აია (მითოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 117:
[[ფაილი:Martin Didier Pape - Plaque with Medea's Murder of Absyrtus - Walters 44281.jpg|thumb|260px|''[[მედეა (მითოლოგია)|მედეას]] მიერ [[აფსირტე|აფსირტეს]] მკვლელობის მემორიალური დაფა'' შესრულებული მარტინ დიდიე ფეიფის მიერ [[1580|1580-სა]] და [[1600 წელს]] შორის.]]
[[ფაილი:Aeetes Accepts the Dismembered Corpse of Absyrte..jpg|thumb|260px|"[[აიეტი (მითოლოგია)|აიეტი]] იღებს [[აფსირტე|აფსირტეს]] დანაწევრებულ გვამს". გრავირებული რენე ბუავენის მიერ, ლეონარდ ტირის შემდეგ, [[1563|1563 წელს]].|right]]
 
===[[ძველი კოლხეთი|ძველი კოლხეთის]] მითური მმართველები===
{| class="wikitable plainrowheaders" border="10" cellpadding="10" cellspacing="10"
|-----
| colspan="4" align="center" bgcolor=#FFCB31 | <center>'''[[ჰესიოდე|ჰესიოდეს]] თეოგონია (ღმერთთა მოდგმა) <ref>[https://view.publitas.com/p222-14553/hesiode-teogonia/page/1/ ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 1]</ref>'''</center>
|-----
!width = "8%" style=background:#aadead;| [[პორტრეტი]]
!width = "15%" style=background:#ababab;| სახელი
!width = "12%" style=background:#efdead;| თარიღი <ref>[http://www.hellenicaworld.com/Greece/Mythology/en/MythicalChronology.html/ საბერძნეთის მითოლოგიური ქროონოლოგია]</ref>
!width = "57%" style=background:#efdead;| ქრონიკები
|-----
|[[File:Lotto Capoferri Magnum Chaos.jpg|thumb|180px|center|«Magnum Chaos», ხის ნაკეთობა შექმნილი ჯიოვან ფრანჩესკო კაპოფერის მიერ, დაცული [[ბერგამო|ბერგამოში]], სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში, ეფუძნება ლორენცო ლოტოს დიზაინს.]]
|'''[[ქაოსი]]''' ({{lang-grc|χάος}})
|<small>[[ძვ. წ. 1788|ძვ. წ. 1788 წელი]] — [[ქაოსი]] ბადებს [[გეა|გეას]].
|<small>«უზარმაზარი სიცარიელე, უფსკრული, წყვდიადი», წარმოებული {{lang-grc|χαίνω}} სიტყვიდან, ნიშნავს «გახსნას, ფართოდ გაღებულს». პირველად აღწერილი [[ჰესიოდე|ჰესიოდეს]] «თეოგონიაში» ([[ძვ. წ. 700]]) – მსოფლიოს თავდაპირველი მდგომარეობის პერსონიფიკაცია მოწესრიგებული სამყაროს გაჩენამდე. უწინარესად იშვა ქაოსი. შემდეგ გაჩნდნენ მკერდგანიერი [[გეა]] ([[დედამიწა]]), მარად მტკიცე საყრდენი ყველა უკვდავის, რომელთაც დათოვლილი ოლომპოსის მწვერვალზე დაუვანიათ, ფართოგზებიანი მიწის წიაღში ჩაძირული პირქუში [[ტარტაროსი]] (უფსკრული) და [[ეროსი (მითოლოგია)|ეროსი]] ([[სიყვარული]]), ვინც ულამაზესია ღმერთთა შორის, ღონისმიმხდელი და ყველა ცისიერისა თუ მიწიერის გონებას და გონივრულ ნებას გულს უმორჩილებს.
 
ქაოსისგან იშვა [[ერებუსი|ერებოსი]] (წყვდიადი) და [[ნიქსი]] ([[ღამე]] წკვარამი). [[ნიქსი]] ტრფობით შეერთო [[ერებუსი|ერებოსს]] და დაბადა ეთერი (მიწისზედა ჰაერის ნათელი სივრცე) და ჰემერა (დღე). <ref>[https://view.publitas.com/p222-14553/hesiode-teogonia/page/4/ ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 4]</ref>
|-----
|[[ფაილი:Feuerbach Gaea.jpg|thumb|180px|center|[[გეა]], ანსელმ ფონ ფეიერბახის მიერ [[1875|1875 წელს]] შესრულებული ჭერის მხატვრობა, ვენის სახვითი ხელოვნების აკადემია.]]
|''' [[გეა]]''' ({{lang-grc|Γῆ, Γᾶ, Γαῖα}} — «[[დედამიწა]]».)
|<small>[[ძვ. წ. 1770|ძვ. წ. 1770 წელი]] — [[გეა]] ბადებს [[ურანოსი|ურანოსს]].
|<small>ხოლო მიწამ თავდაპირველად შვა ვარსკვლავიანი [[ცა]] ([[ურანოსი]]), თავისივე ტოლი, რათა ყოველი მხრიდან დაეფარა ცას იგი და ნეტარ ღმერთთა მარად მტკიცე სამკვიდროდ ქმნილიყო. მანვე შვა აგრეთვე მაღალი მთები, თვალწარმტაცი სამყოფელი ქალღმერთ ნიმფათა, რომელნიც მაღნარით დაფარულ მთებში ბინადრობენ. შემდეგ მიწამ, ისე, რომ ნანატრი სიყვარულით არავის შერთვია, დაბადა უნაყოფო, ბობოქარი ზღვა [[პონტოსი]]. მერე ცასთან გაიყო სარეცელი და დაბადა ღრმამორევებიანი ოკეანოსი, კოიოსი, კრეოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, თეა, რეა, თემისი, მნემოსინე, ოქროსგვირგვინოსანი ფოიბე და ტურფა ტეთისი. ხოლო მათ შემდეგ შვა უმრწემესი, ცბიერი კრონოსი, შვილთა შორის უსაშინლესი, რომელსაც სძულდა მხნე მამა მშობელი. ამის მერე შვა მიწამ გულზვიადი კიკლოპები ({{lang-grc|Κύκλωπες}} — მრგვალთვალიანები) – ბრონტესი, სტეროპესი და გულადი არგესი, რომელთაც ჭექა-ქუხილი მისცეს და ელვა დაუმზადეს ზევსს. ისინი ყველაფრით ჰგავდნენ ღმერთებს, მხოლოდ თვალი ჰქონდათ ცალი შუა შუბლზე. მათ კიკლოპები ეწოდათ, რაკი ცალი მრგვალი თვალი ჰქონდათ შუბლზე. ძალ-ღონესა და მოხერხებას იჩენდნენ ისინი საქმეში. <ref>[https://view.publitas.com/p222-14553/hesiode-teogonia/page/4/ ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 4]</ref>
|-----
|[[ფაილი:Aion mosaic Glyptothek Munich W504.jpg|thumb|180px|center|რომაული ვილა სენტინუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე უზარმაზარი იატაკის მოზაიკა (ამჟამად ცნობილი სასოფერატოს სახელით, [[მარკე|მარკეში]], [[იტალია]]), ქრისტეს შობიდან [[200]] – [[250]] წლები. ეონი ({{lang-el|Αἰών}}) ([[ურანოსი|ურანოსის]] რომაული ასლი), უკვდავების ღმერთი დგას ასტროლოგიური სფეროს ცენტრში, რომელიც გაფორმებულია ზოდიაქოს ნიშნებით. მათ შორის მოთავსებულია მწვანე და შიშველი ხე (შესაბამისად ზაფხული და ზამთარი). მათ წინ კი ზის დედამიწის ქალღმერთი ტელუსი/ ტერა ([[გეა|გეას]] რომაული ასლი) თავის ოთხ შვილთან ერთად, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენენ ოთხ სეზონს.]]<br />[[ფაილი:The Mutiliation of Uranus by Saturn.jpg|thumb|180px|center|[[ურანოსი|ურანოსის]] კასტრირება [[კრონოსი|კრონოსის]] (სატურნი) მიერ: [[ჯორჯო ვაზარი|ჯორჯო ვაზარის]] და ქრისტოფანო ჯერარდის ფრესკა, [[1560|1560 წელი]] ([[კოზიმო I მედიჩი|კოზიმო I მედიჩის]] დარბაზი, პალაცო ვეკიო, ფლორენცია).]]
|'''[[ურანოსი]]''' ({{lang-grc|Οὐρανός}} — «ზეცა».)
|<small>[[ძვ. წ. 1750|ძვ. წ. 1750 წელი]] — [[ურანოსი]] ეუფლება [[გეა|გეას]]. იბადებიან — [[კიკლოპები]], [[ჰეკატონხეირები]] და [[ტიტანები]]<br />(სამარხების შახტა [[მიკენი|მიკენში]], აშენებული [[ძვ. წ. 1740|ძვ. წ. 1740-სა]] და [[ძვ. წ. 1450|1450 წელს]] შორის).
 
[[ძვ. წ. 1710|ძვ. წ. 1710 წელი]] — "საფრიდან მარცხენა ხელი გაიწვდინა ძემ ([[კრონოსი|კრონოსმა]] (სატურნი)), მარჯვენაში ვეება ნამგალი ეჭირა, გრძელი, კბილბასრი, უმალ მოჰკვეთა მამას ([[ურანოსი|ურანოსს]]) ასონი და ზურგსუკან შორს მოისროლა". <ref>[https://view.publitas.com/p222-14553/hesiode-teogonia/page/5/ ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 5]</ref>
|<small>კიდევ სამი, წარმოუდგენლად დიდი, მხნე და გულზვიადი ძე შეეძინათ მიწას და ზეცას – კოტოსი, ბრიარეოსი და გიგესი [[ჰეკატონხეირები]] ({{lang-grc|Εκατόγχειρες}}, სიტყვასიტყვით: ἑκατόν, «ასი» და χείρ, «ხელი». [[ლათინური ენა|ლათინურად]] Centimani «ასხელიანი»), რომელთა სახელებსაც კაცნი შიშით არ წარმოთქვამენ. თითოეულს ასი საზარელი მკლავი ჰქონდა და მხრებს შორის ორმოცდაათი თავი ამოსვლოდა მკვრივ კიდურებზე. უძლეველი იყო ამ გოლიათ არსებათა ძალა. მიწისა და ცის ნაშობთა შორის ყველაზე ზარდამცემნი იყვნენ და გაჩენისთანავე მოიძულა ისინი მშობელმა მამამ. როგორც კი დაიბადნენ, სათითაოდ ყველა მიწის წიაღში დამალა ცამ და სინათლეზე არ უშვებდა; ხარობდა იგი თავისი ბოროტი საქციელით. შევიწროებული უზარმაზარი მიწა კი კვნესოდა და ბოლოს მზაკვრული, ავი საქმე მოიგონა. მსწრაფლ შექმნა მოელვარე ანდამატის სახეობა, მისგან დიდი ნამგალი დაამზადა და საყვარელ შვილებს აჩვენა, თან გასამხნევებლად ასე მიმართა გულდამწუხრებულმა:
— ჩემო და კადნიერი მამის შვილებო, თუკი ისურვებთ ჩემი ისმინოთ, ვაზღვევინებთ მამათქვენს ბოროტ შეურაცხყოფას, რადგან პირველმა მან იკადრა უღირსი საქმე.
ასე უთხრა, ხოლო ისინი ყველა შიშმა შეიპყრო, სიტყვის თქმაც კი ვერცერთმა გაბედა. მხოლოდ დიდმა, ცბიერმა კრონოსმა მოიკრიბა მხნეობა და მყისვე მიუგო მზრუნველ დედას:
— დედა, გპირდები, რომ მე აღვასრულებ ამ საქმეს, რამეთუ არაფრად ვაგდებ საძულველ მამაჩვენს, ვინაიდან პირველმა მან იკადრა უღირსი ქცევა.
ასე უთხრა, მთელი გულით გაუხარდა უზარმაზარ მიწას, საფარში დააყენა თავისი ძე, დამალა, ხელთ კბილბასრი ნამგალი მისცა და მრავალგვარი ხრიკი ურჩია.
 
მოვიდა დიდი ცა, მოუძღვა ღამეს და ყოველი მხრიდან შემოეჭდო მიწას ტრფიალის მოსურნე. საფრიდან მარცხენა ხელი გაიწვდინა ძემ, მარჯვენაში ვეება ნამგალი ეჭირა, გრძელი, კბილბასრი, უმალ მოჰკვეთა მამას ასონი და ზურგსუკან შორს მოისროლა. უნაყოფოდ არ გადაგდებულან ასონი მისი მკლავიდან. რამდენი სისხლიანი წვეთიც დაიღვარა, მიწამ მიიღო ყველა და დროთა ბრუნვაში შვა უწყალო ერინიები, ელვარე საჭურვლიანი დიდი გიგანტები, რომელთაც გრძელი შუბი ეპყრათ ხელთ, და ნიმფები, მელიებად, იფნის ნიმფებად წოდებულნი უსაზღვრო მიწაზე. კრონოსის მიერ ანდამატით მოკვეთილი და ხმელეთიდან მღელვარე ზღვაში გადასროლილი ასონი დიდხანს დაცურავდნენ ტალღებზე. უკვდავ სხეულის ნაწილს თეთრი ქაფი მოედო გარშემო და მასში ქალწული ამოიზარდა. ქალწულმა პირველად საღმრთო კითერისაკენ გაცურა, იქიდან ზღვით გარემოცულ კიპროსს ეწვია და მიწაზე გადმოვიდა პატივსაცემი, ლამაზი ღმერთი, გარშემო ბალახი აღმოცენდა მის კენარ ფერხთით. მას აფროდიტეს [ანუ ქაფისგან შობილს და ლამაზგვირგვინოსან კითერეას] უწოდებენ ღმერთნი და კაცნი, რადგან ქაფში დაიბადა. კითერეად იმიტომ მოიხსენიებენ, რომ კითერაზე მოხვდა, ხოლო კიპროსსშობილს იმის გამო უწოდებენ, რომ ზღვით გარშემორტყმულ კიპროსზე იშვა. ფილომედესსაც ეძახიან, რაკი ასოთაგან მოევლინა ქვეყანას. ღმერთქალს ეროსი უმშვენებდა გვერდს და ლამაზი ჰიმეროსიც თან ახლდა დაბადებისას და მაშინაც, როდესაც ზეციერთა დასს ეახლა. იმთავითვე მოიხვეჭა მან პატივი და წილად კაცთა და უკვდავ ღმერთთა შორის, აი, რა ერგო: ქალწულთა ჩურჩული, ღიმილი, იმედგაცრუება, სასიამოვნო აღტაცება, ალერსი და სინატიფე.
დიადი მამა ცა კიცხავდა საკუთარ შვილებს და ტიტანები შეარქვა მათ. ამბობდა, მთელი ღონე იხმარეს, რომ ესოდენ ბიწიერი საქმე ჩაედინათ, და ამისთვის მომავალში უთუოდ მიეზღვებათ სამაგიეროო.
 
ღამემ შვა საძულველი ხვედრი, შავი ბედისწერა და სიკვდილი; დაბადა ასევე ძილი და სიზმართა დასი. შემდეგ, ისე რომ არცერთ ღმერთთან არ გაუზიარებია სარეცელი, შვა მრუმე ღამემ ძაგება, მტანჯველი ვაება და ჰესპერიდები, რომლებიც დიდებული ოკეანოსის გადაღმა ლამაზ ოქროს ვაშლებსა და მსხმოიარე ხეებს იცავენ. მანვე გააჩინა აგრეთვე ულმობლად დამსჯელი კერები და მოირები – კლოთო, ლაქესისი და ატროპოსი, რომლებიც მოკვდავებს დაბადებისას სიკეთესაც ანათლავენ და სიავესაც და ცოდვების გამო ღმერთებსაც დევნიან და ადამიანებსაც. ეს ქალღმერთები მანამ არ იცხრობენ სასტიკ გულისწყრომას, სანამ ბოროტ სასჯელს არ მიაგებენ შემცოდეს. ამის შემდეგ მოკვდავ კაცთა სასჯელად ტიალმა ღამემ შვა ნემესისი; ბოლოს კი დაბადა ტყუილი, მეგობრობა, წყეული სიბერე და გულქვა ერისი.
საძულველმა ერისმა შვა მძიმე ჯაფა, დავიწყება, შიმშილი, ცრემლიანი ტკივილი, დაპირისპირება, ომი, მკვლელობა, კაცთასრვა, უთანხმოება, ტყუილი, პაექრობა, კამათი, უკანონობა და შეშლილობა – უკლებლივ ერთიმეორის მახლობელნი – და ფიცი, ყველაზე მეტად რომ ვნებს კაცთ, მიწაზე მცხოვრებთ, თუკი რომელიმე მათგანი ნებსით ცრუდ დაიფიცებს.
პონტოსმა შვა ალალმართალი და სიმართლისმოყვარე ნერევსი, საკუთარ შვილთა შორის უხუცესი. ნერევსს მოხუცს ეძახიან, რადგან მართლისმთქმელია, გულკეთილი, არასდროს ივიწყებს სამართლიანობას და პირუთვნელად და ლმობიერად სჯის. შემდეგ პონტოსი შეერთო მიწას და შვა დიადი თავმასი, ჩაუქი ფორკისი, ლამაზღაწვება კეტო და ევრიბია, რომელსაც ალმასის მტკიცე გული უძგერს მკერდში.
ნერევსსა და თმამშვენიერ დორისს, ასულს საკუთარ წიაღში ჩამდინარე ოკეანოსისას, ქალღმერთთათვის საყვარელი შვილები შეეძინათ უნაყოფო ზღვაში: პროთო, ევკრანტე, საო, ამფიტრიტე, ევდორე, თეტისი, გალენე, გლავკე, კიმოთოე, სპეო, თოე, ტურფა ალია, პასითეა, ერატო, ვარდისფერმკლავება ევნიკე, მწყაზარი მელიტე, ევლიმენე, აგავე, დოტო, პროტო, ფერუსა, დინამენე, ნესეა, აქტეა, პროტომედეა, დორისი, პანოპე, სანდომიანი გალატეა, ტურფა ჰიპოთოე, ვარდისფერმკლავება ჰიპონოე, კიმოდოკე, რომელიც კიმატოლეგესა და წერწეტა ამფიტრიტესთან ერთად იოლად აცხრობს ტალღებს და მძაფრი ქარების ქროლვას მოქურუხებულ ზღვაში, კიმო, ეიონე, ლამაზგვირგვინოსანი ჰალიმედე, პირმცინარი გლავკონომე, პონტოპორეა, ლეაგორა, ევაგორა, ლაომედეა, პულინოე, ავტინოე, ლისიანასა, ტანკენარი, უზადო გარეგნობის ევარნე, მწყაზარი ტანადობის ფსამათე, მომხიბლავი მენიპე, ნესო, ევპომპე, თემისტო, პრონოე და ნემერტესი, რომელსაც უკვდავი მამის გონიერება დაჰყოლია. ეს ორმოცდაათი, სხვადასხვა შესანიშნავ საქმეში დახელოვნებული ქალწული იშვა უმწიკვლო ნერევსისაგან.
 
თავმასმა ცოლად შეირთო ღრმადინებიანი ოკეანოსის ასული ელექტრა, რომელმაც უშვა მას მალი ირისი და თმამშვენიერი ჰარპიები – აელო და ოკიპეტე, რომლებიც ქარის ქროლვასა და ფრთამალ ჩიტებსავით სწრაფად დაფრინავენ, ფრთოსნებზე მაღლა დანავარდობენ ცაში.
ფორკისს კეტომ უშვა ლამაზღაწვება, დაბადებითვე თმაჭაღარა დედაბრები – გრაიებს რომ ეძახიან უკვდავი ღმერთნი თუ მიწაზე მოსიარულე კაცნი – კოხტად მოსილი პემფრედო, ზაფრანისფერკაბიანი ენიო, გორგონები, დიდებული ოკეანოსის გადაღმა, ღამის სამანთან რომ ბინადრობენ ხმაწკრიალა ჰესპერიდების ახლოს, სთენო, ევრიალე და მედუსა, ვინც უბედობა გადაიტანა. მედუსა მოკვდავი იყო, უკვდავნი და უბერებელნი სთენო და ევრიალე იშვნენ. მედუსასთან მუქკულულებიანი პოსეიდონი დაწვა რბილ მდელოზე, გაზაფხულის ყვავილებში. და როდესაც ფორკისის ასულს პერსევსმა თავი მოჰკვეთა, მისი სხეულიდან ამოხტნენ დიადი ქრისაორი და ცხენი პეგასოსი. ამ ბედაურს ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ ოკეანოსის წყაროებთან იშვა, ხოლო ჭაბუკს ქრისაორი უწოდეს, რაკი ოქროს ჯავარდენი ეპყრა ხელთ დაბადებისას. პეგასოსი გაფრინდა, დატოვა მიწა, ჯოგებისა და ფარების მშობელი, უკვდავთ ეახლა და ზევსის სახლში ბინადრობს. ჭექა-ქუხილი და მეხი მიაქვს მას ბრძენ ზევსთან. ხოლო ქრისაორი ტრფობით შეერთო კალიროეს, დიდებული ოკეანოსის ასულს, და შვა სამთავიანი გერიონი. გერიონი საკუთარ ტაატით მავალ ნახირთან ახლოს ჰერაკლეს ძალამ გამოასალმა სიცოცხლეს ზღვით გარემოცულ ერითეაზე იმ დღეს, როდესაც მას ოკეანოსის დინება გადაელახა და თავის ფართოშუბლა ხარ-ძროხას მიერეკებოდა წმინდა ტირინსისკენ. ჰერაკლემ ორთოსიც და მენახირე ევრიტიონიც მოკლა ბნელ ახორში, დიდებული ოკეანოსის გადაღმა.
 
კეტომ ღრმა ეხში შვა კიდევ ერთი, მოურეველი ურჩხული, რომელიც არაფრით ჰგავს არც მოკვდავ ადამიანებს და არც უკვდავ ღმერთებს: მრისხანე ღმერთქალი ექიდნა – ღვთიური მიწის წიაღში მობინადრე ნახევრად თვალჟუჟუნა, ლამაზღაწვება ნიმფა, ნახევრად კი უზარმაზარი, საშინელი, დიდი, ბზინვარეპერანგიანი და უმი ხორცის მჭამელი გველი. მიწის წიაღქვეშ, ამოტეხილ კლდეში აქვს მას მღვიმე უკვდავ ღმერთთა და მოკვდავ კაცთაგან შორს. აქ გამოუყვეს მას ღმერთებმა საბინადროდ დიდებული სამყოფლო. მიწის ქვეშ, არიმაში დარაჯად დგას ულმობელი ექიდნა – ეს უკვდავი, მარად უბერებელი ნიმფა.
ამბობენ, რომ საზარელი, კადნიერი, ბიწიერი ტიფონი შეერთო სიყვარულით ამ თვალჟუჟუნა ასულს. დაორსულდა ექიდნა და მრისხანე შვილები დაბადა. თავდაპირველად შვა მან ორთოსი, გერიონის ძაღლი, შემდეგ დაბადა მოურეველი, ზარდამცემი, უმი ხორცის მჭამელი კერბეროსი – მჭექარეხმიანი, ორმოცდაათთავიანი, შეუბრალებელი, ღონიერი ძაღლი ჰადესისა. ამის შემდეგ ექიდნამ შვა ლერნეს ავგული ჰიდრა, რომელიც თეთრმკლავება ჰერამ გამოკვება, როდესაც ძალგულოვან ჰერაკლეზე უზომოდ იყო განრისხებული. ჰიდრა, მონადავლე ათენას ნებით, ზევსის ვაჟმა, ამფიტრიონის სახლეულის წევრმა ჰერაკლემ მოკლა ბრძოლისმოყვარე იოლაოსთან ერთად თავისი უწყალო ხმლით. ჰიდრამ შვა უქრობი ცეცხლის მფრქვეველი, საზარელი, დიდი, ფეხმარდი და ძლიერი ქიმერა, რომელსაც სამი კეტომ ღრმა ეხში შვა კიდევ ერთი, მოურეველი ურჩხული, რომელიც არაფრით ჰგავს არც მოკვდავ ადამიანებს და არც უკვდავ ღმერთებს: მრისხანე ღმერთქალი ექიდნა – ღვთიური მიწის წიაღში მობინადრე ნახევრად თვალჟუჟუნა, ლამაზღაწვება ნიმფა, ნახევრად კი უზარმაზარი, საშინელი, დიდი, ბზინვარეპერანგიანი და უმი ხორცის მჭამელი გველი. მიწის წიაღქვეშ, ამოტეხილ კლდეში აქვს მას მღვიმე უკვდავ ღმერთთა და მოკვდავ კაცთაგან შორს. აქ გამოუყვეს მას ღმერთებმა საბინადროდ დიდებული სამყოფლო. მიწის ქვეშ, არიმაში დარაჯად დგას ულმობელი ექიდნა – ეს უკვდავი, მარად უბერებელი ნიმფა.
თავი ჰქონდა: ერთი – თვალებმოგიზგიზე ლომის, მეორე – თხის, მესამე – ძლიერი გველეშაპის. შესაბამისად, სხეულის წინა ნაწილი ქიმერას ლომისა ჰქონდა, უკანა – გველეშაპის, ხოლო შუა – თხის და ბრიალა ცეცხლს აფრქვევდა საშინელი ძალით. მოგვიანებით იგი პეგასოსმა და ქველმა ბელეროფონტესმა განგმირეს. თუმც მანამდე ქიმერა მოიხიბლა ორთოსით და მისგან შვა კადმეელთა შემმუსვრელი, დამღუპველი სფინქსი და ნემეის ლომი, რომელიც ზევსის სახელოვანმა მეუღლემ, ჰერამ გაზარდა და ადამიანთა სასჯელად ნემეის სერებზე მიუჩინა ადგილი. აქ ბინადრობდა იგი, მუსრს ავლებდა კაცთა მოდგმას, დაეპატრონა ნემეის ტრეტოსს და აპესასს, მაგრამ ჰერაკლეს ძალის სიდიადემ განგმირა ბოლოს.
კეტო სიყვარულით შეერთო ფორკისს და შვა საკუთარ შვილთა შორის უმრწემესი _ საზარელი გველი, რომელიც ვრცელ საზღვრებთან, ლეგა მიწის იდუმალ ადგილას იცავს ოქროს ვაშლებს. აი, ეს მოდგმა იშვა კეტოსა და ფორკისისაგან. <ref>[https://view.publitas.com/p222-14553/hesiode-teogonia/page/4]</ref> <ref>[https://view.publitas.com/p222-14553/hesiode-teogonia/page/5]</ref> <ref>[https://view.publitas.com/p222-14553/hesiode-teogonia/page/6]</ref> <ref>[https://view.publitas.com/p222-14553/hesiode-teogonia/page/7]</ref> <ref>[https://view.publitas.com/p222-14553/hesiode-teogonia/page/8]</ref>
|-----
|[[ფაილი:ZeugmaMuseum3.jpg|thumb|180px|center|მოზაიკა ოკეანოსის და ტეთისის გამოსახულებით, [[ზეუგმის მოზაიკის მუზეუმი]], [[გაზიანთეფი]].]]
|'''[[ოკეანოსი (მითოლოგია)|ოკეანოსი]]''' ({{lang-grc|Ὠκεανός}})
|
|<small>[[ჰესიოდე|ჰესიოდეს]] მიხედვით, ოკეანე — ტიტანია, ძე [[ურანოსი|ურანოსისა]] (ზეცა) და [[გეა|გეასი]] ([[დედამიწა]]), ძმა [[კრონოსი|კრონოსის]], ჰიპერიონის და [[რეა|რეასი]], ძმა და მეუღლე ტეთისის ({{lang-grc|Τηθύς}}). ტეთისმა ოკეანოსს უშვა ჩქერალებიანი მდინარეები: ნილოსი, ალფეოსი, ღრმამორევებიანი ერიდანოსი, სტრიმონი, მეანდროსი, ლამაზად მდინარი ისტროსი, ფასისი, რესოსი, ვერცხლისფერჩქერალებიანი აქელოოსი, ნესოსი, როდიოსი, ჰალიაკმონი, ჰეპტაპოროსი, გრენიკოსი, ესეპოსი, ღვთაებრივი სიმოისი, პენეოსი, ჰერმოსი, ნარნარად მდენი კეკოსი, დინებალაღი სანგარიოსი, ლადონი, პართენიოსი, ევენოსი, არდესკოსი და ღვთაებრივი სკამანდროსი.
 
ტეთისმა შვა ასევე მოდგმა წმინდა ასულებისა, რომლებიც მეუფე აპოლონთან და მდინარეებთან ერთად ხელმძღვანელობენ ქვეყნად ჭაბუკთა დავაჟკაცებას — ამ მოვალეობის აღსრულება მათ ზევსისგან ერგოთ წილად. ეს ასულები არიან: პეითო, ადმეტე, იანთე, ელექტრა, დორისი, პრიმნო, ღვთისდარი ურანია, ჰიპო, კლიმენე, როდეა, კალიროე, ძეუქსო, კლიტია, იდიია, პასითოე, პლექსავრა, გალაქსავრა, თვალწარმტაცი დიონე, მელობოსისი, თოე, სანდომიანი პოლიდორა, მომხიბლავი გარეგნობის კერკეისი, შვლისნუკრისთვალება პლუტო, პერსეისი, იანეირა, აკასტე, ქსანთე, ტურფა პეტრეა, მენესთო, ევროპე, მეტისი, ევრინომე, ზაფრანისფერკაბიანი ტელესტო, ქრისეისი, ასია, თვალწარმტაცი კალიფსო, ევდორა, ტიქე, ამფირო, ოკიროე და სტიქსი, რომელიც დებს შორის ყველაზე გამორჩეულია. ესენი არიან ოკეანოსისა და ტეთისის უფროსი ასულნი, თუმცა მათ გარდა მრავალი სხვა შვილიც შეეძინათ ამ მშობლებს. სულ სამი ათასი აშოლტილი ასული უვის ოკეანოსს, რომლებიც კიდით კიდე გაბნეულან და, ქალღმერთთა შორის სახელოვანნი, ყველგან ბინადრობენ — მიწაზეც და ღრმა წყლებშიც. სამი ათასი ვაჟიც უვის ოკეანოსს — მორაკრაკე მდინარეები, რომლებიც მას დედოფალმა ტეთისმა უშვა. ყველა მათგანის სახელის ჩამოთვლა ძნელია მოკვდავი ადამიანისათვის, თუმცა თითოეულმა კაცმა იცის ოკეანოსის იმ ძეთა სახელები, რომელნიც მასთან ახლოს ბინადრობენ. <ref>[https://view.publitas.com/p222-14553/hesiode-teogonia/page/8/ ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 8]</ref>
|-----
|[[ფაილი:Valley of Rioni in Chkvishi Near Tabidzes' Home Museums.JPG|thumb|180px|center|[[რიონი|რიონის]] ხეობა [[ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი)|ჭყვიშში]], [[გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი|ტაბიძეების სახლ მუზეუმის]] მახლობლად.]]
|'''[[ფაზისი|ფაზის I]]''' ({{lang-grc|Φάσις}})
|
|
|-----
|[[ფაილი:Kolkhis coğrafya.jpg|thumb|180px|center|[[კოლხეთი|კოლხეთის]] გეოგრაფია: კოლხეთის თანამგზავრული ფოტო: [[შავი ზღვა]], [[კოლხეთის დაბლობი]] და [[კავკასიის მთები]].]]
|[[კოლხა|კოლხ]] ({{lang-grc|Κολχίς}})
|
|
|-----
|colspan="6" |<small> ''თეა (თეია) გაუმიჯნურდა ჰიპერიონს და შვა დიადი [[მზე]] ([[ჰელიოსი]]), კაშკაშა [[მთვარე]] (სელენე) და აისი (ეოსი), რომელიც ყველა მიწიერისა და უკიდეგანო ზეცის მფლობელი უკვდავი ღმერთისთვის პირველ სინათლეს ჰფენს ქვეყნიერებას''. <ref>[https://view.publitas.com/p222-14553/hesiode-teogonia/page/9/ ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 9]</ref>
|-----
|[[ფაილი:Neues Museum - Kolossalstatue des Sonnengottes Helios.jpg|thumb|180px|center|მზის ღმერთის, [[ჰელიოსი|ჰელიოსის]] კოლოსალური ქანდაკება ([[ახალი მუზეუმი (ბერლინი)]] — {{lang-de|Neues Museum}}).]]
|'''[[ჰელიოსი]]''' ({{lang-grc|Ἥλιος}})
|
|<small>მზის ღმერთი. ჰიპერიონის ({{lang-grc|Ὑπερίων}}) და თეიას ({{lang-grc|Θεία}}) ძე. სელენეს (მბრწყინავი მთვარე) და ეოსის (განთიადი, ქართულად – აისი) ძმა. [[ოკეანიდი|ოკეანიდ]] პერსეიდას მეუღლე. [[აიეტი (მითოლოგია)|აიეტის]], პერსეს, [[ცირცე|ცირცეა I-ის]] და პასიფაეს მამა. <ref>[http://dspace.nplg.gov.ge/simple-search?query=უქარქაშო+ხმლები/ უქარქაშო ხმლები]</ref>
|-----
|[[ფაილი:Bartolomeo di giovanni, gli argonauti in coclide, 1487, 03.jpg|thumb|180px|center|[[აიეტი (მითოლოგია)|მეფე აიეტი]] (ბარტოლომეო დი ჯოვანი, [[1487]]).]]
|'''[[აიეტი (მითოლოგია)|აიეტი]]''' ({{lang-grc|Αἰήτης}})
|<small>[[ძვ. წ. 1246|ძვ. წ. 1246 წელი]] — 4 თვიანი მოგზაურობის შემდეგ, [[არგონავტები]] ესტუმრნენ [[ძველი კოლხეთი|კოლხეთს]].
|<small>[[აია (მითოლოგია)|ძველი კოლხეთის]] [[მეფე]]. მზის ღმერთის, [[ჰელიოსი|ჰელიოსის]] და [[ოკეანიდი|ოკეანიდ]] პერსეიდას ძე. პერსეს, [[ცირცე|ცირცეა I-ის]] და პასიფაეს ([[მინოსი|მონოსის]] მეუღლე) ძმა. ეგიალ (ას), [[აფსირტე|აბსირტეს (აბსარ)]], [[მედეა (მითოლოგია)|მედეას (მედია)]], [[კირკე|ცირცე II-ის]] და [[ქალკიოპე|ხალკიოპეს]] მამა.
|-----
|[[ფაილი:Herbert James Draper, The Golden Fleece.jpg|thumb|180px|center|[[მედეა (მითოლოგია)|მედეა]] ბრძანებს [[აფსირტე|აფსირტეს]] [[არგო|არგოს]] ბორტს მიღმა გადაგდებას ([[ოქროს საწმისი]], ჰერბერტ ჯეიმს დრეიპერი, [[1904]]).]]
|'''[[აფსირტე]]''' ({{lang-grc|Ἄψυρτος}})
|
|<small>[[აია (მითოლოგია)|ძველი კოლხეთის]] მეფის, [[აიეტი (მითოლოგია)|აიეტის]] ძე და თანამმართველი. [[ანტიკური ხანა|ანტიკური]] ტრადიციის მიხედვით, [[არგონავტები|არგონავტიკის]] პერიოდში [[აფსირტე|აფსირტეს]] სახელს უკავშირდება [[გონიოს ციხე|გონიოს ციხის]] ([[აფსაროსი]]) დაარსება.
|-----
|
|'''ეგიალ (ა)''' ({{lang-grc|Αἰγιαλεύς}})
|
|<small>[[აია (მითოლოგია)|ძველი კოლხეთის]] [[მეფე]]. [[აიეტი (მითოლოგია)|აიეტის]] უფროსი ძე.
|-----
|-style="background:#AABBCC;"
|
|'''პერსე''' ({{lang-grc|Πέρσης}})
|
|<small>[[აიეტი (მითოლოგია)|აიეტის]], [[ცირცე|ცირცეა I-ის]] და პასიფაეს ძმა. [[ჰეკატე|ჱეკატას]] მამა. მოახდინა ტახტის უზურპაცია. [[დიოდორე სიცილიელი|დიოდორე სიცილიელთან]], [[ჰეკატე|ჱეკატას]] მამა, მის ძმა [[აიეტი (მითოლოგია)|აიეტთან]] ერთად მიიჩნევა [[ჰელიოსი|ჰელიოსის]] ძედ. მისი მოცემულობით, [[ჰეკატე|ჱეკატამ]] მოწამლა პერსე და გახდა ტავრიკის (თავრიდა, ტავრია — [[ყირიმი|ყირიმის]] ძველი სახელწოდება) ({{Lang-el|Ταυρίδα}})) დედოფალი. დაქორწინდა [[აიეტი (მითოლოგია)|აიეტზე]] და შეეძინა ეგიალ (ა), [[აფსირტე|აბსირტე (აბსარ)]], [[მედეა (მითოლოგია)|მედეა (მედია)]], [[კირკე|ცირცე II]] და [[ქალკიოპე|ხალკიოპე]] ([[ეგევსი|ეგევსის]] მეუღლე. შვა: არგ, ფრონტის, მელას და ციტიზორ (კიტიზორ)).
|-----
|[[ფაილი:Medea-Sandys.jpg|thumb|180px|center|[[მედეა (მითოლოგია)|მედეა]] (ენტონი ფრედერიკ ოგასტას სენდისი, [[1868]].)]]
|'''[[მედეა (მითოლოგია)|მედეა]]''' ({{lang-grc|Μήδεια}})
|
|<small>[[აია (მითოლოგია)|ძველი კოლხეთის]] მეფის, [[აიეტი (მითოლოგია)|აიეტის]] ასული. [[იასონი|იასონის]]; შემდგომში [[ეგევსი|ეგევსის]] მეუღლე. [[იასონი|იასონისგან]] შვა: მერმერ და ფერეტ; [[ეგევსი|ეგევსისგან]] შვა: მიდი (მედოსი).<br />{{ციტატა|62. მიდიელებიც ასევე იყვნენ აღჭურვილი სალაშქროდ, რადგან ეს აღჭურვილობა მიდიურია და არა სპარსული. მიდიელებს გამგებლად ჰყადათ ტიგრანესი, აქჲმენიდი. ძველად ამათ ყველა არიებს უწოდებდა, ხოლო მას მერე, რაც არიელების ქვეყანაში მოვიდა კოლხიდელი მედეჲა ათენიდან, მათ შეიცვალეს სახელი. თვითონ მიდიელები მოგვითხრობენ ამას თავისი თავის შესახებ. კისიელები სხვაფრივ სპარსელების მსგავსად აღჭურვილი ლაშქრობენ, მხოლოდ ნაბადის ქუდების მაგივრად დოლბანდებს ატარებენ. კისიელებს განაგებდა ანაფესი, ოტანესის ძე, ჰირკანიელები სპარსელების მსგავსად იყვნენ შეიარაღებული, ხოლო წინამძღოლად ჰყავდათ მეგაპანოსი, შემდეგ ბაბილონის მეურვე.|ჰეროდოტეს "ისტორია": წიგნი - VII, პოლიმნია.}}
|-----
|
|'''მედოსი''' ({{lang-grc|Μῆδος}})
|
|<small>[[მედეა (მითოლოგია)|მედეას]] და [[ეგევსი|ეგევსის]] ძე. მოიპოვა გამარჯვებები მრავალრიცხოვანი ბარბაროსი ტომების წინააღმდეგ და დაპყრობითი ბრძოლების შედეგად შემოერთებულ ტერიტორიებს უწოდა [[მიდია]]. აბატი ბანიერის მოსაზრებით, მედოსი მიიჩნევა [[მიდია|მიდიის სამეფოს]] დამაარსებლად. დაიღუპა [[ჰინდი ენა|ჰინდებთან]] ბრძოლაში.
|-----
| colspan="5" |<small> '' ძვ. წ. VIII საუკუნის მეორე ნახევარში [[სტეპის ზონები|სტეპის ზონებიდან]] [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიაში]] შემოიჭრნენ მომთაბარე ინდოევროპული ტომები — [[კიმერიელები]] ({{lang-el|Κιμμέριοι}}, დაკავშირებულნი ქალღმერთ კიმერისთან, [[ლათინური ენა|ლათინ.]] Cimmerii). [[ძვ. წ. VII საუკუნე|ძვ. წ. VII საუკუნეში]] დაიპყრეს მცირე აზიის ზოგიერთი რეგიონი. ჩრდილო შავიზღვისპირეთის რკინის ხანის ეგრედ წოდებული „სკვითებამდელი“ ხალხების პირობითი სახელწოდება იყო „გიმირრუ“, ასურული ტექსტების მიხედვით. ხშირად მოიხსენიებიან ჩრდილო შავიზღვისპირეთის არქეოლოგიურ კულტურებში, მიეკუთვნებიან ადრეულ რკინის ხანის პერიოდს, შესაბამისად, ეს პერიოდი – „კიმერიული ეპოქის“ ([[ძვ. წ. XI საუკუნე|ძვ. წ. XI]]—[[ძვ. წ. VII საუკუნე|VII]] საუკუნეები) სახელს ატარებს.
|-----
| colspan="5" |<small> '' '''[[ძვ. წ. VIII საუკუნე]]''' — [[სკვითები|სკვითების]] ({{lang-el|Σκύθης, Σκύθοι}}) შედარებით საყოველთაოდ აღიარებული ისტორიული დასაბამია. სკვითების საერთო ძალები თავს იყრიან ჩრდილო შავიზღვისპირეთში, [[კიმერიელები|კიმერიელების]] მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ. [[ძვ. წ. VII საუკუნე|ძვ. წ. VII საუკუნეში]] სკვითებმა ჩრდილო შავიზღვისპირეთიდან მცირე აზიამდე შეავიწროეს [[კიმერიელები]]. ძვ. წ. VII საუკუნის 70-ან წლებში [[სკვითები]] შეიჭრნენ [[მიდია|მიდიაში]], [[სირია|სირიაში]], [[პალესტინა|პალესტინაში]] და, [[ჰეროდოტე|ჰეროდოტეს]] ცნობით, «დომინირებდნენ» [[წინა აზია|წინა აზიაში]], შექმნეს სკვითების სამეფო – იშკუზა, მაგრამ ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისში იქიდან შევიწროვდნენ. სკვითების ყოფნის კვალი შეინიშნება [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილო კავკასიაში]].
|-----
|}
 
== ისტორია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აია_(მითოლოგია)“-დან