ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
[[1680]]-[[1724]] წლებში გარეჯის [[გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი|იოანე ნათლისმცემლის მონასტრის]] მღვდელ-მონაზონია. [[ვახტანგ VI]] რუსეთში გამგზავრებისა და [[დომენტი IV]] კათოლიკოსის [[ლორე|ლორეს ციხეში]] შეხიზვნის შემდეგ „ბესარიონ დაიპყრა [[იესე (ალიყული-ხანი)|იესეს]] გამო კათალიკოზობა“. დომენტი კათოლიკოსი ამჯერად მალე დაუბრუნდა საკათოლიკოსო ტახტს, რადგანაც „... მოინდო ფაშამ კათალიკოზი დომენტი...“, თუმცა მალე კათოლიკოსი თავად „...ევედრა, რათა წარავლინოს წინაშე ხონთქარისა, რამეთუ ჰგონებდა მუნიდამ ლხინებასა რასმე ქართლისასა...“ [[1725]] წელს „დომენტის წარსვლის შემდეგ ერწმუნა კათალიკოზობის კათედრა დავით გარეჯის ბერს ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიანს, ბეჟან ბარათაშვილის ძეს, ავქსონს გრდემლისას“.
 
ბესარიონ ბარათაშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ არსებული ცნობები მეტად მწირია. ის ჯერ კიდევ ბერობაში მოუწოდებსმოუწოდებდა [[მამია III გურიელი|მამია III გურიელს]] მის საბატონოში ტყვის სყიდვის აკრძალვისაკენ.<ref>[https://aboutguria.blogspot.com/2019/04/iii.html მამია III გურიელის ფიცის წიგნი]</ref> საინტერესოა ასევე მის მიერ [[1733]] წელს [[კონსტანტინე II (კახეთის მეფე)|კონსტანტინე II]] კახთ ბატონის გარდაცვალების შემდეგ ასტრახანში ვახტანგ მეექვსისა და [[ბაქარი|ბაქარ ბატონიშვილისადმი]] გაგზავნილი წერილი, საიდანაც კარგად ჩანს ბესარიონ კათოლიკოსის არსებული პოლიტიკური ვითარების რეალურად შეფასების უნარი. აღნიშნულ წერილში ბესარიონ კათოლიკოსი დაჟინებით მოითხოვს ვახტანგისაგან სამშობლოში დაბრუნებას, აღუწერს რა საამისოდ ხელსაყრელ პოლიტიკურ სიტუაციას და ქვეყნის სათავეში ჩადგომას თხოვს.
 
ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი გარეჯის ლიტერატურული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის სრულყოფილად ფლობდა ძველ ქართულ ენას, იყო ფილოსოფიურ-დოგმატიკური და პოლემიკური მწერლობის შესანიშნავი მცოდნე, შემდგენელი ქართველ წმინდანთა საკითხავების ახალი კრებულისა. მას მიეწერება ქართული „ჰაგიოგრაფიული კრებული“-ს II რედაქცია: დომენტი კათოლიკოსის ინიციატივით შედგენილი ადრინდელი კრებული ბესარიონმა შეავსო ახალი თხზულებებით ([[რაჟდენ პირველმოწამე|რაჟდენ პირველმოწამის]], მეფე [[ლუარსაბ II|ლუარსაბ II-ის]], [[ჩოლოყაშვილი, ბიძინა|ბიძინა ჩოლოყაშვილის]], [[შალვა და ელიზბარ ერისთავები|შალვა და ელიზბარ ერისთავების]] ცხოვრებანი). ბესარიონს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტურგიკული და პოლემიკური მწერლობის განვითარებაშიც. სლავურ-რუსულ პროლოგ-სვინაქსარების მიხედვით მან შეადგინა „სადღესასწაულო“-ს ახალი რედაქცია. საქართველოში მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად კათოლიკობისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ დაწერა პოლემიკურ-დოგმატიკური თხზულება „გრდემლი“.