოვრობდა, სულ 211 ადამიანი (117 მამრობითი, 94 მდედრობითი სქესის), აქედან უშუალოდ ქალაქში 20-მდე რუსი ყოფილი ჯარისკაცი ცხოვრობდა. მაზრის მოსახლეობის 98% იყო გლეხობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების 40%-ს ფლობდა. 1908 წლისთვის მოსახლეობამ მიაღწია 93157-ს, ხოლო 1911 წლისთვის — 126 ათას ადამიანს. 1921 წლისთვის გურიის მოსახლეობა იყო 107 105, ტერიტორია 2 099,86 კვადრატული კილომეტრი, ოზურგეთი იყო ერთადერთი ქალაქი 5626 მცხოვრებით და ლანჩხუთი ერთადერთი დაბა 2500 მცხოვრებით. 1926 წლის აღწერის მიხედვით გურიის მთელი მოსახლეობის 99,6% ქართველები იყვნენ, ცხოვრობდა 266 რუს, 108 სომეხი, ხოლო დანარჩენ ეთნოსებზე მოდიოდა 200-მდე ადამიანი.
 
==ლიტერატურა==