გრიგოლ I (პაპი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 5.178.173.79 ცვლილებების გაუქმება (№3399644)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 12:
 
წმინდა გრიგოლი თავდაუზოგავად ებრძოდა დონატელთა ერესს, [[ქრისტე]]ს სჯულზე მოაქცია ბრიტანეთში მცხოვრები წარმართები და არიოზის მიმდევრები.
 
გრიგოლ I დიდს ადრე შუასაუკუნეების ერთ-ერთ გამოჩენილ პაპად თვლიან. იგი ცნობილია, როგორც მწვალებლობასთან მებრძოლი მღვდელმთავარი. პაპობის ისტორიაში იგი ერთადერთი პაპია, რომელმაც ძალზე ნაყოფიერი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. დღემდე შემორჩენილი მისი ნაშრომიდან - 4 წიგნი - "მრწყემსობრივი დარიგებანი"(სამღვდელოებისათვის სახელმძღვანელოს სახით), "იობის წიგნის განმარტება (Moralia) , 40 საკვირაო ქადაგებანი, 24 ქადაგებანი იეზიკელის წინასწარმეტყველების შესახებ, 800-ზე მეტი ეპისტოლე, 4 წიგნი "დიალოგთა" განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ქრისტიანულ კანონიკასა და ლიტერატურაში. ამ ნაშრომებიდან, როგორც მ.თანამარაშვილი წერს , "დიალოღონი", "ქადაგებანი", "მრწყესობრივი დარიგებანი", ქართულად ადრევე იქნა თარგმნილი ათონის სალიტერატურო სკოლის მამამთავრის ექვთიმე მთაწმინდელის მიერ
 
წმინდა გრიგოლის კალამს ეკუთვნის „საუბრები ანუ დიალოგები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სასწაულზე“, რისთვისაც „დიოლოღოსი“ უწოდეს. წმინდა გრიგოლის თხზულებათაგან განსაკუთრებით ცნობილია „სამოძღვრო კანონი, სადაც იგი ყოველმხრივ განიხილავს ჭეშმარიტი მოძღვრის სახეს. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე წმინდა მამის წერილებმა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_I_(პაპი)“-დან