ფშავლები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ 82.211.148.196-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 212.72.158.122-ის მიერ რედაქტირებული ვერსია იარლიყი: სწრაფი გაუქმება |
მომხმარებლის 212.72.158.122 ცვლილებების გაუქმება (№3471440) იარლიყი: გაუქმება |
||
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ეთნიკური ჯგუფი
|ჯგუფი = ფშავლები
|სურათი =
<table border=0 align="center">
<tr>
[[ფაილი:Georgische Familie.jpg|300px]]
</tr>
<tr>
<td><small>ფშავური სამოსი (ვაჟა-ფშაველა ოჯახითურთ)</small></td>
</tr>
</table>
|მოსახლეობა =
|რეგიონი1 = {{GEO}}
Line 16 ⟶ 23:
'''ფშავლები''' — [[ქართველები|ქართველ]] მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ [[დუშეთის რაიონი|დუშეთის რაიონში]], ფშავის [[არაგვი|არაგვის]] აუზში. მათი კომპაქტური დასახლებებია აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში: [[ერწო-თიანეთი]], [[კახეთი]]. ფშაური მოსახლეობა ასევე გაფანტულია მდინარე იორისა, ილტოსა და ალაზნის სათავეებში, მათი დიდი ნაწილი ცხოვრობს პანკისის ხეობაში. ფშავლები ცხოვრობენ აგრეთვე გომბორში და შირაქში. ისინი საუბრობენ [[ქართული ენა|ქართული ენის]] ფშაურ დიალექტზე. წარსულში ფშავლები გამოირჩეოდნენ კულტურისა და ყოფის ადგილობრივი თავისებურებებით. ისინი ცნობილნი იყვნენ შალეულის ნაწარმის დამზადებით, ხალხური ზეპირსიტყვიერების ბრწყინვალე ნიმუშებით და სხვა.
==საისტორიო წაყროები==
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] ფშავლებს ასე ახასიათებს:
{{ციტატა|ფიზიკურად ფშაველი ჯანსაღია. მოქმედებაში ის მარჯვეა და შრომის ამტანი. სიმაღლით ფშაველი შუა ტანისაა, თხელი და სწორი აგებულების. სახით კი შავგვრემანია და ლამაზი მოყვანილობისა. სახის იერით ფშაველი უფრო ბარის ქართველს წააგავს და ფიზიკურ სიმახინჯეს მათში იშვიათად შეხვდებით. ხასიათით ფშაველი თავაზიანია და ხათრიანი. საზოგადოებაში ფშაველი ქალი თუ კაცი თამამია და უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშავში სიმდაბლის ნიშანია. ფშაველი, ამასთანავე, ალერსიანია და არშიყი. ფშაველი გულჩათხრობილი არ არის, მას უყვარს მხიარულება, შაირობა და დროს ტარება. სტუმრის დახვედრა, მისი პატივისცემა და გართობა მათში მიღებულია. ქურდობა-ავაზაკობას ფშაველი არ ჩაიდენს და ეს სამარცხვინოდ მიაჩნია. ამასთანავე, ფშაველი შარიანი და მოჩხუბარიც არ არის და ამგვარ შემთხვევას ის შეგნებულად გაურბის. ფშაველი გონებამახვილია, ტკბილად მოუბარი, ენაწყლიანი და მოლექსე. მას ეხერხება ლექსის "კაფიად" თქმა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ფშავლებს მოსწონთ კარგი ენიანობა და თავაზიანობა და ასეთ პირსაც პატივსა სცემენ. ფშაველი ქალი თამამია, მარტო დადის, ლაპარაკის დროს გამბედავია და თამამი. ყოველ სიტყვაზე ის ატანს "ჩემს ძმას": "ვაჰმე, ჩემო ძმაო." ფშავლები ქართულად მეტყველებენ და მათ დღევანდელ თქმას უკვე არ ახასიათებს კილოკავი... ფშავლები სწავლა-განათლებას ეტანებიან. ამისათვის მათ ნიჭი და უნარიც შესწევთ...<ref>[[ვახუშტი ბატონიშვილი]], „საქართველოს გეოგრაფიული აღწერა“</ref>}}
==ფშაური სამოსელი==
[[ფაილი:Ermakov. 60 - Пшавки горныя жители Кавказа.jpg|მინიატიურა|
თუში, ფშაველი და ხევსური ქალის სამოსელის კომპლექსებს ერთნაირი სისრულით არ მოუღწევიათ ჩვენამდის. XX საუკუნის დასაწყისში ხევსურთა უმეტესობა და თუშეთის უმცირესი ნაწილი კვლავ სარგებლობდა სამოსის ძველებური ტიპით, მაშინ როცა ფშაველებმა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში შეცვალეს იგი ახლით.
Line 77 ⟶ 41:
=====ჯუბა=====
ფშავში ძველ დროს არსებული ჯუბის მაგვარი სამოსელის კვალი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქსოვილების ფონდში დაცული ერთი კოლექციითა და ლიტერატურაში გაბნეული ცნობებით დასტურდება. [[1836]] წელს პეტერბურგში გამოცემული ამიერკავკასიის რუსულ სამფლობელოთა სტატისტიკურ, ეთნოგრაფიულ, ტოპოგრაფიულ და ფინანსურ ურთიერთობის თვალსაზრისით გაკეთებულ მიმოხილვის მეორე ნაწილში, დუშეტის მაზრაში მცხოვრები ხალხის ჩაცმულობასთან დაკავშირებით, საუბარია აგრეთვე ფშაველი ქალი ტანსაცმლის შესახებაც. კერძოდ, აღნიშნულია ფშაველი ქალის მიერ ლურჯი ფერის მაუდის, პერანგისებური სამოსის და მაუდისავე ჩოხის მოყვანილობის ზედა სამოსის მოხმარებაზე<ref>обозрение российских владений за Кавказом, в статистическом, этнографическом, топографическом и финансовом отношениях, часть II, Санктпетербург, 1836, გვ. 22</ref>. რაც ადგილზე მოქსოვილი შალისაგან დამზადებულ ჯუბასა და ასევე შალის შემოსაცმელ ფაფანაგს უნდა გულისხმობდეს. ფშავში ჯუბის ადრეულ გამოყენებაზე ვაჟა-ფშაველას ნაწერებიც მიუთითებენ. ვ. ფშაველა თავისი ერთ-ერთი გმირის ღვთისოს პირით ასე მსჯელობს: „...აბა „ვეფხისტყაოსანი“ წაიკითხეთ, თუ ის არა სთქვავ, დიდი საკვირველია, თუ ის ფშავლის დაწერილი არ არის, სწორედ ფშაური კილოა, სიტყვებიც „ძოღანაო“, როგორც ჩვენ ვიტყვით, „ასმათის ჯუბა“, როგორც ჩვენი დედაკაცები იმენ და სხვა რამდენი“<ref>ვაჟა-ფშაველა, ფშაველი, ძველი საქართელო, II, ტფილისი, 1913, გვ. 330</ref>. [[სერგი მაკალათია
ფშაური ჯუბა შინ ნაქსოვი ცალპირა ტოლისაგან იყო დამზადებული. სიგანედ სამი-ოთხი მტკაველი და ერთ სიგრძედ კი ექვსი-შვიდი მტკაველი ყოფილა საჭირო. თუშური ჯუბისა და ხევსურული სადიაცოსაგან განსხვავებით ფშაური ჯუბა გამოირჩეოდა სისადავითა და სივიწროვით — „ლულუტი“ იყო. ყდიდან ჩამოხსნილ შალს ორად შეკეცავდნენ, სასურველ სიგრძეს დააყენებდნენ და ისე დასჭრიდნენ, ე. ი. ორად მოკეცილი შალიდან ბეჭებში გადაუჭრელ ტანს ამოიღებდნენ. ჯუბა უსაყელო იყო, მხოლოდ კისრის გარშემო ღრმად ამოსჭრიდნენ, რომ ქალს თავზე ჯუბის გადაცმის საშუალება მისცემოდა. ყელთან შენაოჭებაც იცოდნენ, მერე ყელის ირგვლივ შემოვლებულ ნაწილს ნაპირს შეუბრუნებდნენ, შიგნითა მხრიდან სხვა ნაჭერს გამოაკერებდნენ ისე, რომ ნაკერი არ გამოჩენილიყო. უფრო ხშირად კი ჯუბას გულისპირში ცოტაზე ჩახსნიდნენ. ჩახსნილ ნაპირებს გრეხილს შემოაყოლებდნენ და სამი თითის სიბრტყედ მძივებსაც ჩამოაკერებდნენ. ხან ღილებით ან გაბმული ბაწრის საშუალებით დააკავშირებდნენ ჩაჭრილი გულისპირის ნაპირებს. ჯუბას მოკერებული ჰქონდა სწორი და ვიწრო „სახლები“, რომლებიც ზოგჯერ განსხვავებული მასალისაგან — ფართლისაგან ყოფილა დამზადებული.
Line 207 ⟶ 171:
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/67754 ს. მაკალათია, „ფშავი“, 1985 წ.]
==სქოლიო==
|