კოპალიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 55:
 
== აფხაზეთის კოპალიანები ==
აფხაზეთში კოპალიანების დასახლებები გაჩნდა XIX ს-ის ბოლოს. 1867 წელს ლეჩხუმის უკანასკნელი მოურავი ქაიხოსრო კოპალიანი ოჯახით გადასახლდა აფხაზეთში. სოფელ [[ლინდავა]]-ში. სადაც ხელი მიჰყო პლანტატორობას. 1885 წლიდან სოხუმში მოქმედებდა ცნობილი თოფიანა, რომელიც იარაღს ამზადებდა რუსეთის არმიისთვის სამხრეთ კავკასიაში, ასევე გადიოდა ექსპორტზე პორტო ფრანკოს მეშვეობით. იგი დაარსა გაბრიელ კოპალიანმა მოგვიანებით 1890 წელს ზარაგულის კოპალიანების ნაწილმა მწირი მიწების და გამოუვალი მდგომარეობის გამო მიატოვა სოფელი და იმერეთის გავლით ფოთის პორტიდან გაემგზავრა სოხუმისაკენ. აქ გავრცელებული მალარიის გამო მათი დიდი ნაწილი უშუალოდ ქალაქის მაგივრად სოხუმთან ახლოს არსებულ სოფელბში დასახლდა მათ შორის პირველები იყო სოხუმის რაიონის სოფელი ოქტომბერი და გულრფშის რაიონის სოფელი ყადა. მათ ძირითადად ხელი მიყვეს მეცხოველეობას და მემინდვრეობას. კოპალიანების ნებაყოფლობით გადასახლებული ნაწილი მალე მდიდარ ფენად იქცა, თუმცა მათი მიწების და ქონების დიდი ნაწილი საბჭოთა ხელისუფლებამ დააყადაღა 1922 წელს.
 
საბჭოთა დიქტატურის დამუარების შემდეგ ლავრენტი ბერიას პროექტით 1936 წელს ლეჩხუმიდან დაიწყო გვარების მასობრივი ჩასახლება აფხაზეთის ტერიტორიაზე. მათ შორის უამრავი კოპალიანი ჩაასახლეს გულრიფშის და სოხუმის რიაონის სოფლებში. მათმა ნაწილმა მეცხოველეობას მიყო ხელი, ნაწილმა მეხილეობას, ხოლო ზოგიერთ სოფელში თამბაქოს პლანტატორობასაც. კოპალიანები ხშირად ხვდებოდნენ აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა თანამდებობებზე, ასევე მეცხოველეობის ფერმების გამგეებად და კოლმეურნეობის თავჯდომარეებად.
 
1989 წლისათვის კოპალიანები განსახლებულები იყვნენ: [[კელასური (წებელდის თემი)|კელასურში]], [[წებელდა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)|წებელდაში,]] [[ლინდავა|ლინდავაში]], არადუში, ოქტომბერში, ტამიშში და სხვა სოფლებში. ასევე [[სოხუმი|სოხუმში.]]
 
1991 წელს აფხაზეთის ომის დაწყებისას ბევრი კოპალიანი წავიდა მოხალისედ ომში. გუმისთაზე განლაგებული სოხუმის I ბატალიონის უმრავლესობას სწორედ კოპალიანები შეადგენდნენ, ძირითადად კელასურიდან, ლინდავიდან და ჩამბიდან. სწორედ მათ ევალებოდათ ყველაზე ცხელი წერტილის [[აჩადარა]]-ს დაცვა. ასევე კოპალიანებმა გამოიჩინეს თავი [[ტამიში|ტამიშის]] ბრძლებში და თითქმის ყველა სამხედრო მოქმედებაში მიიღეს მონაწილეობა რომელიც სოხუმის და გულრიფშის რაიონებში მიმდინარეობდა.
 
ოფიციალური ინფორმაციით აფხაზეთის ომში დაიღუპა 169 კოპალიანი, მათ შორის 70 მდე საბრძლო მოქმედებებისას დახვრიტეს რუსმა მოხალისეებმა, აფხაზმა და ჩრდილოკავკასიელმა სეპარატისტებმა, ხოლო ასამდე კოპალიანი წინა ხაზზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისას დაიღუპა ძირითადად გუმისთის 14-17 მარტის ბრძლებსა და ტამიშის ბრძოლებში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოპალიანები“-დან