ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
109.172.194.40-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Beqabai-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 37:
== ფლორა ==
 
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრე [[ტყე]]ა (ტერიტორიის 75%). აქ დაცულია კავკასიის შერეული ტყეების ხელუხლებელი მონაკვეთების დიდი ფართობები; გვხვდება უნიკალური, რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტები. პარკის დაახლოებით მეოთხედი სუბალპურ და ალპურ მდელოებს, ასევე, დეკიანს (რელიქტური კავკასიური როდოდენდრონის არყებს) უჭირავს. ამასთან, აქ არის თავმოყრილი წმინდა ნაძვნარების (Picea) და ფიჭვნარების (Pinus) მასივები, რომლებიც ზღვის დონიდან 1400-1800 მ-ის ფარგლებშია გავრცელებული. ყველა ტყის შემქმნელი წიწვოვანი კავკასიის ენდემია: [[აღმოსავლური ნაძვი]] (Picea orientalis), [[კავკასიური სოჭი]] (Abies nordmanianna) და კავკასიური ფიჭვი (Pinus kochiana).
ფართოფოთლოვანებიდან ქვედა სარტყლებში [[ქართული მუხა]] (Quercus iberica) და რცხილა ჭარბობს (Carpinus caucasica), ზედა სარტყლებში – [[წიფელი]] (Fagus orientalis); ხშირია [[საქართველო]]ს წითელ ნუსხაში შეტანილი [[წაბლი]] (Castanea sativa) და სხვ. ეს სახეობების სხვადასხვა სარტყლებსა და ჰაბიტატებში მრავალგვარ კომბინაციებს ქმნიან. ტერიტორიაზე აქა-იქ გვხვდება სუბალპური ტანბრეცილი არყნარებიც (Betula litwinowii).
საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ხემცენარეთა სახეობებიდან, წაბლის გარდა, გვხვდება უხრავი (Ostrya carpinifolia), ჯონჯოლი (Staphylea colchica), [[აღმოსავლური მუხა]] (Quercus macra№thera), შიშველი თელადუმა (Ulmus glabra).