საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 165:
* თამაზ ვახტანგის ძე ნინუა, [[2 დეკემბერი]], [[1991]] - [[2 მაისი]], [[1992]] (გენერალ-მაიორი, [[29 ნოემბერი]], [[1996]]).
 
1991 წლის 22 დეკემბრის თბილისის სამოქალაქო ომის დროს თამაზ ნინუა გადავიდა ბოევიკების [[თენგიზ კიტოვანი]]ს და [[ჯაბა იოსელიანი]]ს მხარეს. მათი ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლის დროს თ. ნინუამ მიიღო შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2003 წელს ის გავიდა პენსიაზე და დაკავდა მცირე ბიზნესით ტყავის წარმოების დარგში.
 
ცალკეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია ამოიცნო თუ რომელ ჩეკისტურ კლანს ეკუთვნოდა ყოფილი სახელმწიფო უშიშროების მინისტრი თამაზ ნინუა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს იყო რომელიღაც პროამერიკული КГБ-ს კლანი.
 
2009 წლის 13 ნოემბერს ის და მისი მეუღლე [[თბილისი|თბილისში]], [[ადამ მიცკევიჩი]]ს №18-ში მოკლულები იპოვეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, გვამები საძინებელ ოთახში აღმოაჩინეს. თამაზ ნინუა სავარძელში მჯდომი მოკლეს, მისი მეუღლე ეთერ ნინუა კი საწოლში იყო ჩაცხრილული. ორივე მათგანს ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი. უშიშროების გენერლის მკვლელობა [[პრეზიდენტი|პრეზიდენტ]] [[ზვიად გამსახურდია]]ს დაღუპვის საგამოძიებო კომისიის შექმნას დაემთხვა, რაც სხვადასხვა ეჭვის მიზეზად იქცა. ოფიციალურად თამაზ ნინუას მკვლელად ითვლებაითვლებოდა ახლო პარტნიორი ბიზნესში, ვინმე თამაზ გოგია. ის გასამართლდა 2010 წლის 13 აგვისტოს და მკვლელობისთვის 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ მან ჩადენილი დანაშაული არ აღიარა.
 
„ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თამაზ გოგიას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ამისა, ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი“, — ნათქვამია [[საქართველოს მთავარი პროკურატურა|მთავარი პროკურატურის]] განცხადებაში.
 
2010 წლის 13 აგვისტოს თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც თითქოსდა [[დანაშაული|დანაშაულის]] ჩადენას ამტკიცებდა. ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებულმა ექსპერტიზამ თამაზ გოგიას ბრალეულობა გამორიცხა და აჩვენა, რომ მის მიმართ ბრალეულობის მტკიცებულებები გაყალბებულია. თამაზ გოგია ხუთშაბათსგამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, 2017 წლის 20 ივლისს გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
 
==საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის უფროსი==