ზემო ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
[[ათორმეტ დღესასწაულთა ციკლი]] გაშლილია შუანავის კედლის ზედა ნაწილში. როგორც ჩრდილოეთი, ასევე სამხრეთი ნაწილები, ერთმანეთისგან სადა, წითელი რეგისტრის ხაზებითაა გამოყოფილი. თითოეულ მხარეს წარმოდგენილია ექვს-ექვსი კომპოზიცია. სამხრეთ ნაწილის მდგომარეობა, დაცულობის მხრივ, საკმაოდ მძიმეა. მხატვრობა შემორჩენილია (ისიც პატარა ნაფლეთებად) მხოლოდ მეორე რეგისტრში, პირველი რეგისტრი სრულიადაა დაკარგული. მეორე რეგისტრში პირველად მხატვარმა ხარების სცენა წარმოგვიდგინა.
 
მიუხედავად იმისა, რომ სცენა თითქმის სრულიად არის ჩამოცვენილი, საკვანძო დეტალების წყალობით (ანგელოზის ფრთა, ორი ფიგურის შარავანდი, სულიწმინდა, რომელიც ერთ-ერთ ფიგურაზე გადმოდის) შესაძლებელია სცენის იდენტიფიკაცია და მხატვრულ სტილზე საუბარი. მსუბუქი, პლასტიკური ფორმები, სამოსის დაკუთხული, მაგრამ რბილი დანაწევრება და დეტალების მკაფიოდ ამოხატვა ( რაც აშკარად იკითხება არქიტექტურულ ფონზე, რომელიც ხარების სცენაშია ჩართული) და ორნამენტული მორთულობა. აღსანიშნავია ალვანის ოსტატის სიყვარული არქიტექტურული ფორმების მიმართ (არქიტექტურული ფორმების ხაზგასმა დამახასითებელიადამახასიათებელია ზოგადპოსტბიზანტიური მხატვრობისათვის). ალვანის ოსტატი ასევე აქტიურად იყენებს ორნამენტულ მოტივებს, აყვავებულ მცენარეულ დეკორს და სხვადასხვა გეომეტრიულ ფორმებს, რომლებითაც მხატვარი ამკობს რეგისტრის ხაზებსა და სცენებს შორის არეებს.
 
ტაძრის დასავლეთ კედლის ქვედა რეგისტრში გამოსახულია 5 ფიგურისაგან შემდგარი რიგი, რომლითაგანაც პირველი ფიგურა წარმოადგენს [[წმინდა ნინო|წმინდა ნინოს]], ხოლო ბოლო ორი იმპერატორ [[კონსტანტინე I დიდი|კონსტანტინესა]] და მის დედას, ელენეს. რიგის მეორე და მესამე გვირგვინოსანი ფიგურა წარმოადგენს [[ქტიტორი|ქტიტორთა]] პორტრეტებს. ისტორიული წყაროები მოწმობენ რომ რიგის მეორე ფიგურა წარმოადგენს ლევან კახთა მეფეს. ჯერ კიდევ ორმოცდაათი წლის წინ ამ ფიგურის გვერდით იკითხებოდა წარწერა „ლეონ“, რომელიც ახლა დაკარგულია. რაც შეეხება რიგის მესამე ფიგურას, ის ძალზედ დაზიანებულია და მისგან მხოლოდ გვირგვინოსანის სილუეტიღაა შემორჩენილი. ადრინდელი კვლევები მას მიაკუთვნებდნენ [[თინათინ გურიელი|თინათინ]] გურიელს, ლევან მეფის მეუღლეს, თუმცა უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა რომ ამ ფიგურის სახეზე შეიმჩნევა მამაკაცის წვერის ფორმაზე მონიშნული სპეციალური ნაკაწრების, [[გრაფემა|გრაფემების]] კვალი, რომელსაც იყენებდნენ მოსამზადებელი ნახატისათვის კონტურების მოსანიშნად. შესაბამისად, რიგის მესამე ფიგურა უნდა ეკუთვნოდეს მამაკაცს.