გოდერძი ჩოხელი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 93.186.219.7 ცვლილებების გაუქმება (№3497179) იარლიყი: გაუქმება |
|||
ხაზი 3:
==ბიოგრაფია==
გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, [[დუშეთის რაიონი]]ს სოფელ [[ჩოხი|ჩოხში]]. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა [[ფასანაური]]ს საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა [[შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში]], კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „[[ქართული ფილმი|ქართულ ფილმში]]“ დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის
1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი ''წერილი ნაძვებს''. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ''ბინდისფერი სოფელი'', ''თევზის წერილები'', ''შემინახე,დედაო მიწავ!'', ''სულეთის კიდობანი'', ''არჩევნები სასაფლაოზე''. ლექსების კრებული ''ბედი მდევარი'', მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე ''შავი არაგვი'', რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: ''მგელი'', ''მღდვლის ცოდვა'', ''ადამიანთა სევდა''.
გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ''ნამეხარი მუხა'', ''ადგილის დედა'', 1982 წელს გერმანიაში ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.
==წიგნები==
|