ოდიშ-გურიის დაბლობი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[File:Odish Guria Lowland.jpg|thumb|ოდიშ-გურიის დაბლობი, ხედი ჯიხეთის მონასტრიდან]]
'''ოდიშ-გურიის დაბლობი''' — [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის აკუმულაციური დაბლობის]] შუა ნაწილი. მდინარე [[ენგური]]ს ქვემო დინებიდან მდინარე [[სუფსა]]მდე და [[შავი ზღვა|შავი ზღვიდან]] მდინარე [[ცხენისწყალი|ცხენისწყლამდე]]. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 50 [[მ]]. ოდიშ-გურიის დაბლობი ზედამეოთხეული და თანადროული ნალექებით აგებული ბრტყელი და დაბალი ვაკეა. იყოფა ოდიშისა და გურიის დაბლობებად. ''ოდიშის დაბლობი'' მდინარე [[რიონი]]ს მარჯვენა მხარეზეა, ''გურიის დაბლობი'' — მარცხენაზე. [[ჰავა]] ნესტიანი სუბტროპიკულია. დაბლობის დასავლეთი სანაპირო უკავია სამეურნეოდ ნაკლებად ათვისებულ ჭალადიდის დაჭაობებულ მასივს. დაბლობს ჰკვეთს მდინარეები: [[ხობისწყალი]], [[რიონი]], [[ფიჩორი]]. ოდიშ-გურიის დაბლობზეა [[პალიასტომის ტბა|პალიასტომის]], [[ჯაპანას ტბა|ჯაპანას]], [[გულეთკარი]]ს, [[ჩალუბი]]ს, [[პატარა პალიასტომი]]ს, [[იმნათის ტბა|იმნათის]], [[მალთაყვა|მალთაყვისა]] და [[გრიგოლეთი]]ს ტბები.
სანაპიროს [[დიუნა|დიუნების]] ზოლი შემოსილია სუსტად განვითარებული მცენარეულობით ([[ქვიშამხალი]], [[ლურჯი ნარი]], [[ზღვის შროშანი]], [[ნეგო]], [[რძიანა]], [[ხურხუმი]], [[ქაცვი]] და სხვა). [[ჭაობი|ჭაობების]] ნაწილი [[ისლი]]თ ან [[ხავსი]]თ არის დაფარული, ნაწილი კი [[მურყანი|მურყნარს]] უკავია.
Line 7 ⟶ 8:
{{commonscat|Odishi-Guria lowland}}
{{ქსე|7|502|მარუაშვილი ლ.}}
 
 
[[კატეგორია:საქართველოს დაბლობები]]