თემი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1:
'''თემი''' — სოციალური ორგანიზაციის პირველი ფორმა. საგვარეულო თემი წარმოიქმნა სისხლით ნათესაობის ბუნებრივ საწყისებზე საზოგადოებრივი განვითარების საწყის საფეხურზე. დროთა განმავლობაში ის გადაიქცა ტერიტორიულ თემად და საბოლოოდ ჩამოყალიბდა სახელმწიფოს [[მუნიციპალიტეტი|ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად]].
 
==თემი ევროპაში==
თემი [[ევროპა|ევროპის]] ბევრმა ქვეყანამ შემოინახა. ევროპაში სათემო მმართველობა შუასაუკუნეობრივი ყოფის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო. თემს გააჩნდა სამეურნეო, ადმინისტრაციული და სოციალ-კულტურული ფუნქცია, თემი განაგებდა განუყოფელ მიწებს, ის რთავდა თემის წევრებს ამ მიწით სარგებლობის უფლებას. თემს გააჩნდა სასამართლო და ფისკალური ფუნქციებიც. სასოფლო თემი იყო ფეოდალის მმართველობის ქვეშ, თემის თავკაცობას (მამასახლისს, მსაჯულს) ან უშუალოდ ბატონი ნიშნავდა, ან თემი ირჩევდა ბატონის მეთვალყურეობით. თემს შეეძლო ფეოდალისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საკუთარი ტყე-ველისა და რენტის ოდენობის დაცვა. ზოგიერთი თემი ახერხებდა მიეღო [[თვითმმართველობა|თვითმმართველობის]] უფლება, რაც სპეციალური ქარტიითაც იყო დამოწმებული.
 
==თემი საქართველოში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თემი“-დან