კოლხეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 106:
[[ფაილი:Colchian necklace.jpeg|მინი|250x250პქ|კოლხური ოქროს ყელსაბამი]]
[[ფაილი:Colchian scent bottle 4th century BC.jpg|მარცხნივ|მინი|კოლხური ვერცხლის სურა]]
კოლხეთის ძლიერების ეპოქად სწორედ ძვ.წ. VIII საუკუნე მიიჩნევა, საუკუნის დასასრულს ჩრდილოეთიდან ნომადების დიდი შემოსევები დაიწყო. ძვ.წ. დაახლ. 720 წელს კიმერიელთა დიდი ნაკადები შემოიჭრა კოლხეთის ტერიტორიაზე ჩრიდლოეთ შავიზღვისპირეთის მხრიდან. შემოსევა იმდენად დამნგრეველი იყო, რომ კიმერიელთა სახელი დღემდე შემორჩა ქართულ ენაში (გიმირ//გმირი). ამას დაერთო მალე სკვითების შემოსევაც დარუბანდის მხრიდან, რომლებიც კიმერიელებს ედგნენ კვალში, რამაც დამანგრეველი დარტყმა მიაყენა სამხრეთ კავკასიას. საბოლოოდ მოსპო მზარდი კოლხური კონსოლიდაცია. კიმერიელთა დამანგრეველი ლაშქრობის შესახებ წყაროები დაცულია ასურეთის მეფის სარგონ II-ის (ძვ.წ. 722-705) დროინდელ დოკუმენტში. აქ საკმაო ცნობებია იმ საშინელი დამარცხების შესახებ, რომელიც ურარტელებს და კოლხებს განუცდიათ კიმერიელებთან ომში. ეს დამარცხება უნდა მომხდარიყო დაახლ. არაუადრეს ძვ.წ. 715 წელს. გამარჯვებული კიმერიელები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და მცირე აზიის ზოგიერთ ოლქში დასახლდნენ და აქ სამეფოებიც შექმნეს. დას. საქართველოში მრავლადაა ამ პერიოდის სამაროვნები და სკვითური იარაღები აღმოჩენილი ასევე კიმერიული შუბისპირები, ნოამადური აკინაკები და ა.შ,.ამრიგად კოლხამ არსებობა შეწყვიტა, მოსახლეობის ნაწილი გაწყდა, ნაწილი მზობელ მხარეებში გადასახლდა. მთიელმა ტომებმა ბარში ჩამოსვლა იწყეს. სიტუაციის მეტ-ნაკლებად ჩაწყნარების შემდეგ კოლხა-დიაოხის ტერიტორიულ არეალში პირველობას იწყებენ ხალიბები, რომელთა კულტურაც და ძალაც რკინის მაღალი განვითარებიის კულტურას და მეტალურგიას ეფუძნებოდა. შემდგომში ხალიბებს ანაცვლებენ სასპრები, რომელბმაც დიდი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ ფორმირებაში. მიდიის მიერ ურარტუს განადგურბის შემდეგ (ძვ.წ. 590წ) დას. საქართველოში დაჩქარდა ადრინდელი პროცესები და მომზადდა ნიადაგი ახალი მზარდი კონსოლიდაციისათვის. დამარცხებული ურარტელების ნაწილი სომხებს შეერია ერთი ნაკადი კი ჩრდილოეთისკენ დაიძრა და ქართველურ ტომებს შეერწყა. მათ თან მოიტანეს არალეს კულტი.აქემენიანთა იმპერიის შექმნის შემდეგ გლობალურ ვაჭრობაში ჩართული ქართული ტომების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება დაჩქარდა, ამას თან დაერთო დას. საქართველოში ბერძენთა ინტენსიური მიგრაცია და დასავლეთის სამყაროსთან აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაბმა. სამხრეთ კავკასია იქცა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურის თანხვედრის ადგილად. რეგიონი იქცა მსხვილ პოლიტიკუ-ეკონომიკურ რგოლად საერთაშორისო ვაჭრობასა და პოლიტიკაში. კოლხეთი ბერძნულ სამყაროს დაუახლოვდა, ხოლო აღმოსავლეთით სასპერების და მესხების გაერთიანება მიდიელებსა და სპარსელებს. დაუძლურებულმა კოლხურმა ტომებმა თითქმის საუკუნის შემდეგ შეძლეს მეორედ აღორძინება ბერძნული კოლონიზაციის პირობებში. კოლხურ სამყაროში შემავალი ტომების ნაწილი (ტაოხები, სასპერები, ხალდები, ხალიბები) უშუალოდ სპარსეთის გავლენის ქვეშ მოექცნენ და 19მე-19 სატრაპიის ფარგლებში შევიდნენ. შედარებით ჩრდილოეთ ნწილში მცხოვრებმა ტომებმა კი ნებაყოფლობითი ძღვენი დააწესეს სპარსეთის მეფის მიმართ - ყოველ ხუთ წელიწადში 100 ვაჟი და 100 ქალწული.
 
===ბერძნული კოლონიზაცია===