დარენ ფლეჩერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
ფლეტჩერი ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანი იყო რომელიც მოხვდა „მანჩესტერის“ კაპიტნის, [[როი კინი]]ს კრიტიკის ქვეშ 2005 წლის ოქტომბერში „მიდლსბროსთან“ 4–1 დამარცხების შემდეგ. გადმოცემით კინმა თქვა: „არ მესმის რატომ აქებენ ასე ფლეტჩერს შოტლანდიაში" თუმცა მოგვიანებით კინი შეეცადა შეერბილებინა თავისი სიტყვები: „თუ ყურადღებით მოუსმენთ ჩემს კომენტარებს ბოლო სამი–ოთხი წლის განმავლობაში დარწმუნდებით, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელი შემიქია, ეს ფლეტჩია. თვითონ ფლეტჩიც დაგიდასტურებთ ამას." ფლტჩერმა კრიტიკოსებს 2005 წლის 6 ნოემბერში დაანახა თუ რას წარმოადგენდა სინამდვილეში, უმნიშვნელოვანეს საშინაო მატჩში „ჩელსისთან“, შესანიშნავი თავური დარტყმით თამაშში ერთადერთი გოლი გაიტანა. მისმა გამარჯვების გოლმა დაასრულა „ჩელსის“ 40 მატჩიანი წაუგებელი სერია პრემიერ ლიგაში.
 
2006–2007 წლის სეზონის დასაწყისში, ფლეტჩერმა შეინარჩუნა ადგილი პირველ გუნდში, მაგრამ მხოლოდ სათადარიგო სკამზე თუ ახერხებდა მოხვედრას. მან გაიტანა გოლი გასვლით შეხვედრაში „ჩარლტონ ატლეტიკის“ წინააღმდეგ, ასევე თავით გაიტანა გამარჯვების გოლი „მიდლსბროს“ წინააღმდეგ დეკემბერში, და კიდევ ერთი თავური „ჩარლტონის“ წინაღმდეგწინააღმდეგ საშინაო თამაშში. სეზონის განმავლობაში, [[ალექს ფერგიუსონი]] უპირატესობას ანიჭებდა [[კრიშტიანუ რონალდო]]ს, [[პოლ სქოულზი]]ს, [[მაიკლ ქერიქი]]ს და [[რაიან გიგზი]]ს ოთხეულს, რის შედეგადაც ფლეტჩერი მხოლოდ რამდენიმეჯერ შევიდა შეცვლაზე. თუმცა, იმის გამო რომ პოლ სქოულზი გაფრთხილებების გამო ტოვებდა მატჩს, ფლეტჩერმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] მატჩი „რომას“ წინააღმდეგ რომელიც „მანჩესტერის“ გამარჯვებით დამთავრდა 7–1.
 
2007–2008 წლების სეზონში, როდესაც გუნდში ჩაირიცხნენ ცენტრალური ნახევარმცველები [[ოუენ ჰარგრივზი]] და ანდერსონი, ასევე განაპირა ნახევარმცველი ნანი, ფლეტჩერი კიდევ უფრო ცოტა დროს ატარებდა მოედანზე ვიდრე წინა სეზონში. ვრცელდებოდა ჭორები, რომ მას კლუბის დატოვება სურდა საკმარისი სათამაშო დროის არქონის გამო. მართლაც, ფერგიუსონი კვლავ ანიჭებდა უპირატესობას ქერიქს, სქოულზს, გიგზს და რონალდოს. ფლეტჩერმა კლუბის ახალწვეულებზე ნაკლები დრო გაატარა მოედანზე. თუმცა, როცა შანსი ეძლეოდა, ის ავლენდა თავის შესაძლებლობებს: მან თავისი 2 გოლით წვლილი შეიტანა ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში „არსენალის“ 4–0 დამარცხებაში ოლდ ტრაფორდზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დარენ_ფლეჩერი“-დან