გურიის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მთა
| სახელი = გურიის ქედი
| სურათი = GuriaView Ridgefrom Erketi Monastery.jpg
| სურათის_წარწერა = გურიის ქედი
| ქვეყანა = {{დროშა|საქართველო}}
ხაზი 17:
| ასაკი =
| საიტი =
| ვიკისაწყობი = Category:Guria Ridge
}}
'''გურიის ქედი''', '''გურიის სერი''', '''ნიგოითის სერი''' — ქედი [[საქართველო]]ში, [[მესხეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ განშტოება. განფენილია [[ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი|ლანჩხუთის]], [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი|ოზურგეთის]], [[სამტრედიის მუნიციპალიტეტი|სამტრედიის]] და [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი|ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში]]. მდებარეობს [[კოლხეთის დაბლობი]]ს სამხრეთ კიდეზე და აღმოსავლეთისაკენ გრძელდება სამხრეთ იმერეთის მთისწინა სერში.<ref name="Mar" /> გურიის ქედის თხემის აბსოლუტური სიმაღლე აღმოსავლეთისაკენ მატულობს. მდინარე [[სუფსა|სუფსის]] გამკვეთი ხეობის მიდამოებში ეს სიმაღლე 150-200 მ-ით განისაზღვრება, ხოლო [[ოზურგეთი]]სა და [[ჩოხატაური]]ს გრძედებზე 500-700 აღწევს. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 678 მ (მთა [[ბურნარ-საცხვარო]]). აღმართულია აგრეთვე მთები: ბურნათი (498 მ), ტალახა (667 მ), საირაო (475 მ), სამება (522 მ). დამახასიათებელია ტექტონიკურ-ეროზიული რელიეფი. ქედის შუა მონაკვეთი საირაოს სერის სახელწოდებით არის ცნობილი. ქედის კალთები ციცაბოა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში. აგებულია შუა და ზედა მესამეული ნალექებით. გარღვეულია ორი გამკვეთი ხეობით.<ref name="Mar" /> დასავლეთით ასეთი ხეობა [[სუფსა|სუფსის]] გამომუშავებულია, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე [[ხევისწყალი|ხევისწყლის]]. გურიის ქედის სამხრეთით მასსა და [[მესხეთის ქედი]]ს ჩრდილო კალთებს შორის, მდებარეობს გურიის ტაფობი, რომელიც აგრეთვე შუა და ზედა მესამეული ნალექებითაა აგებული.<ref name="Mar">{{cite book |author=[[ლევან მარუაშვილი|მარუაშვილი ლ]]. |title=საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია |isbn= |publisher=ცოდნა |location=თბილისი, საქართველო|page=250-251 თბ. 1964}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურიის_ქედი“-დან