გიგა ჯაფარიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
 
==შემოქმედება==
სახალხო ონის სცენაზე გიგამ 200-მდე სპექტაკლი განახორციელდა. მათგან განუმეორებელი და დაუვიწყარია: დ. კასრაძის „სამშობლო“, აკ.გეწაძის „სისხლის ცრემლები“, ფიგეირედოს „მელა და ყურძენი“, [[უილიამ შექსპირი]]ს „ოიდიპოს მეფე“ და „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“, რ. ჯაფარიძის „ჯარიკაცის ქვრივი“, დარასელის „კიკვიძე“, საკუთარ სცენარზე შექმნილი სპექტაკლები: „ვაჟა ფშაველა“, „ღატაკი მილიონერი“, „ძმები“ და სხვა მრავალი. ამათგან საეტაპო აღმოჩნდა : „სამშობლო“, „აფროდიტეს კუნძული“, „ღატაკი მილიონერი“, „ამქვეყნიური სამოთხე“, „უდანაშაულო დამნაშავე“, „გიორნი მესამე“, „მოკვეთილი“ და სხვა. ამ სპექტაკლებმა თეატრის კრიტიკოსთა განსაკუთრებული შეფასებები დაიმსახურა{{ფაქტი]}}. მათზე იწერებოდა რეცენზიები პრესაში, საუბრობდნენ რადიოთი.
 
სპექტაკლებმა მთელი საქართველო მოიარა და მის საზღვრებსაც გასცდა{{ფაქტი}]}. მოღვაწეობის ბოლო წლებში ონის და ამბროლაურის თეატრებთან ერთად მან წარმატებით მოიარა [[ლიტვა|ლიტვის]] და [[ლატვია|ლატვიის]] თეატრალური ფესტივალები.
 
თვით გიგა ამ სპექტაკებში დაუვიწყარ სცენურ სახეებს ქმნიდა: ბარათაშვილი, ჰამლეტი, ლირი, რუსთაველი, ბახვა, ვაჟა, ეზოპე, ოიდიპოსი, კიკვიძე, ლევან ხიმშიაშვილი და კიდევ სხვა მრავალი.
ხაზი 43:
მისი კიდევ ერთი დიდ მადლია ის, რომ დღეს რაჭული საკრავი [[გუდასტვირი]] ცოცხალია. გიგამ დროულად იგრძნო სტვირის გადაშენების საშიშროება . იგი ესტუმრა ლუკია მესტვირეს და ისწავლა მისაგან სტვირზე დაკვრა. გიგა ამის შემდგომ ხშირად გამოდიოდა სახალხო დღესასწაულებზე სტვირით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიგა ჯაფარიძე იყო პირველი თოვლის ბაბუა ახალ წელს საქართველოში, რომელიც საქართველოს ტელევიზიით გამოჩნდა.
 
შემდგომში სტვირი გიგამ თავის უმცროს ძმას — შალვას ასწავლა, რომელმაც კიდევ უფრო პოპულარული გახადა სტვირი და მრავალი მოწაფეც აღზარდა. საზღვარგარეთ — [[გერმანია]]ში ასწავლიდა სტვირის ხელოვნებას გიგას ვაჟი — მერაბიც{{ფაქტი]}}. სტვირი დღესაც ცოცხლობს და ეს ბატონი გიგას დიდი დამსახურებაა.
 
იგი არის მრავალი ლექსისა და სიმღერის ავტორი. თვით გიგა საოცარო მგზნებარებით კითხულობდა საკუთარ ლექსებს. დაუვიწყარია მისი „ჰიმნი დედაქალაქს“, „სამშობლო“ და სხვა.
ხაზი 50:
საქართველოს ტელეფილმების სტუდიამ [[ლერი სიხარულიძე |ლერი სიხარულიძის]] რეჟისორობით გადაიღო ფილმი ბატონ გიგაზე „სახალხო არტისტი“.
 
ამ წლებში ბატონ გელა ჭიჭინაძის თანადგომით ბატონმა გიგამ თანამოაზრეებთან ერთად შექმნა თეატრალური სახელოსნო, რომელსაც „თეატრინი“ უწოდა.
 
==გარდაცვალება==
მისი აღსასრულიც ისეთივე საოცარი აღმოჩნდა , როგორც მთელი მისი ცხოვრება. დიდების მწვერვალზე მყოფი, ამბროლაურის სახალხო თეატრის სპექტაკლ „იქმენინ საქართველოს“ პრემიერის შემდეგ გარდაიცვალა...გარდაიცვალა და თან წაიღო მადლი მშობელი ხალხისა.
 
==ჯილდოები, პრემიები და პრიზები==
*[[1980]]: საქართველოს სახალხო არტისტი
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{nplg ბიოგრაფია|00011488}}
 
{{DEFAULTSORT:ჯაფარიძე, გიგა}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 29 მაისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1924]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიგა_ჯაფარიძე“-დან