სოხუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 56:
 
== ისტორია==
 
=== ადრეული ისტორია ===
სოხუმის მიდამოები დასახლებულია ძველი ქვის ხანიდან. გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი პუნქტია. სამოსახლოების უმრავლესობა წარმოადგენს გორაკ-ბორცვებზე განლაგებულ წრიულ ნაგებობებს. აფხაზეთის არქეოლოგიურ მასალაში ინახება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ჭურჭლის, იარაღის და საყოფაცხოვრებო ნივთების დიდი რაოდენობა.
 
Line 74 ⟶ 72:
დასავლეთ საქართველოში არსებული ქაოსით ისარგებლეს ოსმალებმა და 1578 წელს ისევ აიღეს სოხუმი. ლამაზი მდებარეობის გამო ოსმალები სოხუმს „მეორე სტამბოლს“ ეძახდნენ. სოხუმი აფხაზეთში ოსმალთა ბატონობის დასაყრდენი გახდა. 1724 წელს ოსმალებმა აქ არსებული ციხესიმაგრე კიდევ უფრო გაამაგრეს და სუხუმ-კალე (სოხუმის ციხე) უწოდეს. [[1725]] და [[1728]] წლებში ადგილი ჰქონდა ანტიოსმალურ აჯანყებებს, მაგრამ ქალაქი ოსმალთა ხელში რჩებოდა. [[1771]] წელს აჯანყების შემდეგ ქალაქი განთავისუფლდა, მაგრამ მცირე ხნით. ოსმალებმა იგი კვლავ დაიკავეს. XVIII საუკუნის ბოლოს სოხუმი აფხაზეთის მთავრის რეზიდენციაა. ოსმალთა ბატონობის ხანაში ქალაქი დაქვეითდა. იგი ტყვეებით ვაჭრობის ერთ-ერთი პუნქტი გახდა. [[შარვაშიძეები|შარვაშიძეებმა]] ვერ შესძლეს ქალაქისთვის ძველი მნიშვნელობის დაბრუნება.
 
1810 წელს სოხუმი და აფხაზეთის სამთავრო რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. XIX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო სოხუმის აღორძინება. 1832 წელს გაიხსნა საბაჟო, 1846 წელს ნავსადგურად გამოცხადდა, 1847 წლიდან კი ქალაქის სტატუსი მიიღო. [[ყირიმის ომი]]ს დროს, 1855 წლის ოქტომბერში, [[აფხაზეთის სამთავრო]] და სოხუმი დაიკავეს ოსმალებმა. 1856 წლის 27 მაისს ოსმალები გავიდნენ სოხუმიდან. 1892 წელს სოხუმმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. <ref>[http://www1.naec.ge/images/doc/SXVA/local-governance.pdf „ადგილობრივი თვითმმართველობა“ გვ. 11 — თბილისი, 2016]</ref> შემდგომში ქალაქი ძალიან დიდ განვითარებას გადის. 1918-21 წწ-ში იგი იყო [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მნიშვნე,ოვანი საპორტო ქალაქი. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ სოხუმში აიგო უამრავი ახალი შენობა ნაგებობა, სანატორიუმები, სასტუმროები, მოეწყო სანაპირო ზოლი და გადიდდა პორტი. სოხუმი. 1989 წლისათვის სოხუმი იყო საბჭოთა კავშირის ერთ ერთ ყველაზე მდიდარი ქალაქი. ტურისტული პოტენციალით იგი უსწრებდა ყველა ქალაქს საბჭოთა რესპუბლიკებში.
 
[[Აფხაზეთის ომი (1992-1993)|აფხაზეთის ომის]] პერიოდში სოხუმი ყველაზე ცხელი წერტილი იყო. მასზე გადიოდა გუმისთის ფრონტი, რომელსაც იცავდა [[23-ე ბრიგადა (აფხაზეთი)|23-ე ბრიგადა]] იცავდა. ქალაქმა ამ პერიოდში უამრავი თავდასხმა გადაიტანა. ომი სწორედ სოხუმის დაცემით დასრუდა. რომელიც ართულიქართული ეთნოსის უძლიერესი ცენტრი იყო აფხაზეთში. ომის შედეგად ქალაქი ძლიერ დაზარალდა. დაინგრა შენობა-ნაგებობების საკმაო ნაწილი. ომისშემდგომმაომის შემდგომმა ეკონომიკურმა და დემოგრაფიულმა კოლაფსმა გაანადგურა ქალაქის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პოტენციალი. ქალაქის მოსახლეობის 65%-მა დატოვა ქალაქი და საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
 
1993 წლის 27 სექტემბრიდან ქალაქს აკონტროლებენ აფხაზი სეპარატისტები. [[საქართველოს პარლამენტი]]ს მიერ [[2008]] წელს მიღებული [[საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ|კანონის]] თანახმად, ოკუპირებულია [[რუსეთი|რუსეთის ფედერაციის]] მიერ.
Line 174 ⟶ 172:
* [http://www.ethno-kavkaz.narod.ru/rnabkhazia.html მოსახლეობის აღწერა-2011]
*[https://www.youtube.com/watch?v=erw4WY4cRa4 როგორ დაეცა სოხუმი - დოკ ფილმი]
*[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=25&t=1421 სოხუმის ისტორია — წყაროები და ბიბლიოგრაფია]
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოხუმი“-დან