გარი კასპაროვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
| საიტი =
}}
'''გარი კასპაროვი''' ({{lang-ru|Га́рри Ки́мович Каспа́ров}}, გვარი დაბადებისას '''ვაინშტეინი'''; დ. [[13 აპრილი]], [[1963]], [[ბაქო]], [[აზერბაიჯანის სსრ]], [[სსრკ]]) — საბჭოთა და რუსი მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ჭადრაკში, საჭადრაკო ლიტერატორი და პოლიტიკოსი, ხშირად აღიარებული, როგორც ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე.<ref name="barden">{{cite web|url=http://www.guardian.co.uk/news/2008/jan/19/mainsection.obituaries|title=Obituary: Bobby Fischer|last=Барден, Леонард|Barden, L.|date=19 იანვარი, 2008|publisher=[[The Guardian]]|accessdate=2010-12-13|archiveurl=https://www.webcitation.org/60rgyjuj5?url=http://www.guardian.co.uk/news/2008/jan/19/mainsection.obituaries|archivedate=2011-08-11}}</ref><ref name="bbc">{{cite web|url=http://news.bbc.co.uk/hi/russian/sport/newsid_4342000/4342613.stm|title=Каспаров: король уходит со сцены|last=Рохер|first=Ф.|date=12 მარტი, 2005|publisher=[[BBC]]|accessdate=2010-12-13|archiveurl=https://www.webcitation.org/60rhJgV2N?url=http://news.bbc.co.uk/hi/russian/sport/newsid_4342000/4342613.stm|archivedate=2011-08-11}}</ref> გარდა მსოფლიო ჩემპიონობისა, კასპაროვი იყო [[საერთაშორისო დიდოსტატი]] ([[1980]]), სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი ([[1985]]), სსრკ-ის და რუსეთის ჩემპიონი ([[1981]], [[1988]], [[2004]]); აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადების რვაგზის გამარჯვებული, ოთხჯერ სსრკ-ის და ოთხჯერ რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში. კასპაროვს ასევე თერთმეტჯერ მიენიჭა საჭადრაკო „ოსკარი“ (პრიზი წლის საუკეთესო მოჭადრაკეს). [[1985]]-[[2006]] წლებში, მცირე შესვენებებით, კასპაროვი პირველ ადგილს იკავებდა [[ფიდე]]ს რეიტინგში. [[1994]] წელს, [[1993]] წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კასპაროვი გარიცხეს ფიდეს რეიტინგიდან,<ref>[http://www.olimpbase.org/Elo/Elo199307e.html FIDE Rating List :: July 1993], [http://www.olimpbase.org/Elo/Elo199401e.html FIDE Rating List :: January 1994], [http://www.olimpbase.org/Elo/Elo199407e.html FIDE Rating List :: July 1994], [http://www.olimpbase.org/Elo/Elo199501e.html FIDE Rating List :: January 1995].</ref> ხოლო [[1996]] წლის იანვარში მას და [[ვლადიმერ კრამნიკი|ვლადიმერ კრამნიკს]] ერთნაირი რეიტინგი ჰქონდათ.<ref>[http://www.olimpbase.org/Elo/Elo199601e.html FIDE Rating List :: January 1996]</ref> [[1999]] წელს კასპაროვმა რეიტინგის რეკორდულ მაჩვენებელს, 2851 ქულას მიაღწია.<ref name="Record">{{cite web|url=http://www.sport-express.ru/newspaper/1999-05-27/1_1/|title=Каспаров — 2851|3=|date=27 მაისი, 1999|publisher=Спорт-Экспресс|accessdate=2010-12-11|archiveurl=https://www.webcitation.org/60rhedh2i?url=http://www.sport-express.ru/newspaper/1999-05-27/1_1/|archivedate=2011-08-11}}</ref> მისი რეკორდი 13 წლის შემდეგ,<ref name=ReferenceA>[http://www.olimpbase.org/Elo/Elo199907e.html FIDE Rating List :: July 1999]</ref> მოქმედმა ჩემპიონმა, [[მაგნუს კარლსენი|მაგნუს კარლსენმა]] მოხსნა.<ref name="magnusrating">{{cite web|url=http://www.kommersant.ru/doc/2087670|title=Магнус Карлсен наиграл на рекорд|author=Доспехов, А.|date=12 დეკემბერი 2012|publisher=[[Коммерсантъ]]|accessdate=2012-12-12|archiveurl=https://www.webcitation.org/6CvoqfrHb?url=http://www.kommersant.ru/doc/2087670|archivedate=2012-12-15}}</ref>
 
კასპაროვმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული [[1985]] წელს მოიპოვა, როდესაც პრეტენდენტის რანგში მოქმედი ჩემპიონი [[ანატოლი კარპოვი]] დაამარცხა. „ორი К-ს“<ref group="კომ.">გამომდინარეობს კასპაროვის ('''К'''аспаров) და კარპოვის ('''К'''арпов) გვარებიდან</ref> დაპირისპირების ფარგლებში, კასპაროვმა და კარპოვმა მსოფლიო ჩემპიონობისთვის ხუთი მატჩი ითამაშეს. [[1993]] წელს კასპაროვი და პრეტენდენტი [[ნაიჯელ შორტი]] [[ფიდე]]დან გამოვიდნენ და მატჩი ახალი ორგანიზაციის, [[პროფესიონალური საჭადრაკო ასოციაცია|პროფესიონალური საჭადრაკო ასოციაციის]] (პფა) ეგიდის ქვეშ ჩაატარეს. საპასუხოდ, [[ფიდე]]მ კასპაროვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. [[2006]] წლამდე, არსებობდა მსოფლიოს ორი ჩემპიონი: ერთი ფიდეს, ხოლო მეორე პფა-ს ვერსიით. [[2000]] წელს კასპაროვმა დათმო ჩემპიონის ტიტული [[ვლადიმერ კრამნიკი|ვლადიმერ კრამნიკთან]] მატჩში დათმო.
{{მოსმენა2|filename=Garri Kasparov voice.oga|title=კასპაროვის ხმის ჩანაწერი|description=ინტერვიუ რადიოსადგურზე ''Эхо Москвы'', 13 სექტემბერი, 2011|format=[[Oga]]}}
[[2005]] წელს დაასრულა საჭადრაკო კარიერა პოლიტიკური საქმიანობის დაწყებისთვის. იყო სხვადასხვა ოპოზიციური მოძრაობების მონაწილე. იკავებდა „გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის“ თავმჯდომარის თანამდებობას, იყო „სრულიად რუსეთის სამოქალაქო კონგრესის“ ერთ-ერთი თავმჯდომარე, „რუსეთის ფედერაციის ეროვნული ასამბლეის“ დეპუტატი. [[2008]] წელს გახდა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა სოლიდარობის“ ფედერალური ბიუროს ერთ-ერთი წევრი და დამფუძნებელი, თუმცა, [[2013]] წელს დატოვა მისი რიგები. [[2012]] წლის ოქტომბერში კასპაროვი აირჩიეს რუსული ოპოზიციის „საკოორდინაციო საბჭოში“. 2013 წელს განაცხადა, რომ ტოვებდა რუსეთს და გააგრძელებდა [[ვლადიმერ პუტინი|პუტინის]] რეჟიმთან ბრძოლას საერთაშორისო არენაზე.<ref name="kasparov_ru_7062013">{{cite web|url=http://www.kasparov.ru/material.php?id=51B0A1D31D200|title=Я хочу прояснить ситуацию|last=Каспаров|first=Г.|date=7 ივნისი, 2013|work=Каспаров.ру|accessdate=2014-01-10}}</ref> [[2011]] წლიდან კასპაროვი აგრეთვე იკავებს „ადამიანის უფლებათა ფონდის“ საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს. [[2014]] წელს მონაწილეობდა [[ფიდე]]ს პრეზიდენტის არჩევნებში, თუმცა დამარცხდა მოქმედ [[კირსან ილუმჟინოვი|კირსან ილუმჟინოვთან]].
 
== ბავშვობა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გარი_კასპაროვი“-დან