სოფიო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
1826 წლის 21 ნოემბერს ქმრის გარდაცვალების შემდეგ გურიის სამთავროს მდივანბეგმა გიორგი ნაკაშიძემ და სახლთუხუცესმა დავით მაჭუტაძემ შეკრიბეს გურიის თავადაზნაურები და სოფიოსა და დავითის ერთგულებაზე დააფიცეს. დაფიცებაზე უარი განაცხადა ერისთავმა და მისმა სახლიშვილებმა, რომლებიც ამისთვის რუსეთისგან ნებართვას ელოდნენ. საქართველოს მთავარმართებელმა [[ალექსი ერმოლოვი|ალექსი ერმოლოვმა]] დაფიცების აქტი უკანონოდ სცნო და უსაყვედურა სოფიოს. ერმოლოვმა 1827 წლის 3 იანვარს შექმნა გურიის სამთავროს სამმართველო საბჭო, ხოლო საბჭოს თავმჯდომარედ სოფიო დაინიშნა. საბჭო ოფიციალურად გურიის სამთავროს მემკვიდრის, [[დავით გურიელი]]ს სრულწლოვანებმდე (ის მაშინ 8 წლის იყო) შეიქმნა. საბჭოს ადგილსამყოფელად განისაზღვრა [[ნაგომარი]]. ერმოლოვი დაპირდა სოფიოს, რომ მას აარჩევინებდა საბჭოს წევრებს, მაგრამ სინამდვილეში ერმოლოვმა თავად დანიშნა საბჭოში ექვსივე წევრი: ვახტანგ ერისთავი, დავით მაჭუტაძე, სვიმონ გუგუნავა, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ერისთავი, გიორგი თავდგირიძე. საბჭოში ორი პოლიტიკური დაჯგუფება იყო. პირველი, სოფიოს მეთაურობით, მხარს უჭერდა მთავრის ხელისუფლების აღდგენას, მეორე კი რუსეთის მხარდამჭერი იყო. სოფიო უკმაყოფილო იყო საბჭოს შექმნით. 1827 წლის თებერვალში მან თავადებისა და სამღვდელოების ნაწილთან ერთად (მიტროპოლიტი ნიკოლოზ ჯუმათელი, დავით ვახტანგის ძე გურიელი, გიორგი ლევანის ძე გურიელი, სვიმონ და გიგო ერისთავები, ნარიმან მაჭუტაძე, ბიჭია შალიკაშვილი, გუგუნავებისა და ნაკაშიძეების სახლები) ოფიციალურად მოითხოვა ამ საბჭოს გაუქმება. ერმოლოვს სამთავროს გაუქმება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ საბჭო არ გააუქმა.
 
[[რუსეთ-თურქეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-თურქეთის 1828–1829 ომი]]ს დროს სოფიო შეეცადა ესარგებლა სიტუაციით. მან ჯერ კიდევ 1827 წლიდან დაიწყო ურთიერთობის დაჭერა ქვემო გურიისა და აჭარის ბეგებთან, [[ფოთი]]ს ფაშასთან. მან ივნისში ერთგულება შეჰფიცა ოსმალეთის სულთანს, ხოლო მძევლად 10 წლის ქალიშვილი გაუგზავნა. სოფიო აპირებდა დავით მაჭუტაძესთან დაქორწინებას და სამთავრო ტახტის აღდგენას. მაგრამ სოფიომ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღმოჩნდა, რომ თავადაზნაურები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ოსმალეთის დახმარებით არ აპირებდნენ. დავით მაჭუტაძემ სოფიოსთვის მხოლოდ 500 მოლაშქრის შეგროვება შეძლო. მაჭუტაძემ ფარულად მოიარა ფოთი, ბათუმი, ტრაპიზონი და ბოლოს მოახერხა, რომ სულთანს სოფიოსთვის მფარველობის ფირმანი გამოეგზავნა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა რუსეთისთვის. რუსეთის ჯარის კავკასიის ფრონტის მარჯვენა ფრთის მმართველმა, გენერალ-მაიორმა კარლ ჰესემ სოფიოს წინადადება მისცა, მძევლად ჩაებარებინა დავით მაჭუტაძე და შეეწყვიტა ოსმალეთთან ურთიერთობა.
სოფიოს არც მოსახლეობა უჭერდა მხარს. [[რუსეთ-თურქეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-თურქეთის 1828–1829 ომი]]ს დროს სოფიო შეეცადა აღედგინა გურიის სამთავროს დამოუკიდებლობა. მან ივნისში ერთგულება შეჰფიცა ოსმალეთის სულთანს, ხოლო მძევლად 10 წლის ქალიშვილი გაუგზავნა. 1828 წლის 30 სექტემბერს [[ლიხაური]]ს ბრძოლაში სოფიო დამარცხდა. რუსეთის ჯარმა გენერალ გესსეს მეთაურობით გურია დაიკავა, სოფიო [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთში]] გაიქცა და ქობულეთში სარდალ ოსმან-ბეგთან მივიდა. მასთან ერთად წავიდნენ დავით მაჭუტაძე, გიორგი თავდგირიძე, ლაზარე ნაკაშიძე, 8 აზნაური და 56 მსახური. სოფიო იქვე გარდაიცვალა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოფიო“-დან