ხიზანაანთ გორა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
 
გათხრებით გამოვლინდა 2,75 მ სიგანის საზეიმო კიბის 18 საფეხური, რომელსაც ჩრდილოეთიდან პანდუსი მიუყვებოდა. გაითხარა აგრეთვე სამეურნეო სათავსები, სადაც წითლად გამომწვარი და მოხატული ქვევრებია ნაპოვნი. აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კრამიტი, თიხის ჭურჭელი, ლითონისა და ძვლის ნივთები. ტაძარი ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა. გვიანდელი ანტიკურ ხანაში ხიზაანთ გორას ქვიტკირის კონტრფორსებიანი გალავანი შემოარტყეს. VI საუკუნეში აქ ქალაქის შიდაციხე იყო. გამოვლინდა ალიზის გალავანშემორტყმული დიდი ზომის ექვსსათავსიანი კოშკი (შემორჩენილი სიმაღლე 2,5 მ). კოშკსა და გალავანს შორის მოქცეული ფართობი მოკირყწლული იყო. გალავნის ჩრდილოეთი კედელი ეყრდნობა ქვისსაფეხურებიან კედელს, რომლითაც გამაგრებული იყო გორის ფერდობი. კოშკში მდიდარი არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა, მ. შ. 10 ცალი სასანური ვერცხლის მონეტა, რომლებიც პეროზის (458-488), კავად I-ისა (488-531) და ხოსრო I-ის (531-579) სახელითაა მოჭრილი. კოშკი, VII საუკუნის დასაწყისში ხანძარს გაუნადგურებია, რის შემდეგაც იგი მიწით დაუფარავთ.
 
==ლიტერატურა==
*''გაგოშიძე ი.,'' [[ქსე]], ტ. 11 , გვ. 481, თბ., 1987
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხიზანაანთ_გორა“-დან