კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ მომხმარებელმა Shubitidze2004 გვერდი „კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლები“ გადაიტანა გვერდზე „კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები“ |
No edit summary |
||
ხაზი 1:
'''კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები''' — [[1921]] წლის
20 თებერვალი არმიისა და გვარდიის ნაწილებში საერთო შეტევით ქართველებმა კოჯორი დაიბრუნეს და ფრონტის ხაზის მთლიანობა აგადგინეს. რუსებმა დაკარგეს 4 ქვემეხი 15-მდე ტყვიამფქვრევი, ჯავშანმობილი და ასამდე ტყვე. 20-23 თებერვლის განმავლობაში სამხედრო სკოლის მებრძოლები ურყევად იდგნენ თავის პოზიციებზე, განსაკუთრებით მძიმე მომეტებში რეზერვში მყოფი იუნიკერების კონტრიერიში მუდამ საკმარისი იყო მდგომარეობის აღსადგენად. [[24 თებერვალი]] დამხმარე ნაწილებით გაძლიერებული XI არმიის ფრონტის ყველა უბანზე გადამწყვეტ შეტევაზე გადავდიდ. ბაქოდან გადმოსროლილი წითელი კურსანტების აღმოსავლეთის ბრიგადა უკვე შეთხელებულ იუნიკერებს (მათ რიგში მხოლოდ 85-90 ბრძოლის უნარიანი კაცი იყო დარჩენილი) ტაბახმელაში დაუპირისპირდა. ბოლშევიკებმა ფრონტის ხაზი გარღვიეს და ლეიტენანტ გ. ალექსი-მესხილშვილის ბატარეას შეუტიეს. გ. ალექს-მესხიშვილის ბატარეის ჯარისკაცები უთანასწორო ხელჩართული ბრძოლაში ჩაებნენ. რუსების შეტევა შეჩერდა. იუნიკერებმა ზურგიდან დაარტყეს მტერს და უკუაქციეს. მტრის ტყვიამფრქვევის ხელში ჩაგდებისას გმირულად დაეცა იუნკერი შალვა ერისთავი. დღის ბოლომდე სამხედრო სკოლამ რუსების ყველა იერიში მოიგერია და მხოლოდ უკან დახევის საერთო ბრძანების შემდეგ დატოვა პოზიციები. კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში სამხედრო სკოლამ 2 ოფიცერი და 10 იუნკერი დაკარგა. დაჭრილი აღმოჩნდა 7 ოფიცერი და 43 იუნკერი. ნაცვალთა ათასეულის დაჭრილ დახოცილთა რაოდენობამ დაახლოებით 40 პროცენტს მიაღწია.
|