გიგა ლორთქიფანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
1950 წელს დაამთვარა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
 
1952–1954, 1957–1963, 1963–1967, 1976–1980 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1954–1956 წლებში [[მესხიშვილის თეატრი|ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის]], 1963–1965 [[გრიბოედოვის თეატრი|თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი]]ს მთავარი რეჟისორი; 1967 წელს [[რუსთავი|რუსთავში]] დაარსადააარსა [[რუსთავის დრამატული თეატრი|სახელმწიფო დრამატული თეატრი]], რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე; 1984–1986 წლებში [[საქართველოს ტელევიზია|საქართველოს ტელევიზიის]] მხატვრული ხელმძღვანელი; 1985 წლიდან [[თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი|ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრი]]ს სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2000 წლებში [[შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი]]ს რექტორი. მისი მნიშვნელოვანი დადგმებია: კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“ (1952), კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“ (1959), ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ , „მე ვხედავ მზეს“ (1960, 1961), სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ (1978) და სხვ., ვ. აბაშიძის მუსიკალურ თეატრში „მევიოლინე სახურავზე“ (1986), თბილისის საოპერო თეატრში ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ (1990), ბ. კვერნაძის „კოლხთა ასული“ (1997), ბათუმის საოპერო თეატრში ჯ. ვერდის „აიდა“ (1998). განხორციელებული აქვს დადგმები მოსკოვის თეატრ „სოვრემენნიკში“ და „მოზარდ მაყურებელთა თეატრში მალაია ბრონნაიაზე“; გადაიღო მხატვრული ფილმები „დათა თუთაშხია“ (1976-1977), „წიგნი ფიცისა“ (1983), „ერთ პატარა ქალაქში“ (1985), „თეთრი ბაირაღები“ (1990), „პრემიერა“ (1992). ეწეოდა აქტიურ სააზოგადოებრივ მოღვაწეობას. [[2009|2009 წელს]] გამოვიდა საქართველოს პატრიარქის, [[ილია II]]-ის, დაცვით.<ref>[http://www.messenger.com.ge/issues/1967_october_23_2009/1967_eto.html messenger]</ref> ასევე ცნობილი იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის კრიტიკით.<ref>[http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-10-43-25/213-2009-06-28-00-47-31.html versia.ge]</ref> მისი დაა ისტორიკოსი [[მარიკა ლორთქიფანიძე]].
==ფილმოგრაფია==
===დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა===